x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
"ტიკ-ტოკერი" გოგონების გართობა სახლის სახურავზე ტრაგედიით დასრულა(ვიდეო)
image
ახლა გარდაცვლილის დამწუხრებული ოჯახი იძულებულია უჩივლოს კონტრაქტორ კომპანიას, იმ იმედით, რომ სამართალი გაიმარჯვებს.
გასულ კვირას 23 წლის კუბრა დოგანმა სტამბოლიდან მოინახულა თავისი 16 წლის ბიძაშვილი ელენე. პარასკევს გოგონებმა გადაწყვიტეს "ტიკ-ტოკისთვის"ვიდეოს გადაღება.
გოგონები საღამოს დადგომას დაელოდნენ და მხოლოდ ამის შემდეგ ავიდნენ სახლის სახურავზე, იმ იმედით, რომ თან მზის ჩასვლას ნახავდნენ. მაგრამ სამწუხაროდ ყველაფრი ტრაგიკულად დასრულდა და გოგონების ვიდეო "ტიკ-ტოკის" ნაცვლად ახალ ამბებში მოხვდა.
რაღაც მომენტში, კუბრას ქვეშ კრამიტი ჩაიმტვრა და თურქი გოგონა თან ჩაიტანა, ბიძაშვილმა მთელი ეს საშინელება ფირზე აღბეჭდა.
image
ვიდეოს მე -17 წამზე ჩანს, როგორ როგორ დება კუბრა ნაცრისფერ კრამიტზე, დარწმუნებული იმაში, რომ არაფერი ემუქრება მაგრამ კრამიტის ფურცლების ქვეშ იყო მხოლოდ რკინის ლარტყები. რამდენიმე ნაბიჯი და გოგონას ფეხქვეშ საფარი იშლება - და ის საშინელი ყვირილით მიფრინავს ქვემოთ. კადრებში ნაჩვენებია სიმაღლე, საიდანაც დოგანი დაეცა - 50 მეტრზე მეტი.
მისმა დამ ელენემ მაშინვე დაურეკა ოჯახს და გამოიძახა სასწრაფო დახმარება, მაგრამ კუბრას გადარჩენის შანსი არ ჰქონდა.
image
ადგილზე მისულმა სამედიცინო ბრიგადამ მხოლოდ გოგონას გარდაცვალება დაადასტურა.
ოჯახმა უკვე დაკრძალვა გოგონა და ახლა დამწუხრებული მშობლები აპირებენ კონტრაქტორის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელის შეტანას. გადახურვის სამუშაოები ცუდად გაკეთდა და ამან გამოიწვია უდანაშაულო ადამიანის სიკვდილი. თუმცა, მათთვის სასამართლოს მოგების შანსები მინიმალურია, რადგან " სახურავი არ არის tiktok-ის გასართობი სტუდია", წერს The Sun.

0
699
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
699
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0