x
კორეელი ამერიკელების ასიმილაცია-აკულტურაციის პრობლემები
ხაზგასმა კოლექტივიზმზე, ურთიერთდამოკიდებულებაზე, ოჯახის პრიორიტეტულობაზე და ვალდებულებებზე ოჯახის მიმართ არის მუდმივი მუქარა რაც ქმნის ბევრ აზიურ ამერიკულ კულტურას, მათ შორის კორეულ-ამერიკულსაც. მნიშვნელოვანი ღირებულება აზიურ-ამერიკული ოჯახისთვის_ოჯახური ვალდებულება. რწმენა და ატიტუდები რომელიც გამოხატავს პატივისცემას ოჯახის წევრების მიმართ, მხარდაჭერას მათი როგორც ემოციურად, ასევე ფინანსურად. ოჯახური ვალდებულებები ასოცირებულია ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან

თუმცა აზიელი ამერიკელებისთვის ეს ოჯახური ვალდებულების ოპერაციონალიზაცია ხდება, როგორც „ცხოვრება მშობლების მოლოდინების მიხედვით“ აკადემიურ სფეროში ან კარიერაში ეს დაკავშირებულია ფსიქოლოგიურ დისტრესთან აზიელ-ამერიკელ მოზარდებში (Dundes, Cho, & Kwak, 2009; Saw, Berenbaum, & Okazaki, 2013)

აზიელი ამერიკელი მოზარდებისთვის, რომლებიც განიციან სტერეოტიპს, როგორც აკადემიურ სფეროში ზედმეტად მოწინავეებს, კარგად მომქცევი სტუდენტების სახელს ატარებენ და ხშირად დგებიან სერიოზული მენტალური გამოწვევების წინაშე_მათ შორის მაღალი სოციალური მღელვარება, დაბალი თვითშეფასება, და დიდი სიხშირით დეპრესიული განწყობა და რისკები თვითდაზიანების და რა თქმა უნდა, მეცნიერები აღზრდის სტილს განიხილავენ, როგორც ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს. კორეელ მოზარდები (ფილიპინელებიც) ამჟღავნებენ ყველაზე დიდი რაოდენობით დეპრესიას და სუიციდურ ქცევებს ვიდრე სხვა აზიელი ამერიკელები (David, 2010; Kim &

Cain, 2008)


აზიელი ამერიკელი მოზარდების მიერ მათი მშობლების აღმზრდელობითი სტილი აღქმულია როგორც არაჰუმანური.

ვესტერნული აღზრდის სტილისგან განსხვავებით აზიელი ამერიკელების აღზრდის სტილი განხილულია როგორც მოტად მაკონტროლირებელი, ემოციურად დისტანცირებული, მკაცრი h (Choi, Kim, Pekelnicky, Kim, & Kim, 2017).

მკაცრი აღზრდის სტილი. „დამამძიმებელი“ აღზრდის სტილი (ტვირთი რომ მშობლებს უნდა დაუბრონო ინვესტიცია რაც შენში ჩადეს, ვალდებულება რომ იზრუნო მშობლებზე როგორც კი შევლენ ასაკში. ზეწოლა აკადემიურ სფეროში წარმატების მიღწევის ხშირად ხდება „მამათა და შვილა“ კონფლიქტის მიზეზი აზიურ-ამერიკულ ოჯახებში, ასევე ახალგაზრდათა დისტრესის (Frost, Marten, Lahart, & Rosenblate, 1990; Silk, Morris, Kanaya, &Steinberg, 2003; Soenens, Vansteenkiste, & Luyten, 2010).


