სხვა როდესმე გინახავთ მწერების სასტუმრო, ფერიებისთვის განკუთვნილი კარი ან ზღვის სამფეროვანი ია? 2021, 13 აგვისტო, 10:13 ![]() როდესმე გინახავთ მწერების სასტუმრო, ფერიებისთვის განკუთვნილი კარი ან ზღვის სამფეროვანი ია? მომხმარებლებმა გაგვიზიარეს თავიანთი უჩვეულო აღმოჩენები: ზოგი გაკვირვებას იწვევს, ზოგი კი სურვილს, რომ გავერკვეთ, თუ რა არის გამოსახული ფოტოზე. კითხვა: რა შეიძლება ეს იყოს? ხის ნაჭრები, რომლებიც გალიაშია მოთავსებული და ჩაკეტილი (ბარსელონის ერთ-ერთი პარკი). ![]() პასუხი: ეს უცნაური მოწყობილობა მწერების სასტუმროა. აქ შეიძლება დაიბუდონ პარკისთვის ან ბაღისთვის სასარგებლო მწერებმა-ჭიამაიებმა, პეპლებმა და სხვ. ![]() კითხვა: გუშინ მდინარეში ეს ნივთები ვიპოვნეთ. ვინმემ იცის რა არის? ![]() პასუხი: ეს დიაა, ანუ დიპაკი-ზეთის ლამპარი, რომელსაც იყენებენ დივალის დღესასწაულის დროს. დივალი-სინათლის ფესტივალი, რომელსაც ინდუსები აღნიშნავენ. კითხვა: ვიპოვეთ სილაში სამხრეთ კაროლინის სანაპიროზე. რა არის? ![]() პასუხი: ეს ზღვის სამფეროვანი იაა (იაჟუჟუნა). მიეკუთვნება მრავალუჯრედოვანი ცხოველების ტიპს. მას კიდევ რბილ მარჯანსაც უწოდებენ. კითხვა: ეს კერძი სუში-რესტორანში მოგვიტანეს, რომელიც yelp-ით მოვიძიეთ. ![]() პასუხი: ეს ზღვის ანანასებია. მის გემოს ხშირად ასე აღწერენ: ამიაკში დასველებული რეზინი. თუმცა არიან ზღვის "ხილის" მოყვარულებიც, რომლებიც ანანასებს საკესთან ერთად მიირთმევენ. კითხვა: ჩემმა მეგობარმა ეს კარი იპოვნა ტბა ლომონდის შორიახლოს (შოტლანდია). ![]() პასუხი: ხეზე მიწებებულ კარს უწოდებენ კარს ფერიებისთვის. კარის უკან არის მცირე სივრცე, სადაც ადამიანებს შეუძლიათ ფერიებს საჩუქარი დაუტოვონ. კითხვა: რისთვის არის ეს ტრეილერი? ![]() პასუხი: ეს დახურული საბარგულია პლანერების გადასატანად. კითხვა: ეს ნაგვის კონტეინერში ვიპოვნე. ვინმემ იცის რა არის? ![]() პასუხი: ამას ერხუ ეწოდება - ძველებური ჩინური მუსიკალური ინსტრუმენტი ორი მეტალის სიმით. კითხვა: დედაჩემმა ეს ძველმანების ბაზრობაზე იყიდა. არ ვიცი რა არის, მაგრამ ძალიან მძიმეა. ![]() პასუხი: ეს არის წერილების გასახსნელი დანების სადგამი. კითხვა: ვიპოვნე მინის უცნაური ბოთლი, რომელიც ვერცხლით არის გაწყობილი. არ იხსნება. ![]() პასუხი: ეს დეკანტერია-ღვინის სპეციალური მინის ჭურჭელი. იმისთვის, რომ ეს ძველი და ძვირფასი ნივთი გააღოთ, საჭიროა მიმართოთ იუველირს. კითხვა: უცნაური ნაგებობა ზემო ტბაზე (მიჩიგანის შტატი). ![]() პასუხი: ეს მიტოვებული მადნეულის დოკია. კონსტრუქცია გათვალისწინებულია გემიდან მადნის მოხერხებული გადმოტვირთვისთვის. კითხვა: ძალიან უცნაური ნივთი. ვინმემ თუ იცის, რა არის? ![]() პასუხი: ეს ძველებური ჩინური სათამაშოა-"ოთხი ბედნიერება". იგი ოთხი ბედნიერების სიმბოლოს გამოხატავს-გვალვის შედეგად დიდი ხნის ნანატრ წვიმის სიხარულს, პირველი ღამის სიხარულს, გამოცდების ჩაბარების სიხარულს და ძველ მეგობართან შეხვედრის სიხარულს. კითხვა: კლიენტმა ეს ვესტიბიულში იპოვნა. რა არის? ![]() პასუხი: ეს კონტაქტური ლინზების და თვალის პროთეზების ჩასასმელი და ამოსაღები მოწყობილობაა. იხილეთ შემდეგი:აფროდიტე კნიდოსელი-იმდენად რეალისტური სკულპტურა, რომ ერთხელ მასთან სექსითაც კი დაკავდნენ ![]() როგორ გადავიტანოთ სიცხე, თუ არ გვაქვს კონდიციონერი (რჩევები და გავრცელებული შეცდომები) ![]() 18 ფოტო, რომელმაც მსოფლიო გააოცა ![]() 11 რამ, რომელთა შესახებ ბევრს გაუგია, თუმცა ცოტას თუ უნახავს (+ვიდეო) ![]() მთელ მსოფლიოში პოპულარული ნივთები, რომლებიც ჩუქჩებმა გამოიგონეს, მათ შორისაა მზის სათვალეც ![]() ახალი გამოგონებები, რომლის გარეშეც მალე ალბათ წარმოუდგენელი იქნება ჩვენი ცხოვრება ![]() 12 სიმბოლოს დანიშნულება და წარმოშობის ისტორია (ბანქო, ამობრუნებული ჯვარი, თავის ქალა და ა.შ.) ![]() რა მოგვივა, თუ საღეჭ რეზინს გადავყლაპავთ? ![]() საშიშია თუ არა თითების ტკაცუნი? ![]() 166 5-ს მოსწონს |