მოვლენები მკერდის გადიდება 100 წლის წინ. ნახეთ, როგორ აღწევდნენ ქალბატონები სრულყოფილ ფორმებს 2021, 7 აგვისტო, 23:21 მოდის სახელით რისი ატანა აღარ გვიწევს! რა მსხვერპლზე არ გვიწევს წასვლა რათა მუდამ ლამაზად, თანამედროვედ და სასურველად გამოვიყურებოდეთ, თუმცა ბუნებამ თოთოეული ჩვენგანი განსხვავებული შეგვქმნა და ყველა სხვადასხვა ღირსებით დაგვაჯილდოვა - სამწუხაროდ, ყველა ქალი სილამაზის საყოველთაოდ აღიარებულ სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს. ასე რომ, მე - 19 საუკუნეში ქალბატონებს ზოგიერთი რთული პრობლემის გადაჭრაც უწევდათ: აი, მაგალითად როგორ ყოფილიყვნენ მოდის ჟურნალებში მომზირალ ულამაზესს მოდელებზე არანაკლებ თვალისმომჭრელები ან რა ზომებისთვის მიემართათ სასურველი ფორმების მისაღწევად თუკი ბუნებამ ისინი სავსე მკერდით არ დააჯილდოვა?იმდროინდელი ქალთა ჟურნალები სავსე იყო სარეკლამო აბებითა და სხვადასხვა სასწაულმოქმედი მიქსტურებით, რომლებიც მშვენიერი სქესის წარმომადგენლებს ნაკლოვანებების გამოსწორებას სრულიად უმტკივნეულოდ ჰპირდებოდა. მაგალითად, იმ პერიოდის ჟურნალებში ხშირად შეხვდებოდით მკერდში შესაზელ სპეციალურ "ბიუსტის საცხს", რომლის რეკლამაც მანდილოსნებს უმტკიცებდა, რომ თუ ისინი მას რეგულარულად მოიხმარდნენ ჯადოსნურ შედეგს აუცილებლად მიაღწევდნენ, ხოლო აი, საფრანგეთში კი, მკერდის გასადიდებელი "აღმოსავლური აბები" საკმაოდ ფართოდ იყო რეკლამირებული.მაგრამ თუ აბები და თხევადი ნარევები მკერდის გაზრდას ვერ უზრუნველყოფდა, მაშინ ქალბატონები საკუთარი "ღირსებების" გასაზრდელად უკვე ვანტუზის მსგავსს აპარატს - Princess Bust Develop -ს იყენებდნენ, რომელიც რეკლამის თანახმად, გულმკერდის კუნთებს ავითარებდა, კაპილარებს აძლიერებდა და მოშვებულ კანს ამკვრივებდა.ქალების მიერ არაერთი მეთოდი იქნა აპრობირებული. მათ, ვინც აბების, კრემებისა და აპარატების საშუალებით სასურველ შედეგს ვერ აღწევდა, დახმარებისთვის მკერავს მიმართავდა. ასე რომ, 1860 - იან წლებში კაბისთვის გულმკერდის არეში საჭირო მოცულობის მისანიჭებლად ბამბის ან რეზინის შუასადებს იყენებდნენ.ზოგჯერ ეშმაკურ კორსეტებსაც კერავდნენ.მოგვიანებით, ქალებს მაშველ რგოლად "Lemon Cup" - ის პატენტირებული "ბიუსტის გამადიდებელი" მოევლინათ.Lemon Cup, 1890 წელიმაგალითად, ეს "Lemon Cup" -ი ორ მრგვალ შუასადებს წარმოადგენდა, რომლებიც უბრალო, თეთრ ბამბის ტომარაში იყო მოთავსებული, თუმცა ყველაფერი ასე მარტივად არ იყო! ამ ტომრების შიგნით ზამბარა გახლდათ, რომელიც ცხენის ძუის შემავსებლის სიღრმეში იმალებოდა. როდესაც თეთრეული კორსეტს აჭერდა, მკერდი ვეშაპის ულვაშს აწვებოდა, რომელიც ზამბარას გარეთ ქაჩავდა, რაც შთამბეჭდავი ბიუსტის შთაბეჭდილებას ტოვებდა.ქალის მკერდის გასადიდებელი, 1900 წელი"Woven Celluloid" და "Cotton Bust Improver" -ი, 1890 ‑ იანი წლები. ამ ვარიანტში, უხეში ცელულოიდური ჭიქები ბამბით არის ამოვსებული, რომლებსაც ზემოდან მუსლინის ჩიხოლი აქვთ გადაკრული.ქალის მკერდის გასადიდებელი (გარედან), 1905 წელიქალი მკერდის გასადიდებელი (შიგნიდან), 1905 წელიასეთი ბიუსტჰალტერის მოდამ 10 წელზე მეტხანს - 1900-იანი წლების დასაწყისიდან 1910-იანი წლების შუა ხანებამდე გასტანა.რას იზამ, ქალებს ზოგჯერ სილამაზის გამო პატარა ეშმაკობებზეც გვიწევს წასვლა, თუმცა ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ კეთილი ზრახვები - სრულყოფილებისკენ სწრაფვა გვამოძრავებს.403 შეფასება არ არის |