x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134548
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508610
53 წლის ქალი სილამაზის კონკურსის ფინალისტი გახდა
image

"მის დიდი ბრიტანეთი1989" წლის კონკურსის ფინალისტი, 53 წლის ლორა უაიტმა ინგლისის ქალაქ ლემინსტერში, ჰერფორდშირში, წლების შემდეგ ისევ გახდა სილამაზის ეროვნული კონკურსის ფინალისტი 40+ კატეგორიაში, რის შემდეგა ქალმა გაამჟღავნა მარად ახალგაზრდობისა და თავდაჯერებულობის საიდუმლო. იტყობინება Daily Mail.


ორი შვილის დედის თქმით, იმისდა მიუხედავად, რომ ახალგაზრდობაში მან არაერთხელ მიიღო მონაწილეობა სილამაზის კონკურსებში, მან მხოლოდ 50 წლის ასაკში შეძლო საკუთარი სხეულის დაფასება და შეყვარება.


ბრიტანელმა ქალბატონმა აღნიშნა, რომ მენოპაუზის შემდეგ მას დაეუფლა შეგრძნება, რომ ყველასთვის შეუმჩნეველი გახდა, როგორც მისი დაკვირვებით, 40 წელზე მეტი ასაკის ქალების უმეტესობა. თუმცა, მას გადაწყვეტილი ჰქონდა დაეძლია მენოპაუზის შემდგომ გამძაფრებული კომპლექსები და დაემტკიცებინა, რომ ქალს შეუძლია იყოს ბედნიერი და ლამაზი ნებისმიერ ასაკში.


image

"როდესაც ჩემი შვილები, 24 წლის რიზი და 20 წლის ერინი, სახლიდან უნივერსიტეტში გადაბარგდნენ, ვიფიქრე თუ რაღაში მდგომარეობდა ჩემი დანიშნულება, ”-განაცხადა უაიტმა.


მან დაიწყო თვითრეალიზაციის ახალი შესაძლებლობების ძებნა, 45 წლის ასაკში აიღო მასწავლებლის დიპლომი და 50 წლამდე მუშაობდა დაწყებითი სკოლის მასწავლებლად. მან ასევე მოაწყო სილამაზის კონკურსი მეგობართან ერთად და დაკავდა მთასვლელობით.

image

2021 წლის სექტემბერში, 21 წლის შემდეგ, უაიტმა მიღო მონაწილეობა კონკურსში "მის დიდი ბრიტანეთი კლასიკი", რომელშიც 40 წელს გადაცილებული ქალები მონაწილეობდნენ და გახდა ფინალისტი. ”მე ბევრად უფრო თავდაჯერებული ვარ, ვიდრე 20 წლის ასაკში. იმისდა მიუხედავად, რომ ახალგაზრდობაში უფრო ლამაზი და მიმზიდველი ვიყავი, ყოველთვის მრცხვენოდა საკუთარი თავის, ” - თქვა მან.

image

ბრიტანელი ქალი ოცნებობს, რომ მისი შემხედვარე, მისივე ასაკის ქალები მიხვდნენ, რომ მენოპაუზის შემდეგ ცხოვრება არ მთავრდება, შენ შეგიძლია დარჩე მიმზიდველი და ბედნიერი და აკეთო ის, რაც გიყვარს.

image

0
191
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
191
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0