სხვა როგორ გადავაქციოთ პატარა აივანი ყველაზე მყუდრო და კომფორტულ ადგილად – პრაქტიკული და საინტერესო რჩევები 2021, 1 სექტემბერი, 11:14 თანამედროვე პატარა აივნების იდეები გვთავაზობს ორიგინალურ დიზაინს, რომელსაც უნარი აქვს სივრცე მყუდრო და ფუნქციურ ადგილად გადააქციოს. შესაფერისი მასალების გამოყენებით, ფერების შერჩევით, მკაცრი გეომეტრიული ხაზების და კრეატიულობით პატარა აივანიც შეიძლება ვაქციოთ მშვენიერ ადგილად განტვირთვისთვის დამღლელი დღის შემდეგ. როგორ მოვახდინოთ აივნის სახეცვლილება დროისა და ფულის მინიმალური დანახარჯით? ეს ის კითხვაა, რომელიც ბევრ პატარა ბინის მფლობელს აღელვებს. ის დრო, როდესაც აივანს ველოსიპედის, თხილამურების და არასაჭირო ნივთების შესანახად იყენებდნენ, წარსულს ჩაბარდა. დღეს ადამიანები ცდილობენ გამოიყენონ ყველა სივრცე, რაც კი ხელმისაწვდომია. საიდან უნდა დავიწყოთ და როგორ დავგეგმოთ აივნის დიზაინი?დიზაინერები გვთავაზობენ თანამედროვე პატარა აივნების უამრავ საინტერესო და ორიგინალურ იდეას, რომელიც აქცევს გამოუყენებელ სივრცეს მულტიფუნქციურ ზონად. მოდი ვნახოთ რა დაგჭირდებათ, როდესაც დაგეგმავთ თუ როგორ უნდა გამოიყენოთ აღნიშნული სივრცე.
ფუნქციის განსაზღვრაპირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია – განსაზღვროთ აივნის ფუნქცია. თქვენ მოგიწევთ გადაწყვიტოთ ზუსტად რას გააკეთებთ, როგორ აპირებთ ამ სივრცის გამოყენებას, რა დაგჭირდებათ. მაგალითად, გჭირდებათ სათავსო სპორტული აღჭურვილობის ან სეზონური ტანსაცმილის შესანახად, განცალკევებული სამუშაო ზონა–ოფისი, მინი-მისაღები ოთახი, მყუდრო ადგილი წიგნის წასაკითხად ან უბრალოდ ადგილი სადაც განიტვირთებით? სტილის არჩევაშემდეგ დაგჭირდებათ განსაზღვროთ სტილი. შეგიძლიათ შექმნათ საკუთარი დიზაინი სახლის საერთო კონცეფციის შესაბამისად ან აირჩიოთ ისეთი სტილი, რომელიც სრულიად განსხვავდება დანარჩენი ინტერიერისგან. ფერთა სქემასტილი მეტ–ნაკლებად განსაზღვრავს ფერთა სქემის არჩევანს. ალბათ იცით, რომ თანამედროვე ინტერიერი ეფუძნება ნეიტრალურ ფერებს. რა თქმა უნდა, აივნის ფართიც გასათვალისწინებელია. პატარა აივნებისთვის ღია ფერთა პალიტრა სწორედ რომ შესაფერისია სივრცის ვიზუალურად გასაფართოვებლად.
მოსაპირკეთებელი მასალებითანამედროვე აივნის იდეები გულისხმობს მრავალფეროვან მასალას. თუმცა, ბუნებრივი, ეკო-მეგობრული მასალა დიდი პოპულარულობით სარგებლობს. თუ აივანი ამოშენებული ან შემინული არ არის, შეარჩიეთ ისეთი მოსაპირკეთებელი მასალა, რომელიც სინესტეს, ყინვას და მაღალ ტემპერატურას უძლებს. ნუ დაივიწყებთ, რომ მხედველობაში უნდა მიიღოთ აივნის ტვირთამწეობა. უმჯობესია თუ არჩევანს შეაჩერებთ მსუბუქ მასალებზე. ყურადღება მიაქციეთ იატაკს. თუ კაბინეტის, ორანჟერიის ან მყუდრო ადგილის მოწყობას გეგმავთ წიგნის წასაკითხად, უნდა იფიქროთ თბილ იატაკზე. თუ აივანის გამოყენებას მხოლოდ კარგ ამინდში აპირებთ, შემოიფარგლეთ მაღალი ხარისხის გამძლე იატაკის მასალით. შესაფერისი განათებაგანათება კიდევ ერთი ელემენტია, რომელიც პატარა აივანს უფრო ფუნქციურს გახდის. რაც უფრო პატარაა აივანი, უფრო უკეთ უნდა იყოს ის განათებული. შეუმინავი ღია აივნისთვის უნდა შეარჩიოთ სანათები, რომელიც ღია სივრცისთვისაა გათვალისწინებული. კომპაქტური და მულტი-ფუნქციური ავეჯიროდესაც პატარა აივის მოწყობას დააპირებთ, მოიძიეთ ყველაზე კომპაქტური მოდელები. კარგი არჩევანია დასაკეცი, ტრანსფორმაციული, მულტი-ფუნქციური ავეჯი. მაგალითად, გრძელი სკამი სათავსოებით. კარგი ვარიანტია კედელში ჩაშენებული კარადები. დეკორის აქსესუარების რაოდენობის შეზღუდვადეკორის ელემენტები და აქსესუარები – პატარა აივნის მოწყობა დიდად არ განსხვავდება სხვა საცხოვრებელი ზონების მოწყობისგან. მთავარი წესია – რაც უფრო პატარაა სივრცე, მით უფრო მცირე რაოდენობით უნდა იყოს წარმოდგენილი დეკორის ელემენტები. ჩრდილი აივანზედამოკიდებულია აივნის მდებარეობაზე მზესთან მიმართებაში და აქაც არსებობს რამდენიმე ვარიანტი. მაგალითად, მზიან აივანზე, სადაც მცენარეების მოთავსებას აპირებთ, ჟალუზი ან ფარდა დაგჭირდებათ. სხვა შემთხვევაში იმის რისკია, რომ პირდაპირი მზის სხივები გაანადგურებს მცენარეებს და ყვავილებს. გააფართოვეთ აივნის სივრცე ვიზუალურადვიზუალურად პატარა აივნის სივრცის გასაფართოებლად დიზაინერები რეკომენდაციას გვაძლევენ გამოვიყენოთ სარკეები, ზოლები, კაშკაშა აქცენტები, გამჭვირვალე ავეჯი, მინა, მეტალი, პრიალა ზედაპირები, ნახატები, ფოტოები და შპალერი ვიზუალური ეფექტით და ა.შ. იხილეთ გაგრძელება >> გთავაზობთ თანამედროვე აივნების მოწყობის 55 საოცარ იდეას>> ასევე დაგაინტერესებთ: თანამედროვე აივნების ფანტასტიური დიზაინი – 55 პრაქტიკული რჩევა ხის კუნძებით ბაღის და სახლის გაფორმების 55 საოცარი იდეა (+ ვიდეო) როგორ გავაფორმოთ სახლი და სადღესასწაულო მაგიდა ულამაზესი მცენარეებით – 55 კრეატიული იდეა (ნაწილი II)
527 5-ს მოსწონს |
ლოჯია – დახურული აივანია :) ამას გარდა, როგორც ჩანს, თქვენ დიდი აივანი არ გინახავთ...