x
მეტი
  • 27.10.2021
  • სტატია:115279
  • ვიდეო:354182
  • სურათი:489068
ბრაზილიელი მოდელი ყოფილმა საყვარელმა დანით აჩეხა
imageახლობლების თქმით, მათ არც იცოდნენ, რომ როგორ იტანდა გოგონა არაჯანსაღ ურთიერთობას, რადგან ცდილობდა არავისთვის მოეყოლა თავისი პრობლემების შესახებ.


20 წლის ჟორდანა ნატალი სელეს ფარიასი ბრაზილიის ანანინდეუადან, მოკლა მისმა ყოფილმა ბოიფრენდმა, 22 წლის ლუციო მაგნო კვადროსმა. ის მოდელის პირველი მეგობარი ბიჭი იყო, მაგრამ ურთიერთობა დაძაბული ჰქონდათ: შეყვარებულები ხან შორდებოდნენ, ხან ისევ რიგდებოდნენ.

image

იმ საბედისწერო ღამეს გოგონა სტუმრად წავიდა ლუციოს სახლში, მაგრამ მეორე დილით მათ კონფლიქტი მოუვიდათ, რომელიც გადაუჭრელი აღმოჩნდა. როდესაც ჟორდანა სახლში ბრუნდებოდა, ყოფილმა მას სამჯერ ჩაარტყა დანა. გოგონა ადგილზე გარდაიცვალა.


image

თავად ლუციომ აღნიშნა, რომ მას და მის მსხვერპლს ჩხუბი მოუვიდათ შეტყობინებების გამო, რომელიც მოდელმა თითქოსდა მის მობილურში ნახა. მისი თქმით, გოგონამ პირველმა აიღო დანა და თავს დაესხა, ის კი მხოლოდ საკუთარ სიცოცხლეს იცავდა, წერს G1.

image


მიუხედავად ამისა, გამოძიების ჩატარების შემდეგ სამართალდამცავებმა ინციდენტი შეაფასეს როგორც მკვლელობა და არა თავდაცვა. მას შემდეგ რაც ლუციომ გოგონას დანა დაარტყა, მან მისი სხეული ქუჩაში გადააგდო, ისე რომ სასწრაფო დახმარების გამოძახება არ უფიქრია. გარდა ამისა, ჟორდანს ადრეც ჰქონდა განცხადება პოლიციაში ლუციოს წინააღმდეგ, რომელიც ადანაშაულებდა ყოფილ შეყვარებულს ფიზიკურ ძალადობაში, რის შემდეგაც გამოიცა შემაკავებელი ორდერი, რომელიც მკვლელობის დროს ჯერ კიდევ არ იყო ძალაში შესული.

image

0
210
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
210
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0