x
მეტი
  • 22.12.2024
  • სტატია:138963
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512523
მეცნიერებმა აღმოაჩინეს ნივთიერება, რომელიც დაამარცხებს დიაბეტს, ალცჰეიმერსა და გაფანტულ სკლეროზს
image


ნივთიერება, რომლის მეშვეობითაც განუკურნებელი დაავადებების დამარცხებაა შესაძლებელი, აღმოჩენილი იქნა ნაოჭების საწინააღმდეგო კოსმეტიკურ საშუალებაში, ყველსა და წითელ ხიზილალაში.


ჰიალურონი გაფანტული სკლეროზის წინააღმდეგ



ნივთიერება, რომელსაც უნარი აქვს წინააღმდეგობა გაუწიოს ამ საშინელ დაავადებას, გამოავლინეს ქალგერის უნივერსიტეტის ნეირობიოლოგებმა. გაფანტული სკლეროზი –ნერვიული სისტემის დაავადებაა, რომლის დროსაც კუნთის სისუსტე და პარალიჩი ვითარდება. ხშირ შემთხვევაში ახალგაზრდა ასაკში ავადდებიან (უფრო მეტად ქალები), 12-15 წელიწადში ავადმყოფობა პროგრესს განიცდის და ადამიანი სრულ დაუძლურებამდე მიჰყავს. ჯანმრთელ უჯრედებზე იმუნური სისტემის შეტევის შედეგად თავისა და ზურგის ტვინში ანთებითი უბნები წარმოიქმნება. დაზიანებულ ადგილები ნაწიბურდება, რაც ნერვიული იმპულსების გავრცელებას აფერხებს. დროთა განმავლობაში მსგავსი უბნების რაოდენობა ტვინში იზრდება და პაციენტი ინვალიდდება.


მეცნიერთა წინაშე შემდეგი ამოცანა იდგა – დარღვეული კავშირის აღდგენა ტვინსა და და სხვა ორგანოებს შორის, ამისთვის კი აუცილებელი იყო იმ ნივთიერების პოვნა, რომელიც მონაწილეობას მიიღებდა მიელინის გარსის წარმოქმნაში (მიელინი ტვინის მნიშვნელოვანი ნაწილია. სწორედ მიელინის გარსით არის დაფარული ნერვების უდიდესი ნაწილი).

თაგვებზე ორასზე მეტი პრეპარატის გამოცდის შემდეგ, მეცნიერებმა საჭირო მაკავშირებელი ნივთიერება აღმოაჩინეს – N–აცეტილ-გლუკოზამინი ( N-Acetyl Glucosamine). სხვათა შორის, ის შედის ყველასათვის კარგად ცნობილ ჰიალურონის მჟავას შემადგენლობაში, რომელიც ფართოდ გამოიყენება კოსმეტოლოგიაში, როგორც დამატენიანებელი და გამაახალგაზრდავებელი საშუალება. თაგვებში, რომელთაც გაფანტული სკლეროზი აღენიშნებოდათ, ამ ნივთიერების შეყვანის შემდეგ მიელინის გარსმა აღდგენა დაიწყო, პარალიჩი კი შემცირდა. შემდეგი ნაბიჯი – ამ პრეპარატის უსაფრთხოებისა და ეფექტურობის დადასტურებაა.


image


ყველი და წითელი ხიზილალა თავის ტვინის უჯრედებისთვის


ლესტერის უნივერსიტეტის მეცნიერები მზად არიან შემოგვთავაზონ ისეთი მძიმე ნევროლოგიური – დაავადებების მკურნალობის სტრატეგია, როგორიცაა პარკინსონი და ალცჰეიმერი. პარკინსონის დაავადების ძირითადი ნიშნებია: მოძრაობის შეზღუდვა, კუნთების გახევება (რიგიდულობა) და ცნობილი პარკინსონული ტრემორი –კანკალი, რომელიც განპირობებულია თავის ტვინის ზოგიერთ უბანში ნერვიული დაბოლოებების დაზიანებით, რასაც დოფამინის რაოდენობის შემცირება მოჰყვება. დოფამინი კი წარმოადგენს იმ ნივთიერებას, რომელსაც კუნთოვანი ტონუსისა და მოძრაობის რეგულირება ეკისრება. მისი დეფიციტი მოძრაობის დარღვევებს იწვევს.

