x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
როდესაც ბავშვების გასაფერადებელს უფროსები იღებენ ხელში...
ხშირად, მხოლოდ ერთ ფოტოს შეუძლია უდიდესი აზრი გადმოსცეს და იმეტყველოს უამრავი წლის წინ მომხდარ მოვლენაზე, რაც გაიძულებს მოექცე იმ ჩარჩოებში და გახდე ამბის მაზიარებელი. ფოტო, ეს ხომ ერთადერთი უნიკალური საშუალებაა დაამყარო კავშირი უამრავ ტკბილ მოგონებასთან, სადაც მთელი წარსული ცხოვრება, ბედი თუ უნიკალური ამბავია კომბინაციაში. თუმცა, მარტო ფოტოს ხილვა არას იმეტყველებს, თუ მასზე აღბეჭდილი მთავარი "ფიგურა" არ იმუშავებს ერზე განსაზღვრულ როლს. მაგრამ, ფოტოგრაფიის ტექნიკის განვითარებისა და ფოტოგრაფიული პროცესების გამარტივებასთან ერთად, გაიზარდა ფოტოგრაფიული საქმიანობის მოსურნეთა რიცხვი, რაც გულისხმობს დღევანდელ თაობას, რომელთაც ყველანაირი პირობა გააჩნიათ ფოტოს გადაღებისთვის, რათა აღბეჭდონ საჭირო კადრი საჭირო დროსა და მომენტში, ფანტაზიასაც არანაირად არ უჩივიან და თუ გაუმართლათ, მალევე ხდებიან პოპულარულები.



image



თუმცა, დღევანდელი კრებულის ფოტოები, სულაც არ ემსახურებოდა ფაქტს, რომ მოქცეულიყო "პოპულარობის ჩარჩოში".


ვიცით, რომ ბავშვის განვითარება, ეს არის პროცესი, რომელიც ყველა ბავშვმა აუცილებლად უნდა გაიაროს. ეს პროცესი კი მოიცავს ელემენტარული და სხვა საჭირო და აუცილებელი უნარების გამომუშავებას და სწავლას პროგნოზირებადი დროსი განმავლობაში. ანუ, ბავშვები გარკვეულ უნარებს სწავლობენ სხვადასხვა ასაკში. მაგრამ გახსოვდეთ, რომ ყოველი ბავშვი არის ინდივიდუალური და ნიშანთვისებები და უნარები შეიძლება განუვითარდეს და გამოიმუშაოს ტანატოლებზე ადრე ან გვიან. მათი განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი სხვა ბევრ ფაქტორთან ერთად გენეტიკა და ის გარემოა, სადაც იზრდება. მათი განვითარების პროცესში ძალზედ მნიშვნელოვანია ყოველდღიური აქტივობები, რაც მის გონებრივ სტიმულაციას შეუწყობს ხელს.



ამბობენ, ბავშვებს შეუზღუდავი წარმოსახვის უნარი აქვთო, მაგრამ საინტერესოა, როგორი წარმოსახვის უნარი აქვთ მათ მშობლებს?


მოდით, ცოტა გავხალისდეთ და ვნახოთ, როგორ ძაბავენ გონებას მშობლები, როდესაც შვილების გასაფერადებელ რვეულს "იპარავენ".



როდესაც ბავშვების გასაფერადებელს უფროსები იღებენ ხელში...


imageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimage




0
145
5-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
145
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0