x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134530
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
კიბერტყუილები, რასაც მარტივად ვიჯერებთ

image

ჟამთა სვლის პარალელურად იმატებს ბოტების რაოდენობა სოციალურ ქსელებში, შესაბამისად არასწორი ინფორმაციის მოსმენა ყოველდღიურ რეალობად იქცა, განსაკუთრებით მათთვის, ვინც დიდ დროს ატარებს ფეისბუქზე. მართალია, ტექნოლოგიის განვითარებამ ცოდნის მიღების ამოუწურავი რესურსი მოგვცა, თუმცა უმეტესეობას ამისთვის ნაკლებად სცხელა, ამიტომაც მარტივად მიღებული ინფორმაციითაც კმაყოფილდებიან, რომელსაც არათუ ამოწმებენ, არამედ ეჭვიც კი არ ეპარებათ მის სისწორეში. მუდმივი განვითარების პარალელურად, ვითარდება და იხვეწება კიბერდამნაშავის ტექნიკებიც და რაც ყველაზე საგულისხმოა, დღითიდღე უფრო მეტად იზრდება დაზარალებული ადამიანების რაოდენობაც. თუ ორიოდე ათწლეულის წინ დანაშაულის ყველაზე გავრცელებული ფორმა ქურდობა ან ყაჩაღობა იყო, დღეს ამ ყველაფერმა სახეცვლილად ციფრულ სივრცეში გადმოინაცვლა, რისი მსხვერპლიც ყველა ჩვენგანი შეიძლება გახდეს.

კიბერდანაშაული უმეტესად მანიპულაციური ხასიათისაა, დამნაშავე მასაზე გათვლილ დეზინფორმაციას ანკესის კაუჭივით აგდებს და ცდილობს ბევრი ადამიანი წამოაგოს. სქემა უმეტესად ერთნაირია და მიზნად ისახავს მანიპულაციის გზით ადამიანებმა საკუთარი ხელით გასცემ პირადი ინფორმაცია - თავდაპირველად დამნაშავე ქმნის ცნობილი ბრენდის იდენტურ ვებ-გვერდს, რომლის დიზაინიც და დასახელებაც მაქსიმალურადაა ორიგინალთან მიახლოებული, თუმცა ეს მხოლოდ ერთი შეხედვით, დაკვირვების შემთხვევაში განსხვავებას მარტივად აღმოაჩენთ. შემდეგი ეტაპი ანკესის გადაგდებაა - სხვადასხვა მედიუმის საშუალებით უკავშირდება სხვადასხვა ადამიანებს და მარტივი ტექსტის სახით აწვდის ყალბ ინფორმაციას, თითქოსდა რაიმე გათამაშების გამარჯვებული გახდა, ან საქმე უსაფრთხოებას ეხება, ან სულაც კონკრეტული მომენტისთვის მეტად აქტიური თემას შეიძლება ეხებოდეს. შემდეგი ნაბიჯი კაუჭზე წამოგებაა - გარანტირებული პრიზის მისაღებად, უსაფრთხოების დასაცავად ან საჭირო ინფორმაციის მისაღებად მითითებულია ზემოთ ნახსენები ყალბი გვერდის ლინკი, სადაც გადასვლისას მოგთხოვთ სისტემაში შესვლას და საკუთარი მონაცემების შეყვანას. მონაცემების შეყვანის შემთხვევაშია ეს ინფორმაცია დამნაშავესთან მიდის, რომელსაც პირდაპირი წვდომა აქვს თქვენს მონაცემებზე და შეუძლია ბანკის ანგარიში სრულად დაგიცარიელოთ.

ბიზნესის მხრივ საკმაოდ საყურადღებოა კომპანიის თანამშრომლები და განსაკუთრებით ტოპ მენეჯმენტი კიბერდანაშაულის შესახებ, რათა გულგრილობის შემთხვევაში არამხოლოდ კონკრეტული ადამიანი შეიძლება დაზარალდეს, არამედ კომპანიის ინფორმაციის შემთხვევით გაცემით სრულიად ბიზნესი დაზარალდეს. ასევე, მნიშვნელოვანია ნებისმიერი ტიპის ორგანიზაციაში დანერგლი იყოს უსაფრთხოების სისტემები, რომელიც თავიდან აარიდებს ბიზნესს ორგანიზებულ კიბერშეტევებს. ამ მიმართულებით საუკეთესო შედეგის დასადებათ აუცილებელია პირველ რიგში მენეჯმენტმა გაიაზროს დაცულობის მნიშვნელოვნობა, შემდეგ არ დაინანოს რესურსი ამ იდეის სრულსაყოფად და ბაზარზე მოძებნოს კომპეტენტური ადამიანებისგან დაკომპლექტებული კომპანია, ვინც დაეხმარება ამ პრობლემის გადაწყვეტაში.

უსაფრთხოების სისტემები შეიძლება ცალკეულ ადამიანებს ცხოვრებაში არ ჰქონდეს დანერგილი, თუმცა ამ თემაზე ინფორმირებულობა და საჭირო დეტალების ცოდნა მკვეთრად ამცირებს ამ სქემით დაზარალებულთა რიცხვს. ტექნოლოგიის განვითარება და მასთან ერთად უდიდესი რაოდენობის ინფორმაციაზე წვდომა ვახსენეთ, თუმცა საკუთარი ინფორმაციის უსაფრთხოება მაინც ყველაზე პრობლემატურია დღეს, იმის მიუხედავად, რომ ზუსტი ინფორმაციაა მხოლოდ საჭირო დანაშაულის თავიდან ასაცილებლად, რაც ამყარებს აზრს, რომ ადამიანების უმეტესობის ყურადღება ამ საქმის მიმართ სულაც არაა მიმართული და შესაბამისად არც ინტერესდებიან სულ მცირე ინფოც კი რომ მოიძიონ. ამ პრობლემის გადაწყვეტის გზა სხვადასხვა სახით და კონკრეტული, ფუნქციური მესიჯების სახით ინფორმაციის მიწოდებაა, რომლის მიზანიც ცნობიერების ამაღლებაა ამ საკითხისადმი.

0
34
შეფასება არ არის
ავტორი:ნათია მიროტაძე
ნათია მიროტაძე
34