x
ინფარქტის საწინააღმდეგო ვაქცინა
ლონდონის სამეფო კოლეჯში გამართულ კონფერენციაზე მეცნიერებმა განაცხადეს, რომ ინფარქტის თავიდან აცილება შესაძლებელია ვაქცინის მეშვეობით. ვაქცინა მოსახლეობისათვის ხელმისაწვდომი უახლოეს 5 წელიწადში გახდება.

დამოუკიდებელი ექსპერტები ინექციას უზომოდ პერსპექტიულს უწოდებენ და აღნიშნავენ, რომ იგი მსოფლიოში პირველი საშუალებაა, რომელიც მოქმედებს უშუალოდ დაავადების გამომწვევ მიზეზზე და არა შედეგზე.

"ვაქცინა გამოცