სხვა
ახალგაზრდა ბრიტანელი მილიონერის მდიდრული ცხოვრება, რომელმაც ჯეკპოტი მოიგო
2021, 6 აგვისტო, 19:46
ბრიტანული EuroMillions-ის ლატარიის იღბლიანმა გამარჯვებულმა 17 წლის ასაკში მილიონი ფუნტი სტერლინგი მოიგო, მას შემდეგ შვიდი წელი გავიდა, თუმცა ლამაზმანი გლამურული ცხოვრების წესზე უარს დღემდე ვერ ამბობს. "ინსტაგრამის" პირად გვერდზე გოგონა მრავალრიცხოვანი გამომწერების წინაშე ძვირადღირებული სამოსით, მანქანებითა და ეგზოტიკურ ადგილებზე გადაღებული ფოტოებით სისტემტურად იწონებს თავს, ხოლო თუ რაში დახარჯა იღბლიანმა ბრიტანელმა მოგებული თანხა ამას უკვე სტატიიდან შეიტყობთ.
ჯეინ პარკი წარმოშობით შოტლანდიიდან გახლავთ, გოგონა მხოლოდ 17 წლის იყო, როდესაც მან მილიონი ფუნტი სტერლინგი EuroMillions- ის ლატარიაში მოიგო. ჯეინმა ცხოვრებაში ლატარიის ბილეთი პირველად შეიძინა, რომელიც მისთვის საკმაოდ იღბლიანი აღმოჩნდა.
გამარჯვების შემდეგ, ბრიტანელმა ცხოვრების წესი რადიკალურად შეიცვალა. მილიონერი "ინსტაგრამზე" ახლა უკვე მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟულ და ძვირადღირებულ კურორტებზე დასვენების ამსხველი ფოტოებით, ძვირფასი ავტომობილებითა და დიზაინერული სამოსით მუდმივად ტრაბახობს.
ჯეინმა საკუთარი სახლის ინტერიერიც შეცვალა, რომელიც მდიდრული ავეჯითა და ულამაზესი ყვავილების თაიგულით გააფორმა.
გოგონას საკმაოდ შთამბეჭდავი ავტოპარკიც აქვს, თუმცა თავისი BMW 1 სერიის მართვა ჯეინს განსაკუთრებულ სიამოვნებას ანიჭებს, რომლის ღირებულებაც 25, 000 ფუნტ სტერლინგს შეადგენს, გარდა ამისა, ბრიტანელს VW Beetle (17, 000 ფუნტი) და Range Rover (18, 000 ფუნტი) -ც ჰყავს.
ჯეინი 2, 300 გირვანქა სტერლინგის ღირებულების Gucci-ის ჩანთას ატარებს. მის კოლექციაში ნახავთ როგორც Chanel- ისა და Fendi– ის აქსესუარებს, ასევე ბევრ სხვა დიზაინერულ ნივთსაც, რომელთა დემონსტრირებასაც გოგონა "ინსტაგრამზე" არ ერიდება.
ბრიტანელი ირწმუნება, რომ მილიონერის ცხოვრება არც ისე მარტივია, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. ერთხელ ჯეინი ლატარიის კომპანიას დაემუქრა კიდეც რომ მათ წინააღმდეგ სარჩელს შეიტანდა, ვინაიდან მოგებამ მას ცხოვრება დაუნგრია. ბედნიერება ბევრ ფულსა და ბრენდულ ნივთებში რომ არ არის ამას მილიონერიც ადასტურებს. მისი თქმით, მართალია ის ყველანაირად უზრუნველოფილია, თუმცა მისი ცხოვრება ცარიელია.