x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
76 წლის მღვდელმა ორი მცირეწლოვანი გოგონა პირდაპირ ტაძარში გააუპატიურა
image

დელის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა ადგილობრივ მღვდელს, სახელად ვიშვა ბანდჰუს(Vishwa Bandhu), რადგან ის ორ გოგონას- 7 და 9 წლისას, თავს დაესხა ტაძარში და იქვე გააუპატიურა, წერს The Times of India.


აღსანიშნავია, რომ 76 წლის მამაკაცმა საქმის წარმოების არცერთ ეტაპზე არ გამოხატა სინანული. უვადო თავისუფლების აღკვეთის გარდა, იგი დაჯარიმდა 50 000 რუპიით გაუპატიურებისათვის და 10 000 რუპიით მსხვერპლთა დაშინებისათვის. ასევე მას დაეკისრა კომპენსაცია თითოეული გოგონასათვის 750 ათასი რუპიის ოდენობით.( მიმდინარე კურსით, რუპია 4 თეთრი ღირს.)


მოსამართლემ განსაკუთრებით გაამახვილა ყურადღება იმ ფაქტზე, რომ დანაშაული მოხდა ზუსტად იმ ადგილას, სადაც ბავშვები წესით ყველაზე დაცულად უნდა გრძნობდნენ თავს.




არა და 76 წლის მღვდლის ხელახლა აღზრდა შეუძლებელია.-დასძინა მოსამართლემ.


ამ კვირის დასაწყისში დელიში მასობრივი საპროტესტო აქციები გაიმართა კიდევ ერთი ცხრა წლის გოგონას გაუპატიურებისა და მკვლელობის გამო, რომელშიც ინდუსი მღვდელიც მონაწილეობდა. ამავდროულად, ოთხმა მოძალადემ ჯერ სცადა ბავშვის დედის გაჩუმება, რომ არ გამოუვიდათ ეს ამბავი, ამის შემდეგ ბავშვის სხეული დაწვეს.


image


ინდოეთი არის ერთ -ერთი ყველაზე სახიფათო ქვეყანაა ქალებისთვის. იქ ყოველდღიურად რეგისტრირდება ძალადობის რამდენიმე ათეული შემთხვევა, რომელიც ხშირად მსხვერპლის სიკვდილით მთავრდება.

1
308
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
308
  
2021, 8 აგვისტო, 16:49
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1