x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"ასეთი ჩანაწერი რომ ეთერში მოხვდება, დაიხურეთ ქუდები და წადით"- რა პოსტს ავრცელებს ელისო კილაძე

image


გაზეთ "ქრონიკა+" - ის მთავარი რედაქტორი ელისო კილაძე "ნოდარ მელაძის შაბათის" სკანდალურ ანონსს სოციალურ ქსელში ეხმაურება და მმართველ გუნდს სახლში წასვლას ურჩევს. შეგახსენებთ რომ "ტვ პირველზე" ნოდარ მელაძის გამომძიებელ ჟურნალისტთა გუნდი სეზონს დღეს, პარტია "ქართული ოცნების" დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის ფარული ჩანაწერებით ხსნის. კილაძის თქმით, თუკი მსგავსი აუდიო ჩანაწერი პირდაპირ ეთერში მოხვდება მმართველმა გუნდმა ქუდი უნდა დაიხუროს და სახლში წავიდეს: "ნოდარ მელაძე ახალ სეზონს ბიძინა ივანიშვილის ჩანაწერებით ხსნის ! კრებსები მონაგონია ! ასეთი ჩანაწერი რომ ეთერში მოხვდება, დაიხურეთ ქუდები და წაით სახლში(თუ დაგაჯერათ) დილიდან ხავიან - მიშას დროს უსმენდნენ და ძველიაო ! ნაცებს ბიძინას ჩანაწერები ქონდათ და 2012-ში ციხის კადრების მერე არ გამოიყენეს? ისევ მონტაჟს მიაწექით-უფრო დამაჯერებლად ჟღერს" - წერს ელისო კილაძე "ფეისბუქის" პირად გვერდზე.




0
803
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
803