სხვა 6 ყველაზე მაგარი ფიტნეს-მწვრთნელი, რომლებზეც ოცნებობს მთელი ჰოლივუდი 2021, 15 აგვისტო, 12:19 ვიცით, რომ თუ სიტყვა ბოდიბილდინგს პირდაპირ ვთარგმნით, მივიღებთ - "სხეულის შენებას". ნუ, სინამდვილეში ასეც არის, მაგრამ ფიტნესი უფრო ფართო ცნებაა. ის მოიცავს სხვადასხვა ტიპის ვარჯიშებსა და ფიზიკურ აქტივობას, რომელთა შორის შედის ცურვა, სირბილი, ვარჯიში და ა, შ.
ფიტნესი – ცხოვრების ფილოსოფიაა. ის გიმუშავებს სამყაროს მიმართ პოზიტიურ დამოკიდებულებას და ცვლის შენი ცხოვრების წესს, მოითხოვს არა მარტო მოძრობას და ფიზიკურ აქტივობას, არამედ კვების რაციონის, დღის რეჟიმის და მთლიანად ხასიათის და განწყობის ცვლილებას. ფიტნესი იმ ადამიანების ცხოვრების განუყოფელი წესია, ვინც სულის და სხეულის ჰარმონიისაკენ ისწრაფვის, ზრუნავს თავის ჯანმრთელობაზე და სურვილი აქვს მუდამ კარგად გამოიყურებოდეს. ფიტნესი ცხოვრების წესია, სადაც ჯანმრთელობა -ეს სამყაროსადმი და საკუთარი თავისადმი ჯანსაღი დამოკიდებულებაა. თუ მედიცინის კუთხით შევხედავთ, ფიტნესი ჯანმრთელობის მნიშვნელოვანი ფაქტორია, ის ეხმარება გულს, სისხლძარღვებს, ფილტვებს, კუნთებს მაქსიმალურად ეფექტურ მუშაობაში, ახანგრძლივებს ახალგაზრდობას, ებრძვის ცელულიტს, აძლიერებს დიეტის ეფექტს. ფიტნესი ზრდის კუნთის ამტანობას და ძალას, მოქნილობას, არეგულირებს სხეულის შემადგენლობას – სწორ თანაფარდობას მასას და ცხიმს შორის. პაპარაცები და კამერები არის ყველგან, იქ, სადაც არიან ჩვენი ვარსკვლავები. ამიტომ ისინი ათასობით თანხებს ხარჯავენ იმის გამო, რომ მოუვლელობისა და არაესთეტიკურობის გამო არ მოხვდნენ ჟურნალების გარე ყდაზე, თუმცა ხდება გამონაკლისებიც, ვინაიდან ისინიც ისეთივე ადამიანები არიან, როგორც სხვა ყველა ჩვენ-დანარჩენი, მათაც უწევთ ზედმეტი თმის მოცილება სახიდან თუ სხეულის სხვა ნაწილებიდან, იკეთებენ მაკიაჟს, იღებენ შხაპსა და ფერუმარილის მეშვეობით მალავენ ნაკლოვანებებს, დადიან სპორტულ დარბაზებში და ებრძვიან ზედმეტ კილოგრამებს. მაშასადამე, ვიცით, რომ თითქმის ყველა ვარსკვლავს ჰყავს პირადი ფიტნეს მწვრთნელი და თუ ბევრი ფიტნეს ინსტრუქტორი ოცნებობს იმაზე, რომ ნებისმიერ ცნობილთან ჰქონდეს გაკვეთილები, ამ 6 მწვრთნელის შემთხვევა, სრულიად გამონაკლისია - ვარსკვლავები ოცნებობენ მათზე. გთავაზობთ 6 ყველაზე მაგარ ფიტნეს-მწვრთნელს, რომლებსაც ჰყავთ ისეთი ცნობილები, როგორებიც არიან კიმ კარდაშიანი, ჯენიფერ ლოპესი, დუეინ ჯონსონი, ქეით ჰადსონი და ა, შ. 6 ყველაზე მაგარი ფიტნეს-მწვრთნელი, რომლებმაც დაიპყრეს მთელი ჰოლივუდი1. პიტერ ლი ტომასი. 2. მაიკლ ოლაჯიდე. 3. გუნარ პეტერსონი. 4. ჯო ბურაიმა. 5. ჯასტინ გელბანდი. 6. დევიდ კირში. 222 4-ს მოსწონს
|