x
მეტი
  • 22.12.2024
  • სტატია:138963
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512523
ინტერიერის დეტალები მოდურ კოლექციებში
დიზაინერები გვთავაზობენ კარგად მოვერგოთ გარემოს.

მათ შემოდგომა-ზამთრის კოლექციებში ნახატებად გამოიყენეს ინტერიერის დეტალები.

Balenciaga-ვიქტორიანული დროის შპალერი

image


ნიკოლა ჰეკსიერის შთაგონების წყარო გახდა ვიქტორიანული ეპოქის შპალერი-ვარდები და სამოთხის ბუჩქები მასზე მსხდომი მომღერალი ჩიტებით. აბრეშუმის ქვედაბოლოები იმეორებდა ამ ნახატებს.

Mary Katrantzou-ფაიფური

ზაფხულში მერი კატრანზუ გვთავაზობდა ფანჯრის ჩარჩოების, ტერასების ფრაგმენტების პრინტებიან კაბებს.

საშემოდგომო კოლექციაში კი ლონდონელმა დიზაინერმა ამოქექა მეისენის ფაიფურის მანუფაქტურის არქივი, შედეგად მოდელები მის ჩვენებაზე საქსონურ ლარნაკებს მოგვაგონებდნენ.

image

Prada-ხელოვნური ბეწვი

image

ხელოვნური გრძელი ბეწვით იყო გაწყობილი პრადას პალტოები და კაბები. სწორედ ასეთი ბეწვით იყო გაფორმებული გემი ბარბარელა ფილმიდან ბარბარელა, რომელშიც მთავარ როლს ჯეინ ფონდა თამაშობდა.

Сéline-ხის ფაქტურა

image

ფიბი ფილოს შთაგონების წყარო გახდა დამუშავებული პილომასალა, მისი მოდელები იმეორებდნენ ხის პანელების ნახატებს, რომლითაც აფორმებენ მთის კურორტების, ბიბლიოთეკების და კაბინეტების ინტერიერს.

Proenza Schouler-ინდიელთა მემკვიდრეობა

image

ჯეკ მაკკალოუმ და ლაზარო ერნანდესმა ყურადღებით შეისწავლეს ნავახოს ინდიელთა ტომის ყოფა, რომლებიც ამჟამად არიზონას რეზერვაციაში ცხოვრობენ. მისთვის დამახასიათებელი ნახატები დიზაინერებმა გამოიყენეს შარვლების, სვიტერების და ქვედაბოლოების შექმნისას.

Christopher Kane-როტანგი

image

ტექსტილის ბოჭკოების დაწვნის ტექნიკა, რომელიც დიზაინერმა გამოიყენა, ფართოდ არის ცნობილი ინტერიერის დიზაინში. მსგავსი მეთოდით აზიაში ამზადებენ სავარძლებს, დივანს და შირმებს.

Akris-იუგენდსტილი

image

გერმანული დარმშტადტეს საქორწილო კოშკი მოდერნის სტილში დააპროექტა არქიტექტორმა იოზეფ ოლბრიხმა. აკრისის შემოდგომის კოლექციაში გამოყენებულია ამ შედევრის ფოტოპრინტები.

1
83
3-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:maia
maia
83
  
2012, 6 იანვარი, 14:02
კარგი სტატიაა
0 1 1