x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134535
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508596
ამერიკამ ბრალი დასდო რუსეთს,ირანს და ჩინეთს COVID-19-ზე და ვაქცინებზე ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში
image

აშშ -ს ნაციონალური უსაფრთხოების დეპარტამენტი ამტკიცებს, რომ რუსული, ჩინური და ირანული მედია ავრცელებს ცრუ ინფორმაციებს კორონავირუსის და მის საწინააღმდეგო ვაქცინების შესახებ. ამის შესახებ ნათქვამია სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ანგარიშში.


აღნიშნულია, რომ „შეერთებული შტატების მოწინააღმდეგე სახელმწიფოები გაძლიერებულად გააქტიურდნენ, რათა გამოიწვიონ უთანხმოება და აზრის გაყოფა კორონავირუსთან და ვაქცინაციასთან დაკავშირებით“. თუმცა, განცხადება არ შეიცავს ამ ბრალდებების მტკიცებულებებს.


"რუსეთის, ჩინეთისა და ირანის ხელისუფლებასთან დაკავშირებულმა მედიამ არაერთხელ გაავრცელა შეთქმულების თეორიები COVID-19- ის წარმოშობისა და ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების ეფექტურობის შესახებ"-ნათქვამია მოხსენებაში.



როგორც ცნობილია "ფეისბუქმა” ორიოდე დღის წინ წაშალა ასობით ანგარიში, რომლებიც, კომპანიის განმარტებით, ჩართულები იყვნენ რუსეთიდან მართული ანტივაქსერულ დეზინფორმაციული კამპანიებში.


კიდევ ვინ დაადანაშაულეს დეზინფორმაციაში?


აშშ -ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ სოციალური ქსელები, რომლებიც კორონავირუსის შესახებ დეზინფორმაციის გავრცელების საშუალებას იძლევა, კლავს ადამიანებს. მან თქვა, რომ ყალბი ინფორმაციების 45% ავრცლებს დაახლოებით 12 ადამიანი, რომლებიც დღე და ღამე დაუღალავად აქვეყნებენ ფეისბუქზე პოსტებს .


"მე ვამბობ, რომ ისინი ადამიანებს კლავენ, მათი დეზინფორმაცია ადამიანებს კლავს. ეს არ არის ხუმრობა, ეს იგივეა, რაც შენს შვილს უთხრა, რომ ქუჩაზე წითელ შუქზე გადავიდეს"-განაცხადა ბაიდენმა.



0
133
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
133
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0