რელიგია გონებასუსტიცაა, მარტო დაუბანელი, სუნიანი ბოროტმოქმედი კი არ არის-თამარ ჩერგოლეიშვილი 2021, 28 აგვისტო, 20:49 "ტაბულას" დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში ბოდბის ეპისკოპოსის, მეუფე იაკობის დღევანდელ ქადაგებას ეხმაურება და წერს , რომ ყველაფერთან ერთად მეუფე "გონებასუსტიცაა, მარტო დაუბანელი, სუნიანი ბოროტმოქმედი კი არ არის." შეგახსენებთ, დღეს ეპისკოპოსმა იაკობმა მარიამობის დღესასწაულზე ქადაგებისას ბრძანა, რომ პანდემიის ჟამს ადამიანები სხვებს აცრისკენ არ უნდა მოუწოდებდნენ. "ერთი რამ ვიცოდეთ რა, ვინც აიცრა, ის სხვას რომ ეჩხუბება რატომ არ იცრებიო, იმას რა აწუხებს, თვითონ ხომ აიცრა? ზედმეტ, ზოგადსაკაცობრიოობაზე არ დამიწყონ საუბარი, რომ თურმე, ყველაზე ზრუნავენ. დღეს, როდესაც ასეთი პანდემიაა, ნუთუ შეურიგებლობა შეიძლება? შეიძლება ერთი ნაწილი მეორე ლანძღავდეს? ვინც აცრილია, სხვას ეუბნებოდეს, შენ რატომ არ იცრები, არ ხარ წესიერი ადამიანი, სხვებს აავადებ? ხოლო მეორე ნაწილს რას ეუბნება? თავისებურად, უდიერად მოიხსენიებს პირველს ნაწილს. ასე არ შეიძლება, ადამიანები ვართ, ყველა თვითონ იღებს გადაწყვეტილებას. თუ ვინმემ იცის, რომ რამის ნიშანია და დამანგრეველია, თქვას ხმამაღლა, თუ არადა შეუძლია, არჩევანი გააკეთოს. ზოგისთვის მისაღებია, 1 წელი იქნება, თუ 2 წელი გადაწიოს, რომ არ დაავადდეს, მანამდე კიდევ საშველი მოევლინება. [...] აიცრა და შენ დაავადებული კაციც ვეღარ დაგაავადებს ხო?. ვინც არ აიცრა, იმან იცის, რომ შეიძლება დაავადდეს. დღევანდელ სიტუაციაში, როდესაც ძალიან ბევრი ადამიანი ავადდება, შეხედეთ, რა ხდება. ვინც, მაპატიეთ, იპრანჭებოდა და არ იცრებოდა, იმათ დაიწყეს აცრა, ვისაც არ უნდოდა, მაინც არ იცრება. ერთმანეთი ხომ არ უნდა დავჭამოთ? ვერასდროს აიძულებ, ადამიანს გააკეთოს ის, რაც არ უნდა. ნებისმიერი ასეთი იძულება, სიკეთის მომტანი არ არის“. - განაცხადა მეუფე იაკობმა. 289 2-ს მოსწონს
|