x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138402
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512069
თემურლენგის წყევლა: რატომ დააბრუნებინა სტალინმა დიდი ემირის თავის ქალა სამარხში

არსებობს ლეგენდა იმის შესახებ, რომ დიდი სამამულო ომის დაწყება, 1941 წლის ივნისში, სამარყანდში (უზბეკეთი), საბჭოთა არქეოლოგების მიერ, თემურლენგის სამარხის გახსნის შედეგი იყო. არის, თუ არა კავშირი ამ ორ მოვლენას შორის და რეალურია, თუ არა, თემურლენგის წყევლა?


image



დიდი ემირი


თემურლენგი (1336-1405 წწ.), ჩინგიზ-ყაენის ერთ–ერთი შვილთაშვილი იყო და მას სამშობლოში თემირს (თურქულად, «რკინა») ეძახდნენ. მან უდიდესი როლი შეასრულა შუა საუკუნეების ისტორიაში. თემურლენგმა სახელი წინა აზიაში, ინდოეთში და ჩინეთში ლაშქრობებით გაითქვა. დაიპყრო ხვარზმი და გაანადგურა ოქროს ურდო. აზიის დიდი ნაწილის დაპყრობის შემდეგ, მან ძლიერი სახელმწიფო შექმნა, რომლის დედაქალაქი სამარყანდი იყო. ხოლო, თავად თემურლენგი «დიდი ემირის» წოდებას ატარებდა.

imageთუმცა, მას მხოლოდ ომები და ხელისუფლება არ აინტერესებდა. გადმოცემით, ის ძალიან ჭვიანი და განათლებული ადამიანი იყო, იცოდა რამდენიმე ენა, მათ შორის, სპარსული და არაბული, გათვითცნობიერებული იყო მეცნიერების სხვადასხვა სფეროში. იცოდა ისტორია, ფილოსოფია, უყვარდა ლიტერატურა... ის 1405 წლის 18 თებერვალს ქ. ოტრარში (ყაზახეთი) გარდაიცვალა. მისი ბალზამირებული სხეული შავი ხისგან დამზადებულ სარკოფაგში მოათავსეს, რომელსაც ზემოდან ვერცხლის ბროკატი (ფარჩა) ჰქონდა შემოკრული და სამარყანდში გადაასვენეს. დიდი ემირი, იმ პერიოდისთვის, ჯერ კიდევ დაუსრულებელ, გურ-ემირის მავზოლეუმში დაკრძალეს, რომელიც შემდგომში, მისი ოჯახის საგვარეულო მავზოლეუმად იქცა.


როგორ გაჩნდა ლეგენდა, წყევლის შესახებ


თემურლენგის ნეფრიტის საფლავის ქვაზე, უამრავი წარწერაა არაბულ ენაზე. ლეგენდის მიხედვით, ერთ–ერთის შინაარსი ასე ითარგმნება: «როდესაც ავდგები, სამყარო შეინჯღრევა». სხვა ვერსიით, სარკოფაგის შიგნით ასეთი წარწერა იყო: «ყველა, ვინც ჩემს სიმშვიდეს დაარღვევს, ამ, თუ მომდევნო ცხოვრებაში, ტანჯვა ელის და დაიღუპება». გადმოცემით, 1747 წელს, მისი საფლავის ქვა ნადირ-შაჰმა (ირანის შაჰი, 1736–1747 წწ.) წაიღო და იმავე დღეს, ირანში, დამანგრეველი მიწისძვრა მოხდა. ხოლო, თავად შაჰი, რომელიც ისევ სამარყანდში იმყოფებოდა, ავად გახდა. ქვა მაშინვე ადგილზე დააბრუნეს, ხოლო ნადირ–შაჰი სმშობლოში დაბრუნდა.


საბედისწერო გათხრები


1941 წლის ივნისში საბჭოთა ხელისუფლებამ გურ-ემირის მავზოლეუმის სამარხების გახსნის გადაწყვეტილება მიიღო – დირექტივას ხელს, თავად სტალინი აწერდა. გათხრების ოფიციალური მიზეზი, უზბეკი პოეტის ალიშერ ნავოის (1441–1501 წწ.) იუბილე იყო, რომელიც თემურიდებთან დაახლოვებული პირი იყო. თუმცა, როგორც ისტორიკოსები ამბობენ, გათხრების რეალური მიზეზი, სამარხში ძვირფასი არტიფაქტების აღმოჩენის იმედი იყო. სამარხის გახსნა 21 ივნის, დილით დაიწყო და თითქოს რაღაც, უხილავი ძალა, ამ პროცესს, ყველანაირად ეწინააღმდეგებოდა. ჯერ იყო, და შუქი ჩაქრა, შემდეგ — ჯალამბარი გაფუჭდა. შესვენების დროს, სადილზე, კინოოპერატორი მალიკ კაიუმოვი, რომელიც ყველაფერს ფირზე აღბეჭდავდა, ახლომდებარე ჩაიხანაში წავიდა და იქ სამ მოხუცს შეხვდა. ერთ–ერთმა მას ხელნაწერი წიგნი აჩვენა. წიგნი არაბულ ენაზე იყო და მასში შემდეგი რამ ეწერა: «ვინც თემურლენგის სამარხს გახსნის — მეომრის სულს გაათავისუფლებს... და იქნება დიდი ხოცვა–ჟლეტა, ისეთი სისხლიანი და საშინელი, როგორიც სამყაროს არასდროს უნახავს».

imageმოგვიანებით გაირკვა, რომ წიგნი, ადგილობრივი ლეგენდების და ტრადიციების კრებულში, XVII ტომად იყო გამოცემული და გაფრთხილების მიუხედავად, თემურლენგის საფლავი მაინც გახსნეს და თემურლენგის თავის ქალა მოსკოვში გაგზავნეს შესასწავლად. ხოლო, 22 ივნის, დილით ადრე, გერმანია სსრ კავშირს თავს დაესხა.



