სხვა ისტორიული მოვლენების იშვიათი კადრები და ცნობილი ადამიანების მდიდარი საარქივო მასალა 2021, 14 აგვისტო, 17:37
![ისტორიული მოვლენების იშვიათი
კადრები და ცნობილი ადამიანების
მდიდარი საარქივო მასალა image](https://server5.intermedia.ge/article_images/small/202108/2021081415583986669.jpg)
დღევანდელ პოსტში თქვენს ყურადღებას წარსულის იშვიათ ისტორიულ კადრებსა და ცნობილი ადამიანების საარქივო ფოტოსურათებზე შევაჩერებ, რომლებიც საყოველთაოდ ცნობილი არ არის. ეს იშვიათი კადრები დამთვალიერებელში ასეთ მნიშვნელობას სწორედ იმიტომ იწვევს რომ მათზე მხოლოდ ერთი თვალის შევლებითაც კი შეგიძლიათ ისტორიას შეეხოთ და მცირე ხნით, მისი ნაწილიც კი გახდეთ. მაშ ასე, გეპატიჟებით წარსულის სხვადასხვა კუთხეში სამოგზაუროდ, სადაც თქვენთვის ბევრ, საინტერესო და აქამდე უცნობ არაერთ ფაქტს აღმოაჩენთ.
![ისტორიული მოვლენების იშვიათი
კადრები და ცნობილი ადამიანების
მდიდარი საარქივო მასალა image](https://server5.intermedia.ge/article_images/small/202108/2021081416412086669.jpg) ![ისტორიული მოვლენების იშვიათი
კადრები და ცნობილი ადამიანების
მდიდარი საარქივო მასალა image](https://server5.intermedia.ge/article_images/small/202108/2021081416413186669.jpg)
ელენა რუბინშტეინის სილამაზის ქარხანა, 1930 წელი
კიანუ რივზი
კლინტ ისტვუდი
უსინათლო ბავშვები სპეციალური რელიეფური გლობუსის შესწავლისას, 1914 წელი
კრისტოფერ უოკენი
ჯონი დეპი ჟურნალ "Harper's Bazaar"–ისთვის, 1995 წელი
ფრანგი არტისტი ივ კლაინი "Anthropométries de l'Epoque bleue" ("ლურჯი პერიოდის ანთროპომეტრია") შექმნისას; საფრანგეთი, 1960 წელი
ალ პაჩინო, ლონდონი, 1974 წელი
მხატვარ ედვარდ მუნკის ფსიქიატრიულ კლინიკაში გადაღებული სელფი, კოპენჰაგენი, 1908 წელი
ბონი პარკერი, 1933 წელი
ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი პოლიტიკოსი მესამე რაიხის პერიოდში - იოზეფ გებელსი კათოლიკური ეკლესიიდან განკვეთილი იყო, ვინაიდან ის დაქორწინებული გახლდათ პროტესტანტზე, რომელიც ყოფილ მეუღლესთან განქორწინებაში იმყოფებოდა. მისგან განსხვავებით, ადოლფ ჰიტლერი კათოლიკური ეკლესიიდან განკვეთილი არ ყოფილა.
ჰალსტუხის პინი საგანგებოდ ფრანგული კომპანია "Cadet-Picard"- ის მიერ, 1867 წლის პარიზის მსოფლიო გამოფენისთვის შექმნილი. თავის ქალის თვალებში ელექტრული კონტაქტები გახლდათ ჩამონტაჟებული, რომელთა შეერთებაც მფლობელის ჯიბეში დამალულ ბატარეასთან ხდებოდა, რის შედეგადაც თვალები ანათებდნენ, ყბა კი მოძრაობას იწყებდა.
"მის ამერიკა" 1967 წელი
ინდოეთი, დელი (მოსახლეობა 11 მილიონზე მეტი), სანტოშის პარკის ტერიტორია
მამაკაცი ბოდის ტომიდან. ეთიოპია, 2013 წელი
ეთიოპიის ბოდის ტომში ითვლება, რომ ყველაზე მიმზიდველი კაცი ყველაზე მსუქანი უნდა იყოს. ამიტომ, იქ სილამაზის კონკურსები ყველაზე სასურველი საქმროს გამოსავლენად რეგულარულად ტარდება. კონკურსამდე რამდენიმე თვით ადრე, მამაკაცები ყოველდღიურად, წონის მოსამატებლად რძისა და ძროხის სისხლის ნარევს იღებენ, ასევე ცდილობენ რაც შეიძლება ნაკლები იმოძრაონ.
პატარა გოგონა, რომელიც თოვლის კაცის გვერდით პოზირებს, მამამ მისთვის საგანგებოდ, თოვლისგან გამოძერწა, 1951 წელი
ფრანგული ელექტრონული მუსიკის ერთ - ერთი ყველაზე წარმატებული ჯგუფის "Daft Punk"- ის წევრები ნიღბების გარეშე, 1990 წელი
ქურთუკების დიდი გაყიდვა. კოპენჰაგენი, 1936 წელი
ჯერალდინა - ჩარლი ჩაპლინის ქალიშვილი, 1967 წელი
"ღარიბი სტუდენტი", 1885 წელი, მხატვარი: ცუკიოკა იოშიტოში
როგორ იცვლებოდა მერლინ მონროს გარეგნობა წლიდან წლამდე
პიკაპის მძღოლი ფილიპინებზე ვულკან პინატუბოს ამოფრქვევისას ცდილობს ფერფლის ღრუბელს გაექცეს, 1991 წლის 17 ივნისი
გერმანიის ოლიმპიური ნაკრების ათლეტი - დორა რატხენი, მატარებლის სადგურზე სამართლდამცველებმა მაშინ აიყვანეს როდესაც ის ქალის კაბაში იყო გადაცმული, 1938 წელი
|