არქიტექტურა მსოფლიო არქიტექტურის საოცრებანი 2021, 5 სექტემბერი, 2:24 ადამიანი ჯერ კიდევ უძველეს ხანაში ქმნიდა არქიტექტურულ საოცრებებს. ეს ნაგებობები იმდენად გრანდიოზული და სრულყოფილია, რომ XXI საუკუნეშიც კი იწვევს ჩვენს გაოცებასა და აღტაცებას.
სტოუნჰენჯი. დიდი ბრიტანეთი. ბრინჯაოს ხანა. ამ გიგანტური ლოდების - მეგალითებისგან შექმნილი კომპლექსის დანიშნულება ბოლომდე გარკვეული არაა. სავარავუდოდ, ეს უძველესი რელიგიის - მზისთაყვანისცემის ცენტრი იყო. ძველი მსოფლიოს საოცრებებს ეკუთვნის აგრეთვე შუამდინარეთში გავრცელებული უზარმაზარი საფეხურებისებრი კოშკები, რომელთა თავზე მოთავსებული იყო ტაძარი - ზიკურატები. მათშორის ყველაზე დიდი იყო ე.წ. ბაბილონის გოდოლი. ბიბლიის თანახმად, იგი განრისხებულმა უფალმა დაანგრია. ბაბილონის გოდოლი ადამიანის ცოდვების სიმბოლო გახდა. ამერიკელი რეჟისორის ჯ. ჰასტინის ფილმმა "ბიბლია" გოდოლის დანგრევის სცენებით მსოფლიოში გაითქვა სახელი. ჰოლანდიელი მხატვრის პიტერ ბრეიგელის აზრით, სწორედ ასეთი იყო ბაბილონის გოდოლი. არაერთი არქიტექტურული შედევრი დაგვიტოვა ანტიკურმა სამყარომაც. მათ შორის ყველაზე ცნობილია ათენის აკროპოლისის კომპლექსი და რომის კოლიზეუმი, რომელშიც სანახაობები იმართებოდა- გლადიატორთა ბრძოლები, ეტლების შეჯიბრება და სხვ. ისლამური სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნაგებობა და ისლამის ერთ-ერთი მთავარი სიწმინდეა ე.წ. ომარის მეჩეთი იერუსალიმში. იგი არაბთა სახალიფოს დიდებას განასახიერებდა. ერთადერთი არქიტექტურული ნაგებობა, რომელიც კოსმოსიდან ჩანს ესაა ჩინეთის დიდი კედელი. რომელიც ქვეყანას მთელ ჩრდილოეთ საზღვარზე გასდევს. იგი მსოფლიოში უდიდესი თავდაცვითი ნაგებობაა. თანამედროვე არქიტექტურაც მრავალ საოცრებას გვთავაზობს, ახალი მასალები, ახალი ტექნოლოგიები, მეცნიერული მიღწევები მეტ გასაქანს აძლევს არქიტექტორთა ფანტაზიას. ეს ბათუმის კაფე ფანტაზიაა, რომელიც სამწუხაროდ ძლივს გადაურჩა საბოლოო დემონტაჟს. 244 1-ს მოსწონს
|