x
image
მადამ ფისუნია
მსოფლიო ხელოვნების მუზეუმები
image

  • საქართველოს ხელოვნების სახელმწიფომუზეუმი
  • image

    საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი უდიდესი და უმდიდრესი მუზეუმია. მას საფუველი 1080 წელს ჩაეყარა, როდესაც დაარსდა ე.წ. კავკასიის მუზეუმი: მის კოლექციაში შევიდა როგორც ქართული, ასევე მსოფლიო ხელოვნების ნიმუშები.

    1920 წელს ახალგაზრდა ქართველ მხატვართა ძალისხმევით თბილისში ხელოვნების ეროვნული გალერეა დაარსდა. ამ გალერეისა და კავკასიის მუზეუმის ექსპოზიციის საფუძველზე 1932 წელს შეიქმნა ხელოვნების მუზეუმი. მისი შექმნა უდიდესი ეროვნული საქმე იყო – მრავალმა ადამიანმა სრულიად უსასყიდლოდ გადასცა მუზეუმს ნიმუშები საკუთარი კერძო კოლექციიდან: სურათები, ხატები, ხელნაწერები და სხვ.


    1945 წელს სამშობლოს დაუბრუნდა და სახელმწიფო მუზეუმს გადაეცა 1921 წელს საქართველოდან საფრანგეთში გატანილი ქართული კულტურის უდიდესი საუნჯე – შუა საუკუნეების ხატები, ჭედურობის ნიმუშები, მინანქარი, ხელნაწერები. მათ შორის იყო ხახულის კარედი – საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის ერთ-ერთი საუკეთესო ექსპონატი. ამავე დროს, მუზეუმის ფონდი შეივსო ევროპული ხელოვნების ნიმუშებითაც.

    დღესდღეობით მუზეუმის შემადგენლობაში შედის ქართული, დასავლეთ ევროპის, რუსსეთის, აღმოსავლეთის ხელოვნების განყოფილებები. განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი საცავი, სადაც უძვირფასესი ხატები, ჭედური ხელოვნების ნიმუშები, მინანქარია დაცული.

    საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი დიდი ქართველი მეცნიერის, შალვა ამირანაშვილის სახელს ატარებს, რომელიც მრავალი წელი სათავეში ედგა მას. მუზეუმი თბილისის ცენტრში, თავისუფლების მოედანის მახლობლად მდებარეობს.

    ეს სწორედ ის მუზეუმია, რომლის ირგვლივაც ბოლო დროს ბევრი საუბარი, მითქმა-მოთქმა და განხილვა მიმდინარეობდა. ცოტა ხნის წინ მშვიდობიანი აქციაც მოეწყო მის დასაცავად კულტურის სფეროს წარმომადგენლების მიერ.

    2. დრეზდენის ნაციონალური გალერეა (დრეზდენი, გერმანია)

    image

    გალერეის ისტორია XVI საუყუნეში იწყება, როდესაც საქსონიის კურფიურისტებმა დრეზდენის სასაქლეში ეთნოგრაფიული იშვიათობების, მინერალების, აგრეთვე მინიატურების, გრავიურებისა და სურათების შეგროვება დაიწყეს. 1754 წელს იტალიის ქალაქ სან-სისტოს ბერებისაგან შეძენილ იქნა რაფაელის სიქსტეს მადონა, რომელიც გალერეის კოლექციის ერთ-ერთი საუკეთესო ექსპონატია. გალერეა მდიდარია აგრეთვე ტიციანის, ვერონეზეს, ჯორჯონეს, რემბრანდტის, ველასკესისა და სხვა უდიდეს ფერმწერთა ტილოებით…


    დრეზდენის გალერეა არაერთგზის აღმოჩნდა საფრთხის წინაშე. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს II მსოფლიო ომს წლები. ცნობლია, რომ 1937 წელს ნაცისტებმა 437 სურათი გაანადგურეს. 1945 წელ ს მათ გალერეის საგანძური საიდუმლო თავშესაფარში გადაიტანეს. მართალია, ეს სურათები დაბომბვებს გადაურჩა, მაგრამ სიცხემ, ნესტმა ბევრი მათგანი განადგურების პირას მიიყვანა. გალერეის თანამშრომლებისა და ადგილობრივ მოქალაქეთა თხოვნით რუსმა ჯარისკაცებმა სურათები დანაღმული ტერიტორიიდან გამოიტანეს. რუსმა ესტავრატორებმა 1240 სურათი აღადგინეს და გალერეას 1955 წელს დაუბრუნეს.

