x
image
თუთიკო ბერძენა
Mediator image
ვირუსი არ არის უხილავი, უხილავი ჩვენი სულიერი სამყაროა
image


ვირუსი არ არის უხილავი, "უხილავი" სულ სხვა შინაარსს ატარებს. ვირუსი უბრალოდ ძალიან მცირეა, ხოლო უხილავი ჩვენი სულიერი სამყაროა... ყოფიერების სულიერი საწყისია. ხოლო ის, ვისაც სამყაროს მხოლოდ ხილული საგნებით შემოსაზღვრა სურს, იმ ახირებული
დამკვირვებლის მსგავს მდგომარეობაში აღმოჩნდება, რომელმაც რენტგენის კაბინაში დიდი მხატვარი თუ მოაზროვნე შეიტყუა და თქვა: მასში არაფერი განსაკუთრებული არ არის, ვხედავთ მის ხერხემალს, თავის ქალას, მფეთქავ გულს, მისი გენიალობა, მისი აზრები და გრძნობები კი აქ არ ჩანსო. მართლაც, ყველაფრის დანახვა შეიძლება, თვით ვირუსისაც კი, მაგრამ უმთავრესი არ ჩანს და არც შეიძლება ჩანდეს.
საქმე იმაში როდია, რომ ეს ერთგვარი ფიზიკური ველია (ჩვენში ძალიან უყვართ ამ ტერმინის ბოროტად გამოყენება), რომელსაც ჩვენი ხელსაწყოები ვერ აჩვენებს. არა, უბრალოდ, უნდა ვაღიაროთ, რომ ასეა მოწყობილი რეალობა: მას ორი ასპექტი აქვს – ხილული და უხილავი. ამიტომაც არის ნათქვამი ჩვენი რწმენის სიმბოლოს – მრწამსის – პირველ წევრში, რომ ღმერთი არის შემოქმედი ხილულთა ყოველთა და არახილულთა, ანუ ყოფიერების ორი ასპექტისა. ყველაფერი ამას ემყარება.
ყოფიერების ეს ორი ასპექტი ერთმანეთს თავისებურად და პარადოქსულად უკავშირდება. მათ შორის უკუკავშირი არსებობს ანუ, ასე ვთქვათ, ორგანიზმის მძიმე ფიზიკური მდგომარეობა ზემოქმედებს მის ფსიქიკაზე და – პირიქით:
სულს შეუძლია საოცრებების მოხდენა. ალბათ, ბევრ თქვენგანს სმენია ცეცხლში გავლის შესახებ, საკუთარი ორგანოების უნებლიე მართვაზე, რომელსაც იოგები აღწევენ. ვფიქრობ, რომ ბევრი მაგალითის მოტანა საჭირო სულაც არ არის. როცა უყურებ ჰიპნოზთან დაკავშირებულ მოვლენებს (ჰიპნოზი თავისთავად გამოცანაა, რადგანაც ცალკე აღებული სიტყვა არაფერს გვეუბნება და სინამდვილეში გამოცანად რჩება როგორც პაციენტისათვის, ისე – ჰიპნოტიზიორისათვის), ფიქრობ, რა შეუძლია ადამიანის ამ უხილავ ნაწილს – მის სულს, რამხელა ენერგია და შესაძლებლობებია მასში.
ახლა საუკეთესო დროა იფიქროთ საკუთარ სულიერ ენერგიასა და შესაძლებლობებზ
0
17
შეფასება არ არის
ავტორი:თუთიკო ბერძენა
თუთიკო ბერძენა
Mediator image
17
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0