x
კორეული იმიგრაციის პირველი ტალღა აშშ-ში
კორეელების იმიგრაცია 3 დიდ ნაწილად შეიძლება გავყოთ. ეს არის პირველი ტალღა_1903დან 1949წლებში, მეორე ტალღა 1950-64 და თანამედროვე პერიოდი.

ასევე შეიძლება გამოვყოთ 1884 წელიც, მას შემდეგ რაც დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდა ამერიკის შეერთებულ შტატებსა და კორეას შორის, თუმცა მასშტაბით აღნიშნული მიგრაცია_ძირითაადი მასა სტუდენტები და პოლიტიკოსები_იყო გაცილებით მცირე. იუ კილ ჩული იყო პირველი კორეელი სტუდენტი ამერიკის შეერთებულ შტატებში 1880იან წლების ერთ-ერთი იმიგრანტი.

1884 წლიდან ამერიკელმა მისიონერებმა წარმატებულად გადმოიყვანეს მრავალი კორეელი ქრისტიანობაზე, რამაც ასევე შექმნა ბაზა იმიგრაციისთვის კორეიდან ამერიკაში. თითქმის ნახევარი კორეული იმიგრაციის პირველი ტალღის იყვნენ სწორედ გაქრისტიანებული კორეელები.

პირველი ტალღა დაიწყო 1903 წლის იანვარში. კორეელი იმიგრანტები ჩავიდნენ ჰავაიში რათა ემუშავათ ანანასებისა და შაქრის პლანტაციებში. 1905 წლისთვის 7, 226ზე მეტი კორეელი ჩავიდა ჰავაიში, მათ შორის 637 ქალი და 465 ბავშვი_მიზეზი იყო გაქცევა ტურბულენტური კორეული პოლიტიკური კლიმატისგან.


1898ში ჰავაი დაიკავა აშშ. პლანტააციათა მფლობელები რა თქმა უნდა იაფ მშახელს ეძებდნენ და დაასაქმეს იმიგრანტები ჩინეთიდან. როდესაც ჩინელების დასაქმებას სამართლებრივი წინააღმდეგობა შეხვდა, აშშს დიპლომატმა და პროტესტანტმა მისიონერმა ჰორას ალენმა დაიწყო დასაქმება კორეელი მუშახელის.

image

კორეელი იმიგრანტები ავლენდნენ უმაღლესი დონის ჩართულობას რელიგიურ რიტუალებში. ერთ ერთი მთავარი მიზეზი ამისა იყო ის, რომ ჰორას ალანი და ჯორჯს ჯონსი. მათ დაასაქმეს თითქმის ნახევარზე მეტი პირველი 102 იმიგრანტის, რომლებიც რელიგიურ რიტუალებს ესწრებოდნენ ტაძარში ინჩონის ტერიტორიაზე. იმიგრანტებმა დააარსეს კორეული პროტესტანტული ეკლესია ჰავაიზე. როგორც კი პლანტაციაში მუშაობის კონტრაქტი დასრულდა დაახლოებით 50%მა გადაინაცვლა მთავარ ქალაქში და მცირე კერძო ბიზნესი დაიწყო_როგორიცაა ქიმწმენდა და ფრჩხილების სალონი მაგალითად. მეორე ნახევარი ისევ კორეაში დაბრუნდა სხვადასხვა მიზეზთაგამო, მათ შორის იყო უცხო კულტურასთან ასიმილაციის პრობლემები.

1905-24 წლებში 200მდე კორეელმა იმიგრანტმა გადაინაცვლა ჰავაიდან კალიფორნიაში (მიგრაციის ტალღები არ სრულდებოდა_შტატებს შიგნით დაიწყეს შიდამიგრაციები) როგორც “picture brides” იმ იმიგრანტების, რომლებიც უკვე მუშაობდნენ პლანტაციაში. მასიური იმიგრაცია 1924ში შეაჩერა კონგრესის მიერ მიღებბულმა აქტმა, რომელიც კრძალავდა ყველა აზიელი იმიგრანტის მიღებას, თუმცა ეს აქტი ნებას რთავდა აზიელ სტუდენტებს ესწავლათ აშშს ინსტიტუტებში (კორეა იაპონიის ანექსიის ქვეშ იყო 1910დან 1945მდე მრავალი პოლიტიკური დევნილი და ინტელექტუალი სწავლობდა აღმოსავლეთ სანაპიროს ისეთ ცნობილ უნივერსიტეტებში, როგორიცაა_ბოსტონის, ჰარვარდის, კოლუმბიის, პრინსტონის).

image

კორეული დამოუკიდებლობის მოძრაობის მოქმედებების პარალელურად 1919წელს, კორეული დიასპორა შეერთდა მთელი ამერიკის მასშტაბით. მათი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი შტაბი იყო ბოსტონში (აქ ცხოვრობდნენ პოლიტიკური დევნილები, ინტელექტუალები და პატრიოტები). ბოსტონის ლიგა კორეის მეგობრების დაარსდა 1920ში. 1919 წლის 1ლი მარტის განმათავისუფლებელი მოძრაობის შექმნის გაგრძელება იყო კორეელი „ნაციონალების“ დიდი ჯგუფის მიგრაცია ამერიკაში სასწავლებლად_რათა გამხდარიყვნენ წარმატებული ლიდერები დამოუკიდებლობის მოძრაობის.

0
39
შეფასება არ არის
ავტორი:მარიამი კუბლაშვილი
მარიამი კუბლაშვილი
39
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0