აზიელ-ამერიკელთა ოჯახები შესწავლილ იქნა ფსიქოლოგიური კონტროლის ფორმის მიხედვით. შვილები შეიძლება გრძნბდნენ, რომ მშობლების მოწონება მათ მიმართ დამოკიდებულია მათ აკადემიურ შეფასებასა და მიღწევებზე (Soenens et al., 2010) აზიურ-ამერიკულ ოჯახებს ხშირად აქვთ მოლოდინები, რომ მათი შვილები პერსონალური მსხვერპლშეწირვას გაიღებენ ოჯახური ჰარმონიისთვის.

image

თაობათაშორისი კულტურული კონფლიქტი_წარმოადგენს

აკულტურაციულ დაშორებას, ინტერვალს მშობლებსა და შვილებს შორის. პრაქტიკულად განსხვავებული კულტურული ღირებულებების მხარდაჭერა, როგორიცაა უფროსების პატივისცემა, აღმზრდელობითი ავტორიტეტი, პიროვნული მსხვერპლის გაღება. გენდერული პერსპექტივა აღმზრდელობით სტილში მოიცავს მკაცრ აღზრდას შვილების, რათა შეასრულონ აღწერილი გენდერული როლები და მოიქცნენ ზუსტად ისე, როგორც მოითხოვს მათი გენდერი. განსაკუთრებიტ გოგონებსა და მშობლებს შორის არის ეს კონფლიქტი კორეულ-ამერიკულ ოჯახებში.


მემკვიდრეობა კონფუციანიზმის ბუდიზმისა და ტაოიზმის განსაკუთრებულ გავლენას ახდენს კორეელ მიგრანტებზე (თუმდაც პროტესტანტ კორეელებზე). კორეელი ამერიკელები, განსაკუთრებით სრულწლოვანი იმიგრანტები დიდწილად ერთენოვნებად რჩებიან და სოციალიზაციას ძირითადად ახდენენ მათ ეთნიკურ ჯგუფთან, სახლდებიან ისეთ ადგილებში, სადაც არის მაღალი კორეელ-ამერიკელების კონცენტრაცია.


კორეელი ამერიკელები უპირატესობას ეროვნულ საკვებს ანიჭებენ და მათი დიდი ნაწილი ხშირად სწორედ ეროვნული სამზარეულოს პოპულარიზაციაში არის ჩართული, ხსნიან კორეულ მცირე ზომის რესტორნებს და ა.შ.

არის ასეთი მოსაზრება, რომ საჭმელი ატარებს დამატებით მნიშვნელობას ტრანსნაციონალური იმიგრანტებისთვის, რომლებიც ცხოვრობენ უცხოურ ქვეყნებში. საჭმლის ხილული მნიშვნელობა, როგორც კულტურული ცენტრის გადამტანის იზრდება მშობლიური ქვეყნისგან ადგილსა და დროში დისტანცირების პარალელურად.

მაშინ როდესაც რეალურად, თვალნათლივ მცირდება ისეთი კულტურული მახასიათებლები როგორიცაა დაკავშირებული რელიგიასთან, ჩაცმის სტილთან და თავად ენასთან.

დღესდღეობით, ძალიან ბევრი ტოვებს ამერიკას და ბრუნდება კორეაში . მიუხედავად იმისა რომ ძალიან დიდი ისტორია აქვთ აზიელებს ამერიკაში ცხოვრების. ამერიკელებად მაინც არ განიხილებიან.

ისინი წარმოადგენენ Model minority-ს, რაც ნიშნავს, რომ აზიელი ამერიკელები უნდა იყვნენ „სამაგალითო“ სხვა უმცირესობებისთვის თუ როგორ უნდა იყო წარმატებული.

ბოლოს აღსანიშნავია 2018 წლის ჰარვარდის ბიზნესმიმოხილვა, რომელმაც აჩვენა, რომ აზიელ-ამერიკელებს ყველაზე ნაკლები შანსი აქვთ სხვა უმცირესობებთან შედარებით მენეჯმენტში დაწინაურების. აზიელი ამერიკელები წარმოადგენენ დავიწყებულ უმცირესობას „მინის ჭერის“ საუბრებში.

0
21
შეფასება არ არის
ავტორი:მარიამი კუბლაშვილი
მარიამი კუბლაშვილი
21
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0