x
image
თუთიკო ბერძენა
როცა ხელისუფალს შვებას ჰგვრის ომი, მათ შორის, პანდემია
image

ხშირად გესმით, რომ ომი წარმოებს ქვეყნისა და ხალხის ეროვნული ინტერესებისათვის. მაგრამ რას მოუტანს ომი ხალხს?

ცრემლებს, სისხლს, ინფრასტრუქტურის განადგურებას. ეს აშკარად არ შეესაბამება ჩვეულებრივი ადამიანების ინტერესებს.

ომზე ასევე ამბობენ, რომ საჭიროა მტრებისგან თავის დასაცავად. და ყველაზე დიდი მტერი შიგნით არ არის? ალკოჰოლიზმი, ნარკომანია, ჯანდაცვის დაბალი დონე, უხარისხო განათლება, კორუფცია, ნეპოტიზმი, არაპროფესიონალიზმი, არჩევნების გაყალბებები, სიღატაკე ნამდვილი მტრებია, რომლებიც უფრო მეტ ზიანს აყენებენ, ვიდრე გარე მტრები.


თქვენ შეგიძლიათ უამრავი რამ მოისმინოთ ომის შესახებ და მათ შორის ის ვერსიაც, რომ ომი ეს ხელს უწყობს კანონიერი ტერიტორიების დაბრუნებას. ასეა? და რამდენად კანონიერია ტერიტორიები? ერთხელ ეს მიწები რომისა და ბაბილონის, სხვა უძველესი ტომებისა და სახელმწიფოების საკუთრება არ იყო?

რა კარგად თქვა ჯონსონ ჰაირამ: ნებისმიერი ომის პირველი მსხვერპლი სიმართლე ხდება....


სახელმწიფო დაცვის ილუზია

სკეპტიკოსებს მაღალი მოტივები არადამაჯერებელი ეჩვენებათ; ისინი ეძებენ ფარულ ინტერესებს. მაგალითად, რატომ იბრძვის ამერიკა ერაყში? მას ალბათ სჭირდება ნავთობი! რატომ იბრძვის რუსეთი უკრაინაში? მას ალბათ ტერიტორიის წართმევა სურს! ეს ჰიპოთეზები არ არის დადასტურებული. და როდესაც სირიაზე ვარდება საუბარი, სკეპტიკოსები მთლიანად იკარგებიან: "აბა, იქ რუსებს რაღა უნდათ?"

არ არის საჭირო ბოროტებით ახსნა ის, რაც ადვილად შეიძლება აიხსნას არაკომპეტენტურობით. მაგალითად, თქვა, რომ უბრალოდ იდიოტები არიან ხელისუფლებებში, ამიტომ ნაგვურად იქცევიან.
როდესაც ადამიანები თანმიმდევრულად აკეთებენ ერთსა და იმავეს, თითქოსდა „დაუფიქრებლად“ გარე შემფასებლისთვის, მაგრამ გასაოცარი სახით მათი ძალაუფლების გასაძლიერებლად და მოქმედებების გასამდიდრებლად, , სისულელეა ამის არაკომპეტენტურობას მიწერა.

როდესაც მთავრობის წარმომადგენლები ზედმეტად იტანჯებიან რესურსების შერჩევით, ადამიანები აღარ ხედავენ აზრს თავიანთი სამუშაოს ანაზღაურებაში და მოტივაციას კარგავენ. ეკონომიკური მაჩვენებლები იწყებს დაცემას. როდესაც ეს პუნქტიც გავლილია, გადასახადების მომატება და ინფლაცია წყვეტს მუშაობას: ისინი პოლიტიკოსების წინააღმდეგ განაწყობენ მშრომელ ადამიანებს, რისკის ქვეშ აყენებენ მათ ძალაუფლებას. იმისათვის, რომ ეკონომიკა უკეთესობისკენ შეიცვალოს, საჭიროა ლიბერალიზაცია, მაგრამ, ისევ და ისევ, თუ უკუკავშირის პუნქტი გავლილია, მთავრობა ლიბერალიზაციის უფლებას თავს ვეღარ აძლევს, რადგან ესმის, რომ მას დაუყოვნებლივ მოისვრიან.

