x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134530
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
ცნობილი ადამიანების ყველაზე უცნაური პირადი ნივთები, რაც კი აუქციონზე გაყიდულა

კოლექციონირება საკმაოდ პოპულარული ნივთია, გასაკვირიც კია რას აღარ აგროვებენ ადამიანები, ბოთლის თავსახურებიდან დაწყებული- სახლებით დამთავრებული.ცნობილი ადამიანების ფანები კი, რომლებიც შეპყრობილნი არიან თავიანთი კუმირებით, ყველანაირ ნივთს იყიდიან, რაც კი მათ უკავშირდებათ:

1. ბრიტნი სპირსის ორსულობის ტესტი- 5001 დოლარი

გარკვეული ცნობების მიხედვით, ბრიტნი სპირსის გამოყენებული ორსულობის ტესტი ლოს ანჯელესის ერთ-ერთ სასტუმროში იპოვეს, სადაც მომღერალი ქმართან ერთად ისვენებდა. მიუხედავად იმისა, რომ არანაირი მტკიცებულება არ ჰქონდათ ვის ეკუთვნოდა ტესტი ზუსტად, აუქციონზე ტესტი 5001 დოლარად გაიყიდა.image

2. ოდრი ჰეპბერნის Givenchy-ს კოლექცია- 270000 დოლარი

Kerry Taylor Auctions -ის აუქციონის სახლმა გასაყიდად გაიტანა მსახიობის ტანსაცმელი და აქსესუარები, დიზაინერ იუბერ ჟივანშის მიერ შექმნილი. ოდრი ამ ტანისამოსით თამაშობდა ფილმებში “საუზმე ტიფანისთან" და “როგორ მოიპაროთ მილიონი". საბოლოო ჯამში ნივთები 270 000 დოლარად გაიყიდა.image

3. ჯონ ლენონის სიბრძნის კბილი- 31200 დოლარი

შორეულ წარსულში მუსიკოსმა კბილი ამოიღო და გონიერმა სტომატოლოგებმა მისი გადაგდება არ იჩქარეს. საბოლოოდ კბილი აუქციონზე კანადელმა სტომატოლოგმა, მაიკლ ზუკმა იყიდა 31200 დოლარად.image

4. დოროტის წითელი ფეხსაცმელები ფილმიდან “ოზის ჯადოქარი"- 660000 დოლარი

ფილმის გადაღებებიდან 4 წყვილი ფეხსაცმელი დარჩა, რომელიც დოროტის როლის შემსრულებელს ჯუდი გარლანდს ეცვა. ერთ-ერთი მათგანი აუქციონზე 660000 დოლარად გაიყიდა.image

5. 1978 წლის სუპერმენის კოსტიუმი- 40000 დოლარი

სუპერგმირის კოსტიუმი, რომელსაც მსახიობი კრისტოფერ რიფი ატარებდა 2017 წელს გაიყიდა აუქციონზე 40000 დოლარად.image

6. მაიკლ ჯეკსონის ლეგენდარული თეთრი ხელთათმანი 350000 დოლარი

პოპის ლეგენდის ცნობილი ხელთათმანი 1983 წელს გაიყიდა აუქციონზე 350000 დოლარად, მისი მყიდველი კი ვინმე ჰოფმან მა იყო ჰონგკონგიდან.image

7. კაბა, რომლითაც პრინცესა დიანამ ჯონ ტრავოლტასთან ერთად იცეკვა- 510000 დოლარი

აუქციონზე, სადაც პრინცესა დიანას კაბების კოლექცია იყო გატანილი, ყველაზე ძვირადღირებული სწორედ ეს მუქი ლურჯი კაბა გახდა, რომელიც თეთრ სახლში მიღებაზე მსახიობ ჯონ ტრავოლტასთან ცეკვის დროს ეცვა. მსახიობმა აღიარა, რომ კარიერული წინსვლა სწორედ ამ ცეკვამ მოუტანა.image

8. ჰაერი კანიე უესტის კონცერტიდან- 60100 დოლარი

რეპერის გულშემატკივარმა ჯაერით სავსე პაკეტი eBay-ს აუქციონზე გაიტანა, საწყისი ფასი სულ რაღაც 5 დოლარი იყო, მაგრამ გაგიკვირდებათ და უესტის ფანებს შორის ნამდვილი ომი გაჩაღდა ამ პაკეტის მოპოვებისთვის. საბოლოოდ კი ერთმა “ბედნიერმა" გაიმარჯვა და ნივთი 60100 დოლარად იყიდა.image

9. ჯენიფერ ლოურენსის სპორტული ბიუსტჰალტერი- 3175 დოლარი

ოსკარის მიღებიდან ფილმში “ჩემი შეყვარებული შეშლილია", ლოურენსის ნივთები აუქციონზე გაიტანეს. მათ შორის ეს ბიუსტჰალტერიც, რომელიც 3175 დოლარად გაიყიდა.image

10. ელვის პრესლის საცვლები- 10000 დოლარი

ელვის პრესლის საცვლები, რომელიც 1977 წელს ერთ-ერთი კონცერტის დროს ეცვა აუქციონზე გაიტანეს და საწყისი ფასი 10000 დოლარი დაადეს. თუმცა, სავარაუდოდ ლაქის გამო მისი ყიდვა არავინ მოინდომა, ან შეიძლება მყიდველმა ანონიმურობა არჩია.image

11. ჯერომ სელინჯერის უნიტაზი- 1000000 დოლარი

უნიტაზის მფლობელი ამტკიცებდა, რომ ნივთი იმ ადამიანებმა მიჰყიდეს, რომლებიც სელინჯერის სახლში ცხოვრობდნენ, მან კი მოგების მიზნით eBay -ზე გაიტანა გასაყიდად და საწყის ფასად 1000000აშშ დოლარი დაადო.image














0
226
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
226
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0