რელიგია მოხდება ყველა აცრილი სხეულის შტრიხკოდით დანომვრა, რომლის კოდი არის 666.-დეკანოზი იაკობი 2021, 15 აგვისტო, 18:11 "დეკანოზ იაკობს თუ დავუჯერებთ ვაქცინირებული ადამიანების სხეულის წნევას და ტემპერატურას მასონები გააკონტროლებენ.
დეკანოზს თუ დავეყრდნობით საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის სამი წევრი და ათობით მღვდელი უკვე ჩიპირებულია ნანო ტექნოლოგიით.
დეკანოზის თეორიით მასონებს ვაქცინის დახმარებით შეუძლიათ ვაქცინირებულების სხეულებში წნევის და სხეულის ტემპერატურის დარეგულირება. (ციტრამონის და რაუნატონის გარეშე, სავარაუდოდ პულტით ან ბლუთუზით - ეს ხუმრობით )
'' რელიგიური კუთხით არის დიდი საფრთხე, ნანო ტექნიკის და თხევად კრისტსლების საშუალებით, აცრილები შევლენ და დაფიქსირდებიან მსოფლიო ინტერნეტ სივრცეში და მოხდება ყველა აცრილი სხეულის შტრიხკოდით დანომვრა, რომლის კოდი არის 666. ეს კოდი სახეზეა როგორც მსოფლიო ბანკში და ასევე ყველა პროდუქციაზე ეგრეთწოდებული სხვადასხვაგვარი შტრიხკოდის სახით. ბარათებზე რომ არის გასაგებია, მაგრამ თუ ეს ადამიანის სხეულზე დაფიქსირდება და ინტერნეტს წვდომა ექნება ადამიანის ორგანიზმზე, ამაზე დიდი დამამცირებელი მონობა ქვეყნად არც ყოფილა და არც აღარასოდეს იქნება... როცა გაკონტროლტება ადამიანის ყველა პირადი მონაცემები და ასევე სხეულის ტემპერატურა, წნევა და ყველა მისი გადაადგილება თუ ნაბიჯი... რაც გვახსენებს წმ. იოანე მოციქულის გამოცხადების 13 თავს, რომ არ მივიღოთ ბეჭედი ანტიქრისტესი... წარმომავლობა ამ ვაქცინებისა სწორედ იმ ძალების მიერაა დაფინანსებული, რომლებიც საიდუმლო ანტი ქრისტიანულ ორგანიზაციებში არიან გაწევრიანებულნი'' - წერს დეკანოზი იაკობი (აბაშიძე)
პ.ს შეგახსენებთ დეკანოზ იაკობს თავის სამღვდელო მსახურებაში რეკორდული მაჩვენებელი გააჩნია, მღვდელმოქმედების აკრძალვის კუთხით."-წერს სოციალურ ქსელში გვერდი "მსოფლიოს საეკლესიო სიახლენი".
1091 4-ს მოსწონს
|