x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
Mediator image
ლამაზმანები წარსულიდან, რომლებიც თქვენს გულს ააჩქროლებენ
სიტყვა ფოტოგრაფია ბერძნულიდან მომდინარეობს, რაც პირდაპირი თარგმანით სინათლის ხაზვას ნიშნავს. კარგად მოგეხსენებათ, რომ ძველად, ფოტოს გადაღება საკმაო ფუფუნებას წარმოადგენდა, ვინაიდან უდიდეს ხარჯებთან და ამავდროულად, ცოდნასთან იყო დაკავშირებული, რისთვისაც არსებობდნენ სპეციალური ფოტოგრაფები "ფოტოს გადასაღებ დაწესებულებებში", ან ხდებოდა მათი დანიშნულების ადგილამდე ტრანსპორტირება მსურველთა მიერ.


image



ხშირად, მხოლოდ ერთ ფოტოს შეუძლია უდიდესი აზრი გადმოსცეს და იმეტყველოს უამრავი წლის წინ მომხდარ მოვლენაზე, რაც გაიძულებს მოექცე იმ ჩარჩოებში და გახდე ამბის მაზიარებელი. ფოტო, ეს ხომ ერთადერთი უნიკალური საშუალებაა დაამყარო კავშირი უამრავ ტკბილ მოგონებასთან, სადაც მთელი წარსული ცხოვრება, ბედი თუ უნიკალური ამბავია კომბინაციაში. თუმცა, მარტო ფოტოს ხილვა არას იმეტყველებს, თუ მასზე აღბეჭდილი მთავარი "ფიგურა" არ იმუშავებს ერზე განსაზღვრულ როლს. მაგრამ, ფოტოგრაფიის ტექნიკის განვითარებისა და ფოტოგრაფიული პროცესების გამარტივებასთან ერთად, გაიზარდა ფოტოგრაფიული საქმიანობის მოსურნეთა რიცხვი, რაც გულისხმობს დღევანდელ თაობას, რომელთაც ყველანაირი პირობა გააჩნიათ ფოტოს გადაღებისთვის, რათა აღბეჭდონ საჭირო კადრი საჭირო დროსა და მომენტში, ფანტაზიასაც არანაირად არ უჩივიან და თუ გაუმართლათ, მალევე ხდებიან პოპულარულები.




გადის დრო და მასთან ერთად იცვლება სტანდარტები, თუმცა არცერთი წელი არ ითვლება ჭეშმარიტი სილამაზის თარიღად. ზოგადად სილამაზეს ვინ დაუწესა სტანდარტები, თუმცა დღეს, ჩვენს ეპოქაში, რატომღაც ყველა მიმართავს პლასტიკურ ქირურგიას და ახდენენ საკუთარი ნაკლის ამ გზით შეცვლას, წარსულში ამის შესაძლებლობა არ ყოფილა და ვფიქრობ, გაცილებით ლამაზებიც იყვნენ.



გთავაზობთ ლამაზმანების ფოტოებს წარსულიდან და შეგახსენებთ, რომ ისინი არიან ბუნებრივად ლამაზები, მაშინ არ იყო პლასტიკური ქირურგია და განსაზღვრული ინექციები.



ლამაზმანები წარსულიდან, რომლებიც თქვენს გულს ააჩქროლებენ



imageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimage






იხილეთ აგრეთვე:



ეს ფოტოები დაგარწმუნებთ, რომ მთავარი ფერები არ არისimage

0
839
7-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
Mediator image
839
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0