სხვა ეგვიპტური მკვდართა წიგნი ავსტრალიაში?! 2012, 11 სექტემბერი, 13:18 ავსტრალიაში, კვინსლენდის მუზეუმში პაპირუსის ფრაგმენტებს მიაკვლიეს, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ეგვიპტელის ამენჰოტეპის, პაპუს ძის, სარიტუალო დაკრძალვას შეეხება. მკვდართა წიგნი ძველი ეგვიპტის რელიგიური ტექსტებისა და ჰიმნების ნაკრები იყო. მისი დანიშნულება მკვდართა სამეფოში მოგზაურობისას გარდაცვლილის შემწეობა გახლდათ. ტეილორმა აღნიშნა, რომ პაპირუსი არა ვინმე რიგით, არამედ “ეგვიპტის ზეობის ხანის ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ მოხელეს ეკუთვნოდა". ამენჰოტეპი, ძე პაპუსი, ძვ.წ. 1458-1425 წლებში ცხოვრობდა და რამდენიმე პროექტის განხორციელებას ხელმძღვანელობდა. მათ შორის ამენჰოტეპ მესამის ტაძრისას ფივაში, მემნონის კოლოსისა და ამონის დიდი ტაძრისას. გარდაცვალების შემდეგ ის მკურნალთა მფარველად მიიჩნეოდა, ხოლო მოგვიანებით გააღმერთეს. 620 9-ს მოსწონს 1-ს არა
|