ზოგჯერ ისე ჩანს, რომ შეუძლებელია პატარა აივანი გადააქციოთ მყუდრო, ფუნქციონალურ და კომფორტულ ადგილად. თუმცა, ქვემოთ მოცემული ფოტო-გალერეა წარმოგიდგენთ თანამედროვე პატარა აივნების განსხვავებულ იდეებს, რაც ამტკიცებს, რომ ეს ასე არ არის. გთავაზობთ რჩევებს, რომელიც დაგეხმარებათ გადაწყვიტოთ რისთვის გინდათ ადგილის გამოყენება და შესაბამისად, განსაზღვროთ მისი ფუნქცია და დიზაინი.
დასასვენებელი სივრცე
ბევრ იდეას შორის ყველაზე პოპულარულია აივნის გამოყენება, როგორც განტვირთვის და დასვენების ადგილი სახლში. თუ ამასთან ზღვის, მთების ან ცნობილი არქიტექტურული ნაგებობის ხედიც გაქვთ, მაშინ დილით ფინჯანი ყავის, საღამოს კი, დამღლელი დღის შემდეგ, რაიმე სასმელის მირთმევა, ერთი ორად სასიამოვნო იქნება თქვენს პატარა აივანზე. კომფორტული დასაჯდომი სივრცე და პატარა მაგიდა, – სულ ეს არის, რაც დაგჭირდებათ!
1.
2.
3.
4.
5.
6.
7.
სასადილო სივრცე
აივნის გადაქცევა სასადილო ზონად რომანტიული საღამოებისთვის საკმაოდ კარგი აზრია. ამისთვის უნდა შეარჩიოთ კომპაქტური ავეჯი, რაც სივრცის ნაკლებობის პრობლემას მოგიგვარებთ საკუთარი ფუნქციების შეზღუდვის გარეშე.
8.
9.
10.
11.
18.
სამუშაო ზონა – კაბინეტი
აივანზე ოფისის მოწყობა რევოლუციურ იდეას ნამდვილად არ წარმოადგენს, რამდენადაც, პირველ ყოვლისა, ეს ადგილი კარგად არის განათებული ბუნებრივად, რაც უმნიშვნელოვანესია სწავლის თუ მუშაობის პროცესში. რაც შეეხება ავეჯს, აივანი აღჭურვილი უნდა იყოს სამუშაო მაგიდით და საოფისე კომფორტული სკამით. შესაძლებელია თაროების, ან შეძლებისდაგვარად, კარადების ჩამოკიდება მაგიდის ზემოთ.
24.
25.
26.
27.
28.
29.
30.
31.
32.
33.
34.
სათავსო სივრცე
ბევრი ადამიანი აივანს იმ ნივთების შესანახად იყენებს, რომელსაც სეზონურად ან იშვიათად ხმარობს, ამაში თავისთავად ცუდი არაფერია, თუ ამ საკითხს რაციონალურად მიუდგებით. შესაფერისი მრავალფუნქციური ავეჯის, კარადების და დეკორატიული ნივთების გამოყენებით ნამდვილად შეძლებთ თქვენი აივანი ელეგანტურ, სუფთა და მიმზიდველ ადგილად აქციოთ.
35.
36.
37.
38.
39.
40.
41.
ბაღი თქვენს აივანზე
ყველას, ვისაც უყვარს ბუნება, ყვავილები და თავისუფლების, პოზიტივის შეგრძნება, რასაც ჩვენ გვაძლევს, შეუძლია პატარა სამოთხე მოაწყოს საკუთარ აივანზე. ვერტიკალური ბაღები სწორედ რომ შესაფერისად ჟღერს და საშუალებას მოგცემთ მცირე ფართი საუკეთესოდ გამოიყენოთ.
42.
43.
44.
45.
46.
47.
48.
49.
50.
ასევე დაგაინტერესებთ: