პროფილაქტიკა 9 მარტივი საშუალება ძვლოვანი სისტემის გასაძლიერებლად – როგორ ვებრძოლოთ ოსტეოპოროზს 2021, 10 სექტემბერი, 16:40 ასაკის მატებასთან ერთად ძვლოვანი ქსოვილის სიმტკიცე სუსტდება – ოსტეოპოროზი ვითარდება. ამ დაავადების რისკფაქტორებია: მენოპაუზა, მემკვიდრეობა, კალციუმის და D ვიტამინის დეფიციტი. რა ზომების მიღებაა საჭირო ძვლოვანი სისტემის გასაძლიერებლად? ოსტეოპოროზი – ძვლების დასუსტების ძირითადი მიზეზი. იგნორირება არ უნდა გავუწიოთ ძვლოვანი მასის დაკარგვას მოწიფულ ასაკში. თუ დაავადების აღმოჩენა ხდება ადრეულ ეტაპზე, მას წარმატებით მკურნალობენ. როგორ უნდა გავზარდოთ ძვლოვანი ქსოვილის სიმკვრივე? როგორ უნდა ვუზრუნველყოთ ძვლოვანი ქსოვილის ჯანმრთელობაოსტეოპოროზის რისკფაქტორებიარაკონტროლირებადი:
კვების პროტოკოლიმენიუში უნდა შეიტანოთ დიდი რაოდენობით ხილი და ბოსტნეული, ზღვის და ზოგიერთი რძის პროდუქტი, რაც ხელს უწყობს ძვლების ჯანმრთელობას.სასარგებლოა ისეთი პროდუქტების მიღება, რომელშიც დიდი კონცენტრაციით არის წარმოდგენილი К ვიტამინი. აღნიშნული ვიტამინის წყაროა: მწვანეფოთლიანი ბოსტნეული, კომბსტო, ღვიძლი, ყველი. სტრესის კონტროლიმუდმივი სტრესი და შფოთვა (სტრესის ჰორმონი კორტიზოლი) ზიანს აყენებს ძვლების ჯანმრთელობას. სტრესის დასაძლევად მიმართეთ იოგას, მასაჟს, წყლის პროცედურებს, უსმინეთ დამამშვიდებელ მუსიკას, დაკავდით საყვარელი აქტივობით. ოპტიმალური წონათუ არასაკმარისი წონა გაქვთ, ან პირიქით ჭარბწონიანი ხართ, მოტეხილობების მაღალი რისკის ქვეშ იმყოფებით. D ვიტამინი და კალციუმიკალციუმი და ვიტამინი D მნიშვნელოვან როლს თამაშობს ძვლების ჯანმრთელობაში. ასაკის მატებასთან ერთად ჰორმონების მაჩვენებელი ეცემა, შესაბამისად, ორგანიზმს უფრო მეტი კალციუმი და ვიტამინი D სჭირდება, რათა ძვლოვანი მასის დაკარგვის პროცესი შენელდეს. ქალები, რომლებიც ოსტეოპოროზით იტანჯებიან, პოსტმენოპაუზურ პერიოდში და მამაკაცები 70 წელს ზემოთ, ყოველდღიურად უნდა იღებდნენ 1200 მგ. კალციუმს და 800 მგ. D ვიტამინს. მაგნიუმი(Mg)მაგნიუმი აუცილებელია ძვლოვან ქსოვილში მინერალების წარმოქმნისათვის. რეკომენდირებული დღიური ნორმა 50+ მამაკაცებისთვის – 420 მგ. და ქალებისთვის – 320 მგ. მელატონინი ძილის წინ ასაკთან ერთად ორგანიზმში მელატონინის შემცველობაც ეცემა, რაც იწვევს ძვლოვანი ქსოვილის აღდგენის პროცესის შენელებას. აღნიშნული ჰორმონის მიღება დაძინებამდე პოზიტიურ გავლენას მოახდენს ძვლების ჯანმრთელობაზე. თავი ავარიდოთ მოწევასა და ალკოჰოლსსიგარეტის მოწევა და ალკოჰოლის მიღება ოსტეოპოროზის რისკფაქტორებს განეკუთვნება– მოწევა ზრდის მოტეხილობის ალბათობას და ანელებს ძვლების შეხორცებას მოტეხილობების შემდეგ. ალკოჰოლის მიღება დაკავშირებულია ბარძაყის, ხერხემლის და მაჯის მოტეხილობების რისკთან, რამდენადაც ის გავლენას ახდენს ორგანიზმის მიერ კალციუმის შთანთქმის უნარზე და D ვიტამინის სინთეზირებაზე. ასევე დაგაინტერესებთ: ფეტვის 5 საოცარი თვისება, რომლის შესახებაც არ გსმენიათ მუცლის დაპატარავება და თირკმელების გაწმენდა მარტივად, მხოლოდ 1 ხელმისაწვდომი ინგრედიენტით ყველაზე სასარგებლო და გემრიელი საუზმე – დაიკელით წონაში და გაიწმინდეთ ორგანიზმი ტოქსინებისგან საჯდომი ნერვის ანთება აღარ შეგაწუხებთ, თუ ამ 2 ვარჯიშს გააკეთებთ "დამჯდარი" ხერხემალი – ყველა დაავადების ფარული მიზეზი! 5 ვარჯიში ხერხემლისთვის პოლ ბრეგისგან "გააკეთეთ ეს 7 წუთიანი მასაჟი ყოველ დილით და იყავით ჯანმრთელი!" – პროფესორი ლი გუილინი 5 ვარჯიში ხერხემლისთვის, რომელიც ტკივილისგან გაგათავისუფლებთ 355 4-ს მოსწონს
|