სხვა ლეგენდარული ენათმეცნიერი თამაზ კვაჭანტირაძე გარდაიცვალა 2021, 15 აგვისტო, 16:58 81 წლის ასაკში გარდაიცვალა ქართველი მეცნიერი, ფილოლოგი და პოლიტოლოგი თამაზ კვაჭანტირაძე. ამის შესახებ ინფორმაცის ოჯახის ახლობლებზე დაყრდნობით საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს. მომავალი მეცნიერი დაიბადა 1940 წლის 7 ივნისს, ქალაქ თბილისში.1963 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. 1963-2006წწ. იყო ახალი ქართული ენის კათედრის თანამშრომელი; 1978-1990წწ. ჟურნალის – "ქართული ენა და ლიტერატურა სკოლაში" ("ბალავარი") რედაქტორი; 1975-1990წწ. ავტორი და წამყვანი საავტორო ტელეციკლისა "ტელეციკლი ქართულ ენასა და ლიტერატურაში", 2002-2004წწ. "მოგზაურობა სასიტყვეთში"; 1993-1998 წლებში იყო განათლების მინისტრი; 2000-2008 წლებში საქართველოს პარლამენტის სასწავლო ცენტრის უფროსი; 2008-2012წწ. საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "გიორგი თარგამაძე - ქრისტიან-დემოკრატები", საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი, N2 ვაკის საარჩევნო ოლქი. არის ავტორი წიგნებისა: "მსგავსებითი შედარება ქართულში" (1977), "ჰა ბურთი, ჰა მოედანი" (2002), "მოგზაურობა სასიტყვეთში" (2002). საკანდიდატო დისერტაციის თემა – "მსგავსებითი შედარება ქართულში", დაიცვა 1978 წელს. თამაზ კვაჭანტირაძე იყო სახელმწიფო და შოტა რუსთაველის პრმეიის ლაურეატი, აგრეთვე ღირსების ორდენის კავალერი. 154 3-ს მოსწონს
|