x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134547
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508610
ეპიდომოლოგმა დაასახელა კოლექტიური იმუნიტეტის დრო ვაქცინაციის გარეშე
image

კორონავირუსის მიმართ კოლექტიური იმუნიტეტის ჩამოყალიბებას ბუნებრივი პროცესის შემთხვევაში შვიდიდან ათ წლამდე დასჭირდება. ამის შესახებ გნცხადება გააკეთა ეპიდემიოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის დირექტორის მოადგილემ ალექსანდრე გორელოვმა (Александр Горелов)პირველი არხის ეთერში.

მისი თქმით, ეს პერიოდი(7-10 წელი) საჭირო იქნება იმისათვის, რომ მოქალაქეების 60-70 პროცენტმა იმუნიტეტი გამომუშავოს COVID-19– ზე. ამავე დროს, მთელი ამ ხნის განმავლობაში გამოჩნდება ახალი და ახალი შტამები, ვინაიდან ვირუსის მუტაციები წარმოიქმნება იმ ორგანიზმში, რომელსაც იმუნური თავდაცვა არ გააჩნია.


გორელოვმა ხაზი გაუსვა, რომ ვაქცინაციას შეუძლია გადაარჩინოს მრავალი ადამიანის სიცოცხლე, მაშინაც კი, თუ მათ თავად ჯანმრთელობის გამო არ შეუძლიათ აცრა.


"როდესაც ვაქცინირებულთა რაოდენობა აღწევს ამ რაოდენობას [60-70%], ჩვენ იმ ექვს პროცენტს ვაძლევთ შანსს გადავრჩინოთ მათი სიცოცხლე, რომლებსაც ჯანმრთელობა არ უწყობს ხელს, ჩაიტაროს ვაქცინაცია."


მანამდე ბრიტანელმა ინფექციონისტმა, AstraZeneca– ს ოქსფორდის ჯგუფის დირექტორმა, პროფესორმა ენდრიუ პოლარდმა განაცხადა, რომ მოსახლეობაში კოლექტიური იმუნიტეტის მიღწევა შეუძლებელია შტამის „დელტა“ ცირკულაციის პირობებში. მისი მტკიცებით, პრობლემა ის არის, რომ "დელტა" გავრცელდება მანამდე, სანამ აბსოლუტურად მთელი მოსახლეობა არ იქნება აცრილი, ეს კი ჯერჯერობით შეუძლებელია .ვირუსი მხოლოდ ამის შეწყვეტს არსებობას.

ამავდროულად, ეპიდემიოლოგებმა ნიუ-იორკში გამოავლინეს კორონავირუსის ახალი შტამი . მას მიენიჭა სახელი "იოტა". მისი სიკვდილიანობის მაჩვენებელი 82 პროცენტამდეა, განსაკუთრებით 45 წელზე უფროსი ასაკის ადამიანებში. გარდა ამისა, ის 25 პროცენტით უფრო სწრაფად გადადის ადამინიდან ადამიანზე, ვიდრე სხვა მუტაციები.

1
208
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
208
  
2021, 11 აგვისტო, 18:04
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1