სხვა Allyson Felix გზა წარმატებისკენ 2021, 19 აგვისტო, 11:37 როდესაც გადავხედავთ Allyson Felix გზას წარმატებისკენ, კიდევ ერთხელ დავრწმუნდებით რამდენად ძლიერია “ქალი''. 2018 წლის ბოლოს, სპორტსმენი Allyson Felix დეტროიტის საავადმყოფოს ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მოხვდა, რომელიც სერიოზულად ნერვიულობდა როგორც იმ პრობლემებზე, რაც მის ჯანმრთელობას შეეხებოდა დაბადებიდან, ასევე მის ნაადრევად დაბადებულ ახალშობილ გოგონაზე 32 კვირის ასაკში. ამის გამო Nike–მა, რომელიც იყო მისი მთავარი სპონსორი, შეამცირა მისი სპონსორობის ხელშეკრულება 70 პროცენტით, რადგან ისინი ფიქრობდენე, რომ სპორცმენ ქალს, რომელიც ფეხმძიმედ არის, ან შობს შვილს, აღარ აქვს მედიაში გამოჩენის უფლება, რაც გულისხმობს მასში ჩადებულ მნიშვნელოვანი თანხის უშედეგოდ გადახდას. მიუხედავად იმ დროისათვის ძლიერი და კონკურენტუნარიანი გარემოსი, ელისონმა სრულიად თქვა უარი Nike–თან კონტრაქტზე და შეიმუშავა საკუთარი ფეხსაცმლის ბრენდი SAYSH. ტოკიოს ოლიმპიადაზე ალისონ ფელიქსი გადიოდა სწორედ მისი კომპანიის - Saysh–ის მიერ შექმნილი სპორტული ფეხსაცმლით და 36 წლის ასაკში მოიგო ოლიმპიადა კიდეც, ამას ნოემბერში დაამატა კიდევ 2 მედალი და გახდა ყველაზე ბევრი მედალის მფლობელი სპორტსმენი ოლიმპიური თამაშების ისტორიაში. ფოტო, სადაც ნაჩვენებია 11 მედალი 5 ზედიზედ დასწრებაზე (7 ოქრო, 3 ვერცხლი და ერთი ბრინჯაო) და 2018 წლის საკეისრო კვეთის ნაწიბური, ამბობს ყველაფერს, რაც უნდა ითქვას. 70 2-ს მოსწონს
|