ფეხბურთი “ბევრჯერ შემოსულა მწვრთნელი თამაშამდე, წელზემოთ ვიყავით ხოლმე შიშვლები, წელქვემოთაც" 2021, 7 აგვისტო, 14:48 “ბევრჯერ შემოსულა [მწვრთნელი] თამაშამდე, წელზემოთ ვიყავით ხოლმე შიშვლები, წელქვემოთაც. ჩვენ გვითქვამს, რომ გასულიყო და მერე გადიოდა, მაგრამ კვლავ იგივე მეორდებოდა”.[ფეხბურთელი ქალი]
“2-3 წლის წინ მქონდა დაპირისპირება დირექტორთან, პირდაპირ გვაყენებდნენ შეურაცხყოფას, მარტო მე არა, ჩემს სპორტსმენებს. ითხოვდნენ ჩვენს გასახდელში შემოსვლას, უფროსობა იყვნენ და შემოდიოდნენ, ბირჟაზე არჩევდნენ მერე ყველაფერს. რომ შემოვიდნენ, გასახდელში ლიფები ეკიდა და ამას განიხილავდნენ. ეს გაგრძელდა - იქ შემოვარდნა და ბავშვების მასხრად აგდება და დაცინვა, მერე სურათებს უღებდნენ გასახდელში“. [ძიუდოს მწვრთნელი ქალი]
“თბილისში წავსულვართ ერთად შეჯიბრებაზე, ერთ ოთახში ვყოფილვართ. გამეღვიძა და დავინახე, პორნოებს რომ უყურებდა ჩემი თანდასწრებით“. [მოფარიკავე ქალი].
“ერთი ფაქტი იყო - კონფლიქტი მოუვიდა ერთ გოგოს და მწვრთნელმა უთხრა, ძუძუზე ხელს თუ მომაკიდებინებ, დაგტოვებო. იმ გოგომ, რა თქმა უნდა, უარი უთხრა და წავიდა. ამაზე არაფერი ვიცოდით მაშინ, მოგვიანებით გავიგეთ“. [ფეხბურთელი ქალი]
“ფარიკაობაზე დავდიოდი. პატარა ვიყავი მაშინ და მერე გავიაზრე, მაშინ ვერ მივხვდი კარგად. ფარიკაობაზე ინდივიდუალურად გავარჯიშებს მწვრთნელი, ერთ ოთახში ხარ, ერთსაათიანი, საათნახევარიანი ვარჯიშები იყო ხოლმე. 13 წლის ვიყავი, მკერდზეც კი მოუკიდებია ხელი. კი არ გამოვსულვარ, მარტო თავი დამანებე-თქო მითქვამს და გამიგრძელებია ვარჯიში“. ![]() 492 1-ს არ მოსწონს
|