ნეშთის დაბრუნება


კაიუმოვმა, ერთ–ერთი ინტერვიუს დროს, გაიხსენა, რომ 1942 წლის ოქტომბერში, რჟევის (ტვერის ოლქი, რუსეთი) ფრონტზე ყოფნისას, ჟუკოვთან შეხვედრა მოახერხა. მან მარშალი, თემურლენგის ნეშთის სამარხში დაბრუნების აუცილებლობაში დაარწმუნა... და თითქოს, ემირის თავის ქალის მავზოლეუმში დაბრუნების ბრძანება, თავად სტალინმა გასცა.

imageთემურიდების ყველა ნეშთი ადგილზე დააბრუნეს და თან, რელიგიური წესების დაცვით, დიდი პატივით დაკრძალეს. საბჭოთა ხელისუფლებამ, ამ ღონისძიების დასაფინანსებლად, მილიონი მანეთიც კი გამოყო. ხელახალი დაკრძალვა 1942 წლის 19–20 ნოემბერს ჩატარდა. სტალინგრადის ფრონტზე, წითელი არიმია სწორედ მაში გადავიდა შეტევაზე და სამამულო ომის მსვლელობაში გარდატეხა მოხდა...

სკეპტიკოსები ამტკიცებენ, რომ ეს მხოლოდ დამთხვევა იყო და რომ ომი მაინც დაიწყებოდა, რადგან სსრ კავშირზე თავდასხმის გეგმა, ჰირლერს 1940 წელს უკვე ჰქონდა. რაც შეეხება წითელი არმიის წარმატებას, არც ეს იყო გამორიცხული, რადგან ჰიტლერის არმია ხანგრძლივი ომისთვის მზად არ იყო და ადრე, თუ გვიან, ომის მსვლელობაში, გარდატეხა მაინც მოხდებოდა. თუმცა, ვინ იცის...


P. S. რაც შეეხება ნეშთის ექსგუმაციის შემდეგ ჩატარებულ კვლევის შედეგებს, მეცნიერებმა ისეთი რამ აღმოაჩინეს, რამაც მათი გაკვირვება გამოიწვია:

გაირკვა, რომ დიდ ემირი, რომელიც საკუთარი მონღოლური წარმომავლობით ამაყობდა, წითური თმა ჰქონდა და სიმარლით – 170 სმ. იყო. ხოლო, მისი სახის ნაკვთები, უფრო ინდოევროპელის გარეგნობას შეესაბამებოდა (შედარებით ვიწრო სახე, ამოწეული ცხვირის ფუძე და თვალებს ზემოთ, შუბლის რელიეფური ნაწილი), ვიდრე მონღოლოიდურს. ამ აღმოჩენის შემდეგ, მეცნიერებს ეჭვიც კი გაუჩნდათ, რომ ნეშთი თემურლენგის არ იყო. ამიტომ, მას დამატებითი კვლევები ჩაუტარეს და მრავალრიცხოვან ისტორიულ წყაროებზე დაყრდნობით, რომლის მიხედვით დიდი მხედართმთავარი კოჭლი იყო, მეცნიერებმა დაადგინეს, რომ გერ-ემირის მავზოლეუმში მართლაც თემირლენგი იყო დაკრძალული.


imageთემურლენგის გარეგნობის რეკონსტრუქცია


აღმოჩნდა, რომ იმ ადამიანს, რომლის ნეშთსაც იკვლევდნენ, მარჯვენა ხელი და ფეხი ტრამვირებული, საკმაოდ ახალგაზრდა ასაკში ჰქონდა. ხოლო, ძვლები ცუდად იყო შეზრდილი. გარდა ამისა, მეცნიერებმა გააქარწყლეს მითი, რომლის მიხედვით, თემურლენგი თმას ხნით იღებავდა. კვლევის შედეგად დამტკიცდა, რომ მისი წითური თმა ნატურალური იყო და სავსებით შესაძლებელია, რომ ხმა, მისი ხნით შეღებვის შესახებ, თავად თემურლენგმა გაავრცელა, რომ მონღოლოიდური რასისგან თავისი განსხვავებულობა, რამენაირად შეენიღბა.

imageimage

არხის სხვა სიახლეები:

imageimageimage1. ყველაზე ძველი ცივილიზაცია და იმპერია კაცობრიობის ისტორიაში
2. «შენი ცხოვრების ექსკურსია» (ცხოვრებისეული სიბრძნე და მთავარი გაკვეთილი)
3. ელ–ტოროს არტიფაქტები — აცტლანის ცივილიზაციის კვალი
4. ვამსხვრევთ მითებს ქალების შესახებ
5. 11 ყველაზე სასარგებლო პროდუქტი ჯანმრთელობისთვის (გემრიელი და ჩვენთვის ხელმისაწვდომი)

6. მან ირწმუნა საკუთარი თავის და გადარჩა. თქვენ როგორ მოიქცეოდით?

1
6425
3-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
6425
  
2021, 22 აგვისტო, 9:10
თუ იმას გავითვალისწინებთ რო სსრკზე თავდასხმა 1939 წელს უკვე დაგეგმილი იყო,მაშინ სრული უაზრობაა ეს წარწერები და კოჭლის წყევლა. მაგიის,არაამქვეყნიური ძალების და ფანატიზმის მოყვარულებისთვის მშვენიერი ლუკმაა.
0 1 1