x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138411
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512069
ფეიკი , რომელიც მრავალ ენაზე გავრცელდა ინტერნეტ სივრცეში. ვინ არის მასზე სინამდვილეში და რა ხდება?
image
ეს ფოტო ინტერნეტს სივრცესი გავრცელდა როგორც ცნობილი ტორეროს, ალვარო მუნერას მატადორული კარიერის დასასრულის ამსახველი. ეს ტყუილია. ფეიკი, რომელიც რუსებმა გაურკვეველი მიზეზით შეთხზეს
"ის სასოწარკვეთილებაში ჩავარდა ხართან შეუპოვარი ბრძოლისას სწორედ იმ დროს, როცა მიხვდა, რომ დაჭრილი ხარი მასზე თავდასხმას აღარ აპირებდა. ტორერომ იგრძნო, რომ ხარის თვალები რაღაცას სთხოვდა და მიხვდა, რომ ეს იყო მოწოდება სამართლიანობისკენ. .. მუნერამ თავი იგრძნო ყველაზე უკანასკნელ ნეხვად დედამიწაზე. ამ შემთხვევის შემდეგ მან ხარებთან ბრძოლის აკრძალვის კამპანია გააჩაღა"

სინამდვილეში კი

ფოპტოზე, რომელიც გადაღებულია 2018 წლის 11 დეკემბერს, გამოსახულია კაცი, რომელიც თავდახრილი ზის, მისგან ორიოდე მეტრის მოშორებით არის ხარი, რომელიც უყურებს მას, რამოდენიმე ბანდერილა კი ზურგზე აქვს ჩარჭობილი..


რა მოუვიდა მუნერას?
მუნერა იგივე ელ პილარიკო, იყო ცნობილი კოლუმბიელი მატადორი, რომელიც 1984 წელს არენაზე ხარისაგან მძიმედ დაშავდა.

”ეს მე არ ვარ და ეს ის არ არის, რაც მე დამემართა”, - თქვა მუნერამ AFP– ს ინტერვიუში

"მე დავტოვე ხართან ბრძოლის სამყარო იმ უბედური შემთხვევის გამო, რომელმაც ინვალიდის ეტლში დამტოვა."


კუროს თვალების აღმწერი ნაწილი გამოქვეყნდა ესპანურ გაზეთში El Pais 1995 წლის 30 ივლისს, მრავალჯერ მას შემდეგ, რაც მუნერა პენსიაზე გავიდა.

მასში მოცემულია ესპანელი მწერლის ანტონიო გალას წიგნისდან La Casa Sosegada - "არაადამიანური რასა" ამონარიდი : "უცებ ხარმა შემომხედა უდანაშაულო და მხურვალე თვალებით".

რა ხდება ფოტოზე?
ფოტო რეალურია, მაგრამ რეალობა შორს არის იმისგან, რასაც ვარაუდობენ. ხართან მებრძოლი ფოტოსურათზე ასრულებს ტაქტიკას, რომელსაც ესპანურად უწოდებენ desplante- ს. სცენის ემოციები გამოწვევაა და არა სინანული.


მაგალითად, ესპანელი მატადორი დავით ფანდილა "ელ ფუნდი" ასრულებს ამ ტაქტიკას კორიდას ფესტივალის დროს გრანადას არენაზე 2018 წლის 1 ივნისს
თუმცა სხვა სამმა წყარომ AFP- ს განუცხადა, რომ ფოტოზე გამოსახული მამაკაცი არის ცნობილი ესპანელი ფრანცისკო ხავიერ სანჩეს ვარა.

image


ფოტოს ნახვისას ვარას ყოფილმა მენეჯერმა ცეზარ სანჩეს დე კასტრომ AFP- ს განუცხადა: "დიახ, ეს არის ხავი (ხავიერის მეტსახელი)".

ვერონიკა დომინგესმა, ესპანელმა ფოტოგრაფმა (თავად ცნობილი მატადორის პაკო დომინგესის ქალიშვილმა), ასევე დაადასტურა, რომ ეს იყო "სანჩეს ვარა, ამაში ეჭვი არ არის". მან გამოიყენა გამოცდილება, რომელიც, მისი თქმით, საშუალებას აძლევს ტაურინის ხელოვნების ფოტოგრაფებს ამოიცნონ მატადორების სილუეტები, თმა და ჟესტები სახის დანახვის გარეშე.



ესპანელი ხარიანი მებრძოლი სანჩეს ვარა ასრულებს პასს 2008 წლის 24 მარტს, სამხრეთ საფრანგეთში, არლში, ფერიაში.მედელინის მუნიციპალური საბჭოს წევრი, სანჩეს ვარა, სავარაუდოდ ფოტოზე გამოსახული ადამიანი, აგრძელებს კარიერას როგორც მატადორი.

image

1
734
1-ს მოსწონს
ავტორი:თუთიკო ბერძენა
თუთიკო ბერძენა
734
  
2021, 5 სექტემბერი, 5:26
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1