კულტურა ინდონეზიის სოფელ Torajan-ს გამაოგნებელი ტრადიცია 2021, 18 აგვისტო, 9:21
გარდაცვლილები ჩაცმულები, სტილიზებულნი და მომზადებულნი არიან Ma'nene-ს რიტუალისთვის. მკვდრებსა და ცოცხლებს შორის იქმნება ორიგინალური თანაცხოვრება. ყოველწლიური და მნიშვნელოვანი რიტუალი აჩვენებს მათ გარდაცვლილებს, რომ ისინი შთამომავლებს არ დავიწყებიათ და იმედი აქვთ ამით მომდევნო წელს უხვ ბრინჯის მოსავალს მიიღებენ. ეს არის ინდონეზიის ტორაჯას ხალხის Ma'nene-ს რიტუალი. თითქმის ნახევარი მილიონი ადამიანი ცხოვრობს სამხრეთ სულავესის მთიან რეგიონში, ინდონეზიის არქიპელაგის ერთ-ერთ მთავარ კუნძულზე. ეს რიტუალი შესაძლებელას ქმნის გვამების მუმიფიკაციის ტექნოლოგიების დასახვეწად. კერძოდ ამისათვის წყალზე და ფორმალინზე დაფუძნებული ხსნარი აჩერებს გაფუჭების პროცესს. Agung Parameswara-ში ყოველწლიურად, აგვისტოში, სხვადასხვა ქალაქებში, სადაც ტორაჯები ცხოვრობენ, მოსახლეობა გარდაცვლილთან ისე იქცევა, თითქოს ისინი ჯერ კიდევ ცოცხლები იყვნენ. 451 1-ს მოსწონს
|