სხვა შევიჭყიტოთ წარსულის კარში სულ სხვა რაკურსით 2021, 16 სექტემბერი, 10:45 ყველა ჩვენგანი ცვლილებებისა და კატაკლიზმების ეპოქაში ცხოვრობს. ზოგჯერ ძნელია აირჩიო სწორი მიმართულება და გაარკვიო ვინ არის მართალი და ვინ მტყუანი. ზოგჯერ სამართალი ყველას და ყველაფერს აყენებს თავის ადგილას, თუმცა ჩვენს დროში ძნელია იპოვო სამართალი და სამართლიანი. შესაძლოა პარადოქსულად ჟღერდეს, თუმცა უმჯობესია ცუდ მოვლენებს უმზირო შორიდან და თავს თავად არ დაგვატყდეს, რადგან შორიდან უკეთ ჩანს ვინ არის ხაფანგში, ვინ სჩადის ფასდაუდებელ სიკეთეს და ინიციატივას იჩენს დატოვოს წვლილი ისტორიაში, რომელიც თაობებს გადაეცემა.
ხშირად, მხოლოდ ერთ ფოტოს შეუძლია უდიდესი აზრი გადმოსცეს და იმეტყველოს უამრავი წლის წინ მომხდარ მოვლენაზე, რაც გაიძულებს მოექცე იმ ჩარჩოებში და გახდე ამბის მაზიარებელი. ფოტო, ეს ხომ ერთადერთი უნიკალური საშუალებაა დაამყარო კავშირი უამრავ ტკბილ მოგონებასთან, სადაც მთელი წარსული ცხოვრება, ბედი თუ უნიკალური ამბავია კომბინაციაში. თუმცა, მარტო ფოტოს ხილვა არას იმეტყველებს, თუ მასზე აღბეჭდილი მთავარი "ფიგურა" არ იმუშავებს ერზე განსაზღვრულ როლს. მაგრამ, ფოტოგრაფიის ტექნიკის განვითარებისა და ფოტოგრაფიული პროცესების გამარტივებასთან ერთად, გაიზარდა ფოტოგრაფიული საქმიანობის მოსურნეთა რიცხვი, რაც გულისხმობს დღევანდელ თაობას, რომელთაც ყველანაირი პირობა გააჩნიათ ფოტოს გადაღებისთვის, რათა აღბეჭდონ საჭირო კადრი საჭირო დროსა და მომენტში, ფანტაზიასაც არანაირად არ უჩივიან და თუ გაუმართლათ, მალევე ხდებიან პოპულარულები. რამდენ საიდუმლოს მალავს ჩვენი ისტორია, ვინ მოთვლის? შანსი იმისა, რომ მთლიანად გაიხსნას ამ საიდუმლოების ფარდა, ძალიან მცირეა. თუმცა, შემონახული კადრების წყალობით გვაქვს შესაძლებლობა შევიჭყიტოთ იმ ძველი ფარდის მიღმა და გავაცნობიეროთ, თუ რა მოვლენებს ჰქონდა ადგილი წარსულში. მოდით, ერთად ვიმოგზაუროთ ისტორიის სხვადასხვა კუთხეში. 1. ბირთვულ იარაღთან მომუშავე მუშაკების დამცავი სარჩელი, დიდი ბრიტანეთი, 1954 წ 2. სიხარული - 1930 წელი. 3. ეროტიკული ბარათი საფრანგეთში -1925 წელი. 4. ეტრუსკული ქანდაკება ჩვ.წ.აღ-მდე მე-3 საუკუნეში. 5. ფრედი მერკური დედასთან ერთად - 1947 წელი. 6. ამერიკელი მსახიობი დოლორეს ფეიტი - 1960 წელი. 7. ლოს-ანჯელესი -1979 წელი. 8. ოთხი ფოტო ერთსა და იმავე ადგილას სხვადასხვა დროში. 9. სოფი ლორენი - 1963 წელი. 10. ციგით ხტომა ბორცვიდან - 1933 წელი. 11. მეორე სმოფლიო ომი - მადლიერების დღე. 12. ელზა პერეტი - 1975 წელი. იხილეთ აგრეთვე: ფოტოები, რომლებიც წარსულის კარს სულ სხვა რაკურსით აღებს 2417 6-ს მოსწონს
|