    3. ერმიტაჟი (პეტერბურგი, რუსეთი)

    image

    XVIII საუკუნეში წარჩინებულ პირთა ვიწრო წრის დასასვენებელ და გასართობ ადგილს ერმიტაჟი უწოდეს. ხშირად ერმიტაჟში თავს უყრიდნენ ხელოვნების ნიმუშებს.

    დედოფალმა ეკატერინე II-მ ცნობილი იტალიელი არქიტექტორის რასტრელის მიერ აშენებული ზამთრის სასახლის ერთ ნაწილში საკუთარი ერმიტაჟი მოაწყო. მისივე დავალებით რუსეთის ელჩებმა და საგანგებო აგენტებმა დაიწყეს სკულპტურული და ფერწერული ნამუშევრების შეძენა, რომლებიც “განსაკუთრებულ პატივისცემას იმსახურებდნენ.”

    პირველი კოლექციის მნიშვნელოვან ნაწილს შეადგენდა 225 სურათი, რომელიც პრუსიის მეფემ რუსეთისთვის სახელმწიფო ვალის დასაფარად გამოგზავნა 1764 წელს. სწორედ ეს წელი ითვლება მუზეუმის დაარსების თარიღად, თუმცა დამთვალიერებლებისთვის იგი მხოლოდ 1852 წელს გაიხსნა – ნიკოლოზ Iმა გადაწყვიტა ერმიტაჟი საჯარო მუზეუმად ექცია. ამ მიზნით აშენდა “ახალი ერმიტაჟი”.

    ერმიტაჟი ფრანგული წარმოშობის სიტყვაა და “განმარტოებულ ადგილს” ნიშნავს.

    დღესდღეობით ერმიტაჟში სამ მილიონამდე ექსპონატია დაცული – წარმოდგენილია მსოფლიოს სხვადასხვა ეპოქის კულტურა და ხელოვნება.


    4. ლუვრი (პარიზი, საფრანგეთი)

    image

    ლუვრი არქიტექტურული ძეგლია. იგი თავდაპირველად სამეფო სასახლეს წარმოადგენდა, შემდგომში კი მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს სამხატვრო მუზეუმად იქცა. ლუვრის მშენებლობა დაიწყო XIII საუკუნეში ერთ-ერთი ციხე-დარბაზის ადგილზე.

    ლუვრის პირველ ექსპონატებს შეადგენდა საფრანგეთის მეფის ფრანცისკ I-ის მიერ ფონტებლოს სასახლიდან გადმოტანილი ფერწერული ნამუშევრები.

    XVI საუკუნის დასასრულს, ჰენრიხ IVის მეფობის ხანაში, სასახლეში დაასახლეს ფერწერის, ქანდაკების, საიუველირო საქმის საუკეთესო ოსტატები, მოეწყო ხალიჩის ქსოვის, ჭედური ხელოვნების, ასევე წიგნის ბეჭდვის სახელოსნოები. XVII საუკუნეში დაიწყო ლუვრის გრანდიოზული რეკონსტრუქცია, აიგო მუზეუმის ძირითადი ნაგებობები, მნიშვნელოვნად გამდიდრდა სამეფო კოლექცია. XVIII საუკუნიდან აქ ხშირად იმართება ფერწერული და სკულპტურული ნამუშევრების გამოფენები, ე.წ. სალონები. ლუვრი საჯაროდ გაიხსნა 1793 წლის 8 ნოემბერს, საფრანგეთის რევოლუციის შემდეგ.

    დღეისათვის, ლუვრში დაცულია 250 000 ექსპონატი. მუზეუმში რამდენიმე განყოფილებაა: ეგვიპტის, ძველი აღმოსავლეთის, ძველი საბერძნეთისა და რომის, ქადაკების, დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნების, ფერწერის. ცალკე გამოიყოფა ექსპოზიცია, რომელიც ლუვრის ისტორიაზე მოგვითხრობს. მუზეუმს აქვს უნიკალური ბიბლიოთეკა, რომელიც 80 000 წიგნისაგან შედგება. მუზეუმის სიამაყეა ქანდაკებები “ვენერა მილოსელი”, მიქელანჯელოს “მონები”, ასევე ფერწერული ტილოები – ლეონარდო და ვინჩის “ჯოკონდა”, “მადონა მღვიმეში” და სხვა შედევრები. ექსპონატები განლაგებულია ქრონოლოგიურად.




    0
    111
    1-ს მოსწონს
    ავტორი:მადამ ფისუნია
    მადამ ფისუნია
    111
      
    კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
    0 1 0