x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134546
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508603
საოცარი გემოვნება - მეგან მარკლის ფეხსაცმლით აღტაცებული მსოფლიო
პრინცი ჰარი და მსახიობი მეგან მარკლი ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე განხილვადი წყვილია. მათ ქორწინებას მსოფლიო მედიაში დიდი რეზონანსი მოჰყვა და ამ თემას არაერთი სტატია მიეძღვნა.



image


მეგან მარკლი ლოს-ანჯელესში, 1981 წლის 4 აგვისტოს დაიბადა. 18 წლის მარკლმა ილინოისის უნივერსიტეტში თეატრის და საერთაშორისო ურთიერთობების კურსზე ჩააბარა. კარიერის დაწყებამდე კი ბევრს შრომობდა და მიმტანადაც კი მუშაობდა. მსახიობი, მწერალი, საკუთარი ონლაინ-ჟურნალის The Tig -ის მთავარი რედაქტორი (ჟურნალი უკვე დაიხურა, მიზეზი პრინც ჰარისთან ქორწინებისთვის მზადება გახდა), საკუთარი ხელნაწერებითაც შოულობდა ფულს, განსხვავებული კალიგრაფიის წყალობით, მოსაწვევ და მისალოც ბარათებს აფორმებდა. ტელევიზიით პირველად 2002 წელს გამოჩნდა, როდესაც სამედიცინო დრამა General Hospital-ში გადაიღეს. მას შემდეგ, მან არაერთი კინოროლი შეასრულა, თუმცა ყველაზე დიდი პოპულარობა რეიჩელ ზეინის როლმა (ამერიკულ დრამა Suits-ში) მოუტანა.


მეგანმა პირველად 2011 წელს პროდიუსერ ტრევორ ენგელსონზე იქორწინა, თუმცა ორი წლის შემდეგ წყვილი ერთმანეთს დაშორდა. დაშორების მიზეზი სერიალ Suits-ში გადაღება გახდა, რადგან მეგანს ტორონტოში მოუწია საცხოვრებლად გადასვლა.



ვიცით, რომ ბუკინგემის სასახლის წევრებს, იმ ყველაფრის კეთების უფლება არ ეძლევათ, რაც სხვა დანარჩენებს, ვინც მის გარეთ ცხოვრობენ. სასახლის წევრებმა გარკვეული წესების და სტატუსის შესაბამისად უნდა იცხოვრონ. გარკვეული აკრძალვები, დრეს-კოდი და ა, შ, მათი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. თუმცა, ზოგიერთი მათგანი არ ემორჩილება მათ მიერ დაწერილ წესებს და იქცევა საკუთარი სურვილების შესაბამისად, რასაც უკვე არაერთი ამბავი მოწმობს.



ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ბრიტანეთის დედოფალი ელისაბედ მეორე არაა კმაყოფილი შვილიშვილის არჩევანით და იმასაც ამატებენ, რომ მას აქვს ამის მიზეზი. მეგანი 2011 წლიდან სერიალ "ფორს-მაჟორში" თამაშობდა, სადაც არაერთი თამამი და ეროტიკული სცენა აქვს შესრულებული და მიუხედავად იმისა, რომ ნიშნობამდე მიატოვა მან გადაღებები და სრულიად კარიერა, დედოფლის გულის მოსაგებად, ეს მიზეზი საკმარისი არ აღმოჩნდა.


ექსპერტები იმასაც აღიარებენ, რომ მეგანს არაჩვეულებრივი გემოვნება აქვს ფეხსაცმელების არჩევაში. როგორც ამბობენ, ის თავად ირჩევას რა იყიდოს და რა ჩაიცვას. ფერი, სტილი, ელეგანტურობა - აღფრთოვანების მეტი არაფერი გვეთქმის!



imageimageimageimageimageimageimageimageimageimage






იხილეთ აგრეთვე:



მეგან მარკლის ყველაზე ეროტიკული სცენები ფილმიდან "ფორს-მაჟორი"image





სკანდალური შემთხვევები, როდესაც პრინცმა ჰარიმ სამეფო ოჯახი შეარცხვინაimage



0
556
6-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
556
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0