ქალი და მამაკაცი ასეთია სიყვარული, როდესაც ერთმანეთს ორი "რომანტიკოსის სული ხვდება" 2021, 14 სექტემბერი, 11:22 სიყვარული არის პიროვნული მიმაგრებულობის ემოცია. ფილოსოფიურ კონტექსტში კი სიყვარული სათნოებაა, რომელიც წარმოადგენს ყველა ადამიანურ სიკეთეს, თანაგრძნობასა და ერთგულებას.
საიდუმლო არ არის, რომ წყვილის ჯანსაღი ურთიერთობა ორივე პარტნიორის კარგ ქცევებსა და ურთიერთგაგების შედეგზეა დამოკიდებული. ასევე, ფსიქოლოგები გვარწმუნებენ, რომ ურთიერთობის დროს მთავარი პრობლემა არის წყვილებიდან ერთ-ერთი მათგანის მეორის მიმართ ინტერესის დაკარგვა. ამის ყველაზე ხშირი მიზეზებია შიდა პრობლემები და ხასიათის ზოგიერთი თავისებურება. ფსიქოლოგები ამბობენ, რომ სიყვარულსაც გააჩნია სტადიები, რომლებსაც წყვილები ეტაპობრივად გადიან ურთიერთობის დროს. შეამოწმეთ, რა სტადიაზეა ახლა თქვენი სიყვარული და სრულყოფილების მისაღწევად რა უნდა გახსოვდეთ. სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანი ასრულებს ურთიერთობას სიხარულისა და სიყვარულის შეწყვეტით. იქნებ ასე იმიტომ ხდება, რომ ჩვენ ვახდენთ ამ ჩვენივე სიყვარულის იდეალიზაციას? რატომ ვართ დარწმუნებული, რომ სიყვარული აუცილებლად სრულყოფილი უნდა იყოს? თანამედროვე კულტურა და საზოგადოება მხოლოდ ერთ რამეს გვაფიქრებინებს - სიყვარულში პრობლემები არ არსებობს, მაგრამ თუ გაჩნდა, მაშინ უნდა შეწყვიტო ურთიერთობა. შედეგად, ურთიერთობებში ზოგჯერ ვიხდით ძალიან მაღალ ფასს, მაგრამ თუ ურთიერთობა დაიძაბა, უნდა მივხვდეთ დროულად, რომ უბრალოდ რთულ ეტაპზე ვართ და გვახსოვდეს, რომ ცხოვრებაში არის რუტინა, ყოველდღიური სირთულეები, გაუცხოება, იმედგაცრუება და სხვა მსგავსი რაღაცები, რომელთა გაცნობიერებით შეძლებთ გაზარდოთ გრძნობები და სიყვარული მიიყვანოთ სრულყოფილებამდე. ხასიათის შეუთავსებლობა და კომუნიკაციის ნაკლებობა, წყვილებში განქორწინების ძირითადი მიზეზებია. წყვილები, მანამ, სანამ საქორწინო ფიცს წარმოთქვამენ, ვალდებულები არიან ერთმანეთს გაუზიარონ საკუთარი მოლოდინები, რითიც მინიმუმამდე დაიყვანენ მოსალოდნელ გართულებებს. გულის სიღრმეში ყველა ჩვენგანი ოცნებობს, რომ ნამდვილი, იდეალური და თავაზიანი სიყვარული ჰქონდეს, სწორედ ისეთი, როგორსაც ჰოლივუდის ფილმებში გვაჩვენებენ. თუმცა, არსებობენ ადამიანები, რომლებსაც სულაც არ სჭირდებათ ფილმის გმირებს მიბაძონ სიყვარულში და აქვთ ამ ყველაფერის მიმართ თავიანთი ხედვა და დამოკიდებულება. მათ თავად შეუძლიათ გაჩვენონ ნამდვილი სიყვარული და ვნება. ასეთია სიყვარული, როდესაც ერთმანეთს ორი რომანტიკოსის სული ხვდება476 6-ს მოსწონს
|