x
მეტი
  • 23.12.2024
  • სტატია:138981
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512550
რატომაა პოპულარული შავი ბოსტნეული? - გაიგეთ მიზეზი

image

ხილი და ბოსტნეული გამოირჩევა ფიტონუტრიენტების შემადგენლობით. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში შავი ბოსტნეული და ხილი განსაკუთრებით პოპულარული ხდება, რისი მიზეზიც მისი შემცველობაა. შავ პომიდორზე, შავ სიმინდზე, შავ ნიორზე, შავ კომბოსტოზე და ა.შ. მოთხოვნა ბაზარზე ყოველწლიურად უპრეცენდენტოდ იზრდება, რადგან ისინი მიიჩნევა საუკეთესო საკვებ პროდუქტებად. შავი ხილისა და ბოსტნეულის უდიდეს სიკეთედ ასახელებენ ანტიოქსიდანტების შემცველობას. ცნობილია, რომ ნაყოფი რაც მეტ ანტოციანინებს, ფლავონოიდებსა და ვიტამინებს შეიცავს, მით უფრო ინტენსიურია მისი შეფერილობა. მუქი მეწამული და შავი ფერი ბუნებრივი, თანდაყოლილია ისეთ პროდუქტებში, როგორიცაა ხის სოკო შიიტაკე, შავი ოსპი, შავი ლობიო, შავი სიმინდი, შავი (ველური) ბრინჯი, შავი ნიორი, შავი სალბის (ჩიას) თესლი, მაყვალი, შავი თუთა, შავი მოცხარი და ა.შ. მიჩნეულია, რომ შავი ფერის ხილის, ბოსტნეულის, ზოგადად მცენარის ნაყოფი გულ-სისხლძარღვთა ფუნქციების ფუნქციების ნორმალურ მუშაობას; ეფექტურია დიაბეტისა და ონკოლოგიური დაავადებების ზოგიერთი სახეობების სამკურნალოდ.

0
86
შეფასება არ არის
ავტორი:ლანა92
ლანა92
86
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0