რაც შეეხება ალცჰეიმერის დაავადებას – ახასიათებს მეხსიერების პროგრესირებადი დაქვეითება, შეძენილი ცოდნისა და ჩვევების დავიწყება, დეპრესია, აპათია, შემეცნებით–ემოციური და ფიზიკური შესაძლებლობების შემცირება.

ორივე დაავადება გამოწვეულია ცენტრალური ნერვიული სისტემის ფუნქციონირების დარღვევით, ასე რომ საჭიროა ისეთი ნივთიერების პოვნა, რომელიც ამ დაზიანებას გამოასწორებს.


კვლევის პროცესში მეცნიერებმა ყურადღება მიაქციეს ამინომჟავა ტრიპტოფანს (რომელიც დიდი რაოდენობითაა ყველსა და წითელ ხიზილალაში). გაცვლით პროცესებში მონაწილეობისას, ტრიფტოფანი რამდენიმე ნაერთად იშლება, რომელიც ნერვიულ სისტემაში ბიოაქტიურობას ავლენს. ამასთან, ერთი ნაერთი ნეიროტოქსიკურ თვისებებს ფლობს და შეუძლია დაამძიმოს დაავადება. მეორე – ჰიალურონის მჟავა ხელს უშლის ნერვიული უჯრედების კვდომას და აჩერებს ავადმყოფობას. საჭიროა მხოლოდ ამ ორ ნაერთს შორის ბალანსის პოვნა, რის შემდეგაც ჰიალურონის მჟავა იმ ძირითად საშულებად იქცევა, რისი მეშვეობითაც პარკინსონისა და ალცჰეიმერის დაავადებების დამარცხება გახდება შესაძლებელი.



image


ღეროვანი უჯრედები ხელს შეუწყობს ინსულინის გამომუშავებას


I ტიპის შაქრიანი დიაბეტის მკურნალობის პროცესში გარღვევა ჰარვარდისა და მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის მეცნიერებმა გააკეთეს. მათ შეძლეს კუჭქვეშა ჯირკვლის ბეტა-უჯრედების გაზრდა, რომელიც პასუხისმგებელია ინსულინის გამომუშავებაზე, შემდეგ მისი იმპლანტაცია თაგვებში მოახდინეს.


ეს უჯრედები ადამიანის ღეროვანი უჯრედების საფუძველზე შექმნეს; მას შემდეგ რაც მღრღნელებს გადაუნერგეს, უჯრედებმა ინსულინის გამომუშავება დაიწყეს. მეცნიერებმა უცხო უჯრედების შეუთავსებლობის პრობლემის გადაჭრაც მოახერხეს, რომელის გაჩენაც იმპლანტაციის დროს გარდაუვალია. თაგვებში შეჰყავდათ სპეციალური პრეპარატი, რომელიც იმუნიტეტს თრგუნავდა და უცხო უჯრედებს ნახევარი წლის მანძილზე ინსულინის გამომუშავების საშუალებას აძლევდა.


დუგლას მელტონის აზრით, რომელიც ჰარვარდის უნივერსიტეტთან არსებული ღეროვანი უჯრედების ინსტიტუტის ერთ-ერთი ხელმძღვანელია, ამ კვლევებმა იმის დემონსტრირება მოახდინა, რომ შაქრიანი დიაბეტის დამარცხების საშუალებები არსებობს.


image


ასევე დაგაინტერესებთ:


რა დაემართება თქვენს ორგანიზმს, თუ კვირაში 1 დღე იშიმშილებთ?


ფილტვების ანთება – ამოცნობა პირველი სიმპტომებით


"არანაირი მისტიკა – ნამდვილად შეგიძლიათ საკუთარი თავი განკურნოთ" – ამერიკელი გენეტიკოსი ბრუს ლიპტონი


მეცნიერების მტკიცებით ოხრახუშს შეუძლია განკურნოს დეპრესია, შიზოფრენია და ალცჰეიმერის დაავადება


ინსულტის პირველი სიმპტომები და ადამიანის გადარჩენის 100% მეთოდი


5 საინტერესო ფაქტი ტვინის შესახებ, რომელიც თქვენს ცხოვრებას შეცვლის


ამ ვიტამინის დეფიციტი იწვევს დაღლილობას, მხედველობისა და სისხლის მიმოქცევის გაუარესებას, სიმსუქნეს და არა მხოლოდ

0
624
6-ს მოსწონს
ავტორი:Lerato
Lerato
624
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0