თუ ეკონომიკაში ყველაფერი ცუდადაა, გადასახადების გაზრდის შესაძლებლობაც არ არსებობს, რადგან მოქალაქეები აღშფოთდებიან და არ გადაიხდიან, ხოლო ლიბერალიზაცია ასევე შეუძლებელია, რადგან ის საფრთხეს უქმნის ძალაუფლებას, რჩება მხოლოდ ერთი რამ - რომ დაიწყოს ომი.

პანდემიაც ომია, თუმცა არა იმდენად ქვეყნებს შორის, არამედ ქვეყნების ხელისუფლებების შეთანხმებული ომი მსოფლიოს მოქალაქეების წინააღმდეგ! კაცობრიობის წინააღმდეგ!

ომი არის შესანიშნავი საბაბი მოსახლეობისგან რესურსების ამოღების გასაგრძელებლად, ეს არის სასარგებლო პროპაგანდისტული ინსტრუმენტი. როდესაც ომია, მოუხერხებელია ცუდი ცხოვრების გამო იწუწუნო. ომის დროს ადამიანები ჩუმად განიცდიან გაცილებით დიდ გაჭირვებას, ვიდრე მშვიდობიან დროს. ომისას ქაოსია, ამღვრეულ წყალში კი მეტი თევზის დაჭერა შეიძლება, ომი ყველაფერს ჩამოწერს, ომის დროს ხელისუფალი როგორც სურს, ისე იქცევა... ყველაფერს ომს გადააბრალებს, საკუთარ პასუხისმგებლობასაც ომს გადააბარებს. ომი ეს არის ძალიან ეფექტური გზა მოსახლეობის ჩაჩუმების მიზნით, რათა არ გაბრაზდეს, როდესაც არც ისე ტკბილი ცხოვრება აქვს.

ზოგადად, ომი, როგორც წესი, იწყება შედარებით სუსტ სახელმწიფოში, რომელსაც არ შეუძლია რეაგირება. როდესაც ამერიკას ჰყავდა "მტერი" - სსრკ, რატომღაც ომი ვიეტნამში იყო. რუსეთს ახლა ჰყავს "მტრები" - ამერიკა და ევროპა, მაგრამ ის კონფლიქტშია საქართველოსთან და უკრაინასთან, ომი აქვს სირიასთან. სერიოზულ სახელმწიფოებთან ომს ემუქრება სატანადო პასუხი, რამაც შეიძლება თავად პოლიტიკოსები დააზარალოს, ხოლო პაწაწინა ან სუსტ ქვეყნებთან ომი მათთვის სრულიად აბსტრაქტული, უსაფრთხო რამ არის. და თუ ამის გამო მეტროში ადგილი აქვს რაიმე სახის ტერორისტულ თავდასხმებს, არაუშავს: პოლიტიკოსები არ დადიან მეტროში, მაგრამ იქნება კიდევ ერთი მიზეზი კანონმდებლობის გამკაცრებისთვის შესამჩნევი წინააღმდეგობის გარეშე.

ამერიკა ერაყთან ომშია, რადგან ამერიკის მთავრობას სურს საკუთარი მოსახლეობისგან მეტი რესურსის მოპოვება. რუსეთი უკრაინასთან ომშია, რადგან რუსეთის მთავრობას სურს საკუთარი მოსახლეობისგან მეტი რესურსის მოპოვება. მსოფლიოს ყველა სახელწიფოს ხელისუფლება ომშია მსოფლიო მოსახლეობასთან, რადგან სურთ გადაფარონ მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი და თან მეტი რესურსი ამოიღონ მოსახლეობისგან!

აი, რატომ მიდის მუდამ ბრძოლა ძალაუფლებაში მოსახვედრად- შენ აღარ ხარ მოსახლეობის ნაწილი... არავინ გწეწავს, პირიქით - წეწავ!

0
69
1-ს მოსწონს
ავტორი:თუთიკო ბერძენა
თუთიკო ბერძენა
69
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0