x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134535
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508595
კალიფორნიაში აწი კანონით დაისჯება პირი,რომელიც პრეზერვატივს მოიხსნის პარტნიორის თანხმობის გარეშე
image

კანონპროექტის ავტორი ოთხი წლის განმავლობაში იბრძოდა მის მიღებაზე.


შეერთებული შტატების უცნაური კანონების ყულაბას მალე შეავსებს კიდევ ერთი - კალიფორნიაში მამაკაცები დაისჯებიან, თუ პრეზერვატივს მოიძრობენ პარტნიორის სიტყვიერი ნებართვის გარეშე. წინააღმდეგ შემთხვევაში ის ჩაითვლება სექსუალურ ძალადობად.



დემოკრატიული პარტიის წევრის, კრისტინა გარსიას მიერ კალიფორნიის ასამბლეაზე წარდგენილ კანონპროექტმა მიიღო 70 -ზე მეტი ხმა, არცერთის წინააღმდეგ და მალე იგი ხელმოსაწერად გადაეგზავნება გუბერნატორ გავინ ნიუსომს.




ახალი კანონის თანახმად, ჩივილის უფლება ექნება პარტნიორ ქალს (ან პარტნიორ კაცს), რომელმაც არ მისცა თანხმობა სქესობრივი კავშირის დროს პარტნიორს რეზინის კონტრაცეპტივის მოხსნაზე, მაგრამ მიუხედავად ამისა იგი მაინც მოიძრობს.


სასამართლოში ეს შეფასდება როგორც სექსუალური ძალადობა.


კანონპროექტის ავტორმა წარმოადგინა დოკუმენტი თებერვალში და გაამყარა იგი იელის უნივერსიტეტის კვლევით.


"მე ამ საკითხზე ვმუშაობ 2017 წლიდან და არ გავჩერდები მანამ, სანამ ამ სისასტიკის ჩამდენი დამნაშავეები არ დაისაჯებიან. სექსუალური შევიწროება, განსაკუთრებით ქალების მიმართ, გამუდმებით მიჩუმათებულია. ამაზრზენია, რომ არსებობენ ონლაინ საზოგადოებები, რომლებიც მხარს უჭერენ და ხელს უწყობენ მსგავს ქმედებებს და აძლევენ რჩევებს, თუ როგორ ავიცილოთ თავიდან კონდომის მოხსნის გამო დასჯა პარტნიორის თანხმობის გარეშე. მაგრამ კანონში აქამდე ასეთი არაფერი არსებობდა, რომელიც ცხადყოფდა, რომ ეს დანაშაულია ”, - თქვა გარსიამ ჟურნალისტებთან ინტერვიუში.


ამერიკული მედია აღნიშნავს, რომ თუკი კანონი ხელმოწერილი იქნება, ის არსებითად ვერ შეცვლის სისხლის სამართლის კოდექსის მუხლებს, რაც „მსხვერპლს“ მისცემს მიზეზს, რომ უჩივლოს „მოძალადეს“. ჯერჯერობით უცნობია, როგორ უნდა დაადასტუროს სასამართლოზე დაზარალებულმა ზეპირად ნებართვა-არ ნებართვა პრეზერვატივის მოხსნის შესახებ?

0
191
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
191
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0