x
ინტერპერსონალური კომუნიკაცია კორეული იმიგრაციის მე2 და მე3 ტალღაში
მეორე ტალღა კორეელი იმიგრანტების_1950-64

იაპონიის მიერ კორეის ანექსიის დასასრული 1945ში ქვეყნისთვის დიდი სიხარული, მაგრამ ამავდროულად ახალი ბრძოლის დასაწყისი იყო. კორეა უკვე იქცა ჭადრაკის დაფად ამერიკასა და სსრკს ძალებს შორის. 1948ში კორეა გაიყო 2 პოლიტიკურ ორგანიზმად_სამხრეთ კორეას მხარს უჭერდა ამერიკა, ჩრდილოეთში კი კომუნისტურ მთავრობას ამაგრებდა საბჭოთა კავშირი. კორეის ომის განმავლობაში (1950-53წლები) მეორე ტალღა კორეელი იმიგრანტების გადავიდა ამერიკაში. ცივი ომის „მხოლოდ იდეოლოგიური“ კონფლიქტი გადაიქცა კორეის ნაციონალურ განსაცდელად, რომელმაც შეიწირა 55000მდე ადამიანი. ამ პერიოდში 15000 კორეელი დაახლოებით წავიდა იმიგრაციაში ამერიკის შეერთებულ შტატებში. The McCarran and Walter Act of 1952 აქტმა გააუქმა აზიელი იმიგრანტების მიღების წინამდებარე აქტის აკრძალვა და აზიელ იმიგრანტებს ნება დართო მიეღოთ მოქალაქეობა. მეორე ტალღა თავის მხრივ აერთიანებდა 3 ჯგუფს_1. კორეელი ცოლები ამერიკელი ჯარისკაცების, ცნობილი როგორც ომის პატარძლები, 2. ომში დაოწბლებულები და ნაშვილები ამერიკელი ოჯახების მიერ და დაახლოებით 27000მდე ადამიანთა ჯგუფი სტუდენტების, ბიზნესმენებისა და ინტელექტუალების.

image

ომის პატარძლების აქტი 1946 წლის ნებას რთავდა კორეელ ცოლებს წასულიყვნენ ამერიკაში იმიგრაციით. ომის პატარძლები, როგორც პირველი ტალღის კორეელი იმიგრანტები იტანჯებოდნენ უცხოობით და კულტურალური ბარიერებით. ქალები იყვნენ იზოლირებულები როგორც ამერიკული, ასევე კორეული სოციუმისგან, რადგან მათი ოჯახების უმრავლესობა მოითხოვდა სამხედრო ბაზებზე დარჩენას.


image

მეორე ჯგუფი იმიგრანტების იყვნენ აყვანილი კორეელი ბავშვები შერეული ეთნოსით. მათ მოიხსენიებდნენ როგორც „GI babies”. ბავშვები განიცდიდნენ სამმაგ სტიგმას_1. იყვნენ შერეული რასის, 2.უმამოები და 3. მათ დედებს ეპყრობოდნენ როგორც პროსტიტუტებს, რომლებიც აჩენდნენ რასობრივად “არაწმინდა“ ბავშვებს. აყვანილ ბავშვებს შორის 41% იყვნენ „წმინდა სისხლის“ (დედით და მამით) კორეელები, 46% ჰყავდა კავკასიელი მამა, დანარჩენები კი იყვნენ აფრიკელი-კორეელები. ეს ბავშვები ძირითადად აყვანილი იქნენ ქრისტიანი ოჯახების მიერ. მასაჩუსეტსის შტატში ყველაზე დიდი პროცენტული რაოდენობა კორეელი აყვანილი ბავშვების.

image

მე3 ჯგუფს შეადგენდნენ კორეელი სტუდენტები, ბიზნესმენები, პოლიტიკოსები. დაახლოებით 6000 კორეელი სტუდენტი შევიდა აშშ-ში 1950-64 წლებში. აქედან ბევრი იყო ექიმი, ადვოკატი და პროფესორი. მიუხედავად იმისა, რომ არ იყვნენ თავისუფალნი სეგრეგაციისა და მაინორი რასიზმისგან, კორეელი იმიგრანტები კარგად იქნა მიღებული ერთიანობაში და ინტეგრირებული ამერიკულ საზოგადოებაში. ისინი გახდნენ „model-minority”.


მე3 ტალღა კორეელი იმიგრანტების

მესამე ტალღის დაწყება 1965წლის იმირაციისა და ნატურალიზაციის აქტს უკავირდება, რამაც შსაძლებელი გახადა ოჯახები გაერთიანებულიყო. ამერიკამ დაინახა საჭიროება და სარგებელი გამოცდილი მუშახელის, სქორედ ამიტომ აწია კვოტას სისტემა და დაიქირავა ექსპერტები აზიიდან. მუშახელს გამოყვა ოჯახებიც კორეიდან. 30 000ს მიაღწია 1976ში. 1976დან 90მდე კორეული დიასპორა იყო ყველაზე დიდი ჯგუფი იმიგრანტების ამერიკაში.

image

1960დან 80მდე გადასახლების მიზეზი იყო უმუშევრობის ძალიან მაღალი დონე, პოლიტიკური დაუცველობა, სამხედრო დიქტატურა კორეაში. ამ თაობის შვილები ცნობილია როგორც „მეორე თაობა“ _წარმოადგენს თანამედროვე კორეელ ამერიკელებს. განსხვავებით პირველი და მეორე ტალღის იმიგრანტებისგან, რომლებიც იყვნენ ძირითადად დაბალი დონის მუშახელის პოზიციაზე, ომის მსხვერპლი თუ პოლიტიკური დევნილები, მესამე ტალღის იმიგრანტები თავად აკეთებდნენ არჩევანს და მიდიოდნენ ამერიკულ ოცნებაში უკეთესი ეკონომიკური ცხობრების შესაქმნელად.

0
39
შეფასება არ არის
ავტორი:მარიამი კუბლაშვილი
მარიამი კუბლაშვილი
39
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0