x
მეტი
  • 06.10.2024
  • სტატია:137470
  • ვიდეო:351968
  • სურათი:511371
მკერდის გადიდება 100 წლის წინ. ნახეთ, როგორ აღწევდნენ ქალბატონები სრულყოფილ ფორმებს

image

მოდის სახელით რისი ატანა აღარ გვიწევს! რა მსხვერპლზე არ გვიწევს წასვლა რათა მუდამ ლამაზად, თანამედროვედ და სასურველად გამოვიყურებოდეთ, თუმცა ბუნებამ თოთოეული ჩვენგანი განსხვავებული შეგვქმნა და ყველა სხვადასხვა ღირსებით დაგვაჯილდოვა - სამწუხაროდ, ყველა ქალი სილამაზის საყოველთაოდ აღიარებულ სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს. ასე რომ, მე - 19 საუკუნეში ქალბატონებს ზოგიერთი რთული პრობლემის გადაჭრაც უწევდათ: აი, მაგალითად როგორ ყოფილიყვნენ მოდის ჟურნალებში მომზირალ ულამაზესს მოდელებზე არანაკლებ თვალისმომჭრელები ან რა ზომებისთვის მიემართათ სასურველი ფორმების მისაღწევად თუკი ბუნებამ ისინი სავსე მკერდით არ დააჯილდოვა?


image


იმდროინდელი ქალთა ჟურნალები სავსე იყო სარეკლამო აბებითა და სხვადასხვა სასწაულმოქმედი მიქსტურებით, რომლებიც მშვენიერი სქესის წარმომადგენლებს ნაკლოვანებების გამოსწორებას სრულიად უმტკივნეულოდ ჰპირდებოდა. მაგალითად, იმ პერიოდის ჟურნალებში ხშირად შეხვდებოდით მკერდში შესაზელ სპეციალურ "ბიუსტის საცხს", რომლის რეკლამაც მანდილოსნებს უმტკიცებდა, რომ თუ ისინი მას რეგულარულად მოიხმარდნენ ჯადოსნურ შედეგს აუცილებლად მიაღწევდნენ, ხოლო აი, საფრანგეთში კი, მკერდის გასადიდებელი "აღმოსავლური აბები" საკმაოდ ფართოდ იყო რეკლამირებული.


image


მაგრამ თუ აბები და თხევადი ნარევები მკერდის გაზრდას ვერ უზრუნველყოფდა, მაშინ ქალბატონები საკუთარი "ღირსებების" გასაზრდელად უკვე ვანტუზის მსგავსს აპარატს - Princess Bust Develop -ს იყენებდნენ, რომელიც რეკლამის თანახმად, გულმკერდის კუნთებს ავითარებდა, კაპილარებს აძლიერებდა და მოშვებულ კანს ამკვრივებდა.


image


ქალების მიერ არაერთი მეთოდი იქნა აპრობირებული. მათ, ვინც აბების, კრემებისა და აპარატების საშუალებით სასურველ შედეგს ვერ აღწევდა, დახმარებისთვის მკერავს მიმართავდა. ასე რომ, 1860 - იან წლებში კაბისთვის გულმკერდის არეში საჭირო მოცულობის მისანიჭებლად ბამბის ან რეზინის შუასადებს იყენებდნენ.

imageimageimage



ზოგჯერ ეშმაკურ კორსეტებსაც კერავდნენ.




imageimage


მოგვიანებით, ქალებს მაშველ რგოლად "Lemon Cup" - ის პატენტირებული "ბიუსტის გამადიდებელი" მოევლინათ.


image


Lemon Cup, 1890 წელი



მაგალითად, ეს "Lemon Cup" -ი ორ მრგვალ შუასადებს წარმოადგენდა, რომლებიც უბრალო, თეთრ ბამბის ტომარაში იყო მოთავსებული, თუმცა ყველაფერი ასე მარტივად არ იყო! ამ ტომრების შიგნით ზამბარა გახლდათ, რომელიც ცხენის ძუის შემავსებლის სიღრმეში იმალებოდა. როდესაც თეთრეული კორსეტს აჭერდა, მკერდი ვეშაპის ულვაშს აწვებოდა, რომელიც ზამბარას გარეთ ქაჩავდა, რაც შთამბეჭდავი ბიუსტის შთაბეჭდილებას ტოვებდა.


imageimage



ქალის მკერდის გასადიდებელი, 1900 წელი



imageimage



"Woven Celluloid" და "Cotton Bust Improver" -ი, 1890 ‑ იანი წლები. ამ ვარიანტში, უხეში ცელულოიდური ჭიქები ბამბით არის ამოვსებული, რომლებსაც ზემოდან მუსლინის ჩიხოლი აქვთ გადაკრული.


imageimageimageimageimageimageimage

ქალის მკერდის გასადიდებელი (გარედან), 1905 წელი


image



ქალი მკერდის გასადიდებელი (შიგნიდან), 1905 წელი



imageimage


ასეთი ბიუსტჰალტერის მოდამ 10 წელზე მეტხანს - 1900-იანი წლების დასაწყისიდან 1910-იანი წლების შუა ხანებამდე გასტანა.


imageimage


რას იზამ, ქალებს ზოგჯერ სილამაზის გამო პატარა ეშმაკობებზეც გვიწევს წასვლა, თუმცა ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ კეთილი ზრახვები - სრულყოფილებისკენ სწრაფვა გვამოძრავებს.









0
403
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
403