სხვა როდესმე გინახავთ მწერების სასტუმრო, ფერიებისთვის განკუთვნილი კარი ან ზღვის სამფეროვანი ია? 2021, 13 აგვისტო, 10:13 როდესმე გინახავთ მწერების სასტუმრო, ფერიებისთვის განკუთვნილი კარი ან ზღვის სამფეროვანი ია? მომხმარებლებმა გაგვიზიარეს თავიანთი უჩვეულო აღმოჩენები: ზოგი გაკვირვებას იწვევს, ზოგი კი სურვილს, რომ გავერკვეთ, თუ რა არის გამოსახული ფოტოზე. კითხვა: რა შეიძლება ეს იყოს? ხის ნაჭრები, რომლებიც გალიაშია მოთავსებული და ჩაკეტილი (ბარსელონის ერთ-ერთი პარკი). პასუხი: ეს უცნაური მოწყობილობა მწერების სასტუმროა. აქ შეიძლება დაიბუდონ პარკისთვის ან ბაღისთვის სასარგებლო მწერებმა-ჭიამაიებმა, პეპლებმა და სხვ. კითხვა: გუშინ მდინარეში ეს ნივთები ვიპოვნეთ. ვინმემ იცის რა არის? პასუხი: ეს დიაა, ანუ დიპაკი-ზეთის ლამპარი, რომელსაც იყენებენ დივალის დღესასწაულის დროს. დივალი-სინათლის ფესტივალი, რომელსაც ინდუსები აღნიშნავენ. კითხვა: ვიპოვეთ სილაში სამხრეთ კაროლინის სანაპიროზე. რა არის? პასუხი: ეს ზღვის სამფეროვანი იაა (იაჟუჟუნა). მიეკუთვნება მრავალუჯრედოვანი ცხოველების ტიპს. მას კიდევ რბილ მარჯანსაც უწოდებენ. კითხვა: ეს კერძი სუში-რესტორანში მოგვიტანეს, რომელიც yelp-ით მოვიძიეთ. პასუხი: ეს ზღვის ანანასებია. მის გემოს ხშირად ასე აღწერენ: ამიაკში დასველებული რეზინი. თუმცა არიან ზღვის "ხილის" მოყვარულებიც, რომლებიც ანანასებს საკესთან ერთად მიირთმევენ. კითხვა: ჩემმა მეგობარმა ეს კარი იპოვნა ტბა ლომონდის შორიახლოს (შოტლანდია). პასუხი: ხეზე მიწებებულ კარს უწოდებენ კარს ფერიებისთვის. კარის უკან არის მცირე სივრცე, სადაც ადამიანებს შეუძლიათ ფერიებს საჩუქარი დაუტოვონ. კითხვა: რისთვის არის ეს ტრეილერი? პასუხი: ეს დახურული საბარგულია პლანერების გადასატანად. კითხვა: ეს ნაგვის კონტეინერში ვიპოვნე. ვინმემ იცის რა არის? პასუხი: ამას ერხუ ეწოდება - ძველებური ჩინური მუსიკალური ინსტრუმენტი ორი მეტალის სიმით. კითხვა: დედაჩემმა ეს ძველმანების ბაზრობაზე იყიდა. არ ვიცი რა არის, მაგრამ ძალიან მძიმეა. პასუხი: ეს არის წერილების გასახსნელი დანების სადგამი. კითხვა: ვიპოვნე მინის უცნაური ბოთლი, რომელიც ვერცხლით არის გაწყობილი. არ იხსნება. პასუხი: ეს დეკანტერია-ღვინის სპეციალური მინის ჭურჭელი. იმისთვის, რომ ეს ძველი და ძვირფასი ნივთი გააღოთ, საჭიროა მიმართოთ იუველირს. კითხვა: უცნაური ნაგებობა ზემო ტბაზე (მიჩიგანის შტატი). პასუხი: ეს მიტოვებული მადნეულის დოკია. კონსტრუქცია გათვალისწინებულია გემიდან მადნის მოხერხებული გადმოტვირთვისთვის. კითხვა: ძალიან უცნაური ნივთი. ვინმემ თუ იცის, რა არის? პასუხი: ეს ძველებური ჩინური სათამაშოა-"ოთხი ბედნიერება". იგი ოთხი ბედნიერების სიმბოლოს გამოხატავს-გვალვის შედეგად დიდი ხნის ნანატრ წვიმის სიხარულს, პირველი ღამის სიხარულს, გამოცდების ჩაბარების სიხარულს და ძველ მეგობართან შეხვედრის სიხარულს. კითხვა: კლიენტმა ეს ვესტიბიულში იპოვნა. რა არის? პასუხი: ეს კონტაქტური ლინზების და თვალის პროთეზების ჩასასმელი და ამოსაღები მოწყობილობაა. იხილეთ შემდეგი:აფროდიტე კნიდოსელი-იმდენად რეალისტური სკულპტურა, რომ ერთხელ მასთან სექსითაც კი დაკავდნენ როგორ გადავიტანოთ სიცხე, თუ არ გვაქვს კონდიციონერი (რჩევები და გავრცელებული შეცდომები) 18 ფოტო, რომელმაც მსოფლიო გააოცა 11 რამ, რომელთა შესახებ ბევრს გაუგია, თუმცა ცოტას თუ უნახავს (+ვიდეო) მთელ მსოფლიოში პოპულარული ნივთები, რომლებიც ჩუქჩებმა გამოიგონეს, მათ შორისაა მზის სათვალეც ახალი გამოგონებები, რომლის გარეშეც მალე ალბათ წარმოუდგენელი იქნება ჩვენი ცხოვრება 12 სიმბოლოს დანიშნულება და წარმოშობის ისტორია (ბანქო, ამობრუნებული ჯვარი, თავის ქალა და ა.შ.) რა მოგვივა, თუ საღეჭ რეზინს გადავყლაპავთ? საშიშია თუ არა თითების ტკაცუნი? 166 5-ს მოსწონს |