შოუბიზნესი მოდელები, რომლებიც პრეზიდენტის ცოლები გახდნენ 2021, 24 აგვისტო, 10:34 მოგეხსენებათ, რომ შოუბიზნესი არის "ცნობილების" კომერციული საესტრადო გამოსვლა, რომელიც წარმოადგენს ღონისძიების ორგანიზატორთა შემოსავლის წყაროს და დღეს მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანას აქვს ის. შუბიზნესის წევრები არიან ამა თუ იმ ქვეყნის ცნობილი მომღერლები, მსახიობები, მოდელები და ა.შ, რომლებიც მუდამ ყურადღების ცენტრში არიან, ვიდრე სხვა ჩვეულებრივი მოქალაქეები. ისინი ასევე ხვდებიან ყვითელი პრესის ფურცლებსა და ჭორების ქარ-ცეცხლში. რა თქმა უნდა არიან ცნობილები, რომლებიც პრესისა და ტელევიზიებისგან იზოლირებულად ცხოვრობენ, თუმცა მათი განსაზღვრული ნაწილი დღემდე აქტიურად იკავებს "ყველაზე სექსუალური"-ს სტატუსსა და სკანდალებით იწევს რეიტინგს. პაპარაცებისა და ჟურნალისტების თვალს მიღმა ხომ არაფერი რჩება, აქტიურად იქექებიან ჩვენი ცნობილების პირად ცხოვრებასა და ქორწინება-განქორწინების საკითხშიც, რომელიც ჩვენს ცნობილებს (უმეტეს მათგანს) კარიერაზე ნაკლებად ადარდებთ.
როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნე, პაპარაცები და კამერები არის ყველგან, იქ, სადაც არიან ჩვენი ვარსკვლავები. ამიტომ ისინი ათასობით თანხებს ხარჯავენ იმის გამო, რომ მოუვლელობისა და არაესთეტიკურობის გამო არ მოხვდნენ ჟურნალების გარე ყდაზე, თუმცა ხდება გამონაკლისებიც, ვინაიდან ისინიც ისეთივე ადამიანები არიან, როგორც სხვა ყველა ჩვენ-დანარჩენი, მათაც უწევთ ზედმეტი თმის მოცილება სახიდან თუ სხეულის სხვა ნაწილებიდან, იკეთებენ მაკიაჟს, იღებენ შხაპსა და ფერუმარილის მეშვეობით მალავენ ნაკლოვანებებს. ამ ყველაფრის მიუხედავად კი, მაინც ხვდებიან პაპარაცის ობიექტივში, რომელსაც მათი არც ერთი წვრილმანი არ რჩება კამერებს მიღმა და გვანახებს ვარსკვლავებს სულ სხვა რაკურსით და არა ისეთს, როგორიც პრიალა ყდებიდან იდეალებად გვევლინებიან. ცოტახნის წინ ცნობილი გახდა, რომ ამერიკელი მოდელი კარლი კლოსი ცხოვრებას უკავშირებს ჯოშუა კუშნერს, რომელიც ამრიკის ექსპრეზიდენტის დონალდ ტრამპის სიძის ძმაა. სწორედ ამ ფაქტმა აიძულა ერთ-ერთი გამომცემლობა, რომ დაეწერა სტატია იმ მოდელებზე, რომლებიც პრეზიდენტის ცოლები გახდნენ. მოდელები, რომლებიც პრეზიდენტის ცოლები გახდნენ1. კარლი კლოსი. ცნობილია, რომ ის ცხოვრებას უკავშირებს ამერიკის ექსპრეზიდენტ დონალდ ტრამპის სიძის უმცროს ძმას, ჯოშუა კუშნერს. 2. მელანია ტრამპი. მელანია კნაუსი, პროფესიით მოდელი, რომელიც ოფიციალურ ქორწინებაშია 2005 წლიდან დონალდ ტრამპთან. 3. ანა პაულა დუშ სანტუში. ის 1991 წლიდან ოფიციალურ ქორწინებაშია ანგოლის ყოფილ პრეზიდენტთან ხოსე ედუარდუ დუშ სანტოშთან. 4. მარსელა ტედესკი. მოდელი ოფიციალურ ქორწინებაშია ბრაზილიის პრეზიდენტ მიშელ ტემერომთან. 5. ევა დუატე. ის 7 წელი იყო ქორწინებაში არგენტინის პრეზიდენტ ხუან პერონომთან. 524 6-ს მოსწონს
|