x
image
ირინა მ.
როდესმე გინახავთ მწერების სასტუმრო, ფერიებისთვის განკუთვნილი კარი ან ზღვის სამფეროვანი ია?

image




როდესმე გინახავთ მწერების სასტუმრო, ფერიებისთვის განკუთვნილი კარი ან ზღვის სამფეროვანი ია? მომხმარებლებმა გაგვიზიარეს თავიანთი უჩვეულო აღმოჩენები: ზოგი გაკვირვებას იწვევს, ზოგი კი სურვილს, რომ გავერკვეთ, თუ რა არის გამოსახული ფოტოზე.



კითხვა: რა შეიძლება ეს იყოს? ხის ნაჭრები, რომლებიც გალიაშია მოთავსებული და ჩაკეტილი (ბარსელონის ერთ-ერთი პარკი).



image



პასუხი: ეს უცნაური მოწყობილობა მწერების სასტუმროა. აქ შეიძლება დაიბუდონ პარკისთვის ან ბაღისთვის სასარგებლო მწერებმა-ჭიამაიებმა, პეპლებმა და სხვ.



image



კითხვა: გუშინ მდინარეში ეს ნივთები ვიპოვნეთ. ვინმემ იცის რა არის?




image



პასუხი: ეს დიაა, ანუ დიპაკი-ზეთის ლამპარი, რომელსაც იყენებენ დივალის დღესასწაულის დროს. დივალი-სინათლის ფესტივალი, რომელსაც ინდუსები აღნიშნავენ.



კითხვა: ვიპოვეთ სილაში სამხრეთ კაროლინის სანაპიროზე. რა არის?



image



პასუხი: ეს ზღვის სამფეროვანი იაა (იაჟუჟუნა). მიეკუთვნება მრავალუჯრედოვანი ცხოველების ტიპს. მას კიდევ რბილ მარჯანსაც უწოდებენ.



კითხვა: ეს კერძი სუში-რესტორანში მოგვიტანეს, რომელიც yelp-ით მოვიძიეთ.



image



პასუხი: ეს ზღვის ანანასებია. მის გემოს ხშირად ასე აღწერენ: ამიაკში დასველებული რეზინი. თუმცა არიან ზღვის "ხილის" მოყვარულებიც, რომლებიც ანანასებს საკესთან ერთად მიირთმევენ.



კითხვა: ჩემმა მეგობარმა ეს კარი იპოვნა ტბა ლომონდის შორიახლოს (შოტლანდია).



image



პასუხი: ხეზე მიწებებულ კარს უწოდებენ კარს ფერიებისთვის. კარის უკან არის მცირე სივრცე, სადაც ადამიანებს შეუძლიათ ფერიებს საჩუქარი დაუტოვონ.



კითხვა: რისთვის არის ეს ტრეილერი?



image



პასუხი: ეს დახურული საბარგულია პლანერების გადასატანად.



კითხვა: ეს ნაგვის კონტეინერში ვიპოვნე. ვინმემ იცის რა არის?



image



პასუხი: ამას ერხუ ეწოდება - ძველებური ჩინური მუსიკალური ინსტრუმენტი ორი მეტალის სიმით.



კითხვა: დედაჩემმა ეს ძველმანების ბაზრობაზე იყიდა. არ ვიცი რა არის, მაგრამ ძალიან მძიმეა.



image



პასუხი: ეს არის წერილების გასახსნელი დანების სადგამი.



კითხვა: ვიპოვნე მინის უცნაური ბოთლი, რომელიც ვერცხლით არის გაწყობილი. არ იხსნება.



image



პასუხი: ეს დეკანტერია-ღვინის სპეციალური მინის ჭურჭელი. იმისთვის, რომ ეს ძველი და ძვირფასი ნივთი გააღოთ, საჭიროა მიმართოთ იუველირს.



კითხვა: უცნაური ნაგებობა ზემო ტბაზე (მიჩიგანის შტატი).



image



პასუხი: ეს მიტოვებული მადნეულის დოკია. კონსტრუქცია გათვალისწინებულია გემიდან მადნის მოხერხებული გადმოტვირთვისთვის.



კითხვა: ძალიან უცნაური ნივთი. ვინმემ თუ იცის, რა არის?



image



პასუხი: ეს ძველებური ჩინური სათამაშოა-"ოთხი ბედნიერება". იგი ოთხი ბედნიერების სიმბოლოს გამოხატავს-გვალვის შედეგად დიდი ხნის ნანატრ წვიმის სიხარულს, პირველი ღამის სიხარულს, გამოცდების ჩაბარების სიხარულს და ძველ მეგობართან შეხვედრის სიხარულს.



კითხვა: კლიენტმა ეს ვესტიბიულში იპოვნა. რა არის?



image



პასუხი: ეს კონტაქტური ლინზების და თვალის პროთეზების ჩასასმელი და ამოსაღები მოწყობილობაა.







იხილეთ შემდეგი:







აფროდიტე კნიდოსელი-იმდენად რეალისტური სკულპტურა, რომ ერთხელ მასთან სექსითაც კი დაკავდნენ

image


როგორ გადავიტანოთ სიცხე, თუ არ გვაქვს კონდიციონერი (რჩევები და გავრცელებული შეცდომები)

image


18 ფოტო, რომელმაც მსოფლიო გააოცა

image


11 რამ, რომელთა შესახებ ბევრს გაუგია, თუმცა ცოტას თუ უნახავს (+ვიდეო)

image


მთელ მსოფლიოში პოპულარული ნივთები, რომლებიც ჩუქჩებმა გამოიგონეს, მათ შორისაა მზის სათვალეც

image


ახალი გამოგონებები, რომლის გარეშეც მალე ალბათ წარმოუდგენელი იქნება ჩვენი ცხოვრება

image


12 სიმბოლოს დანიშნულება და წარმოშობის ისტორია (ბანქო, ამობრუნებული ჯვარი, თავის ქალა და ა.შ.)

image


რა მოგვივა, თუ საღეჭ რეზინს გადავყლაპავთ?

image


საშიშია თუ არა თითების ტკაცუნი?

image










0
166
5-ს მოსწონს
ავტორი:ირინა მ.
ირინა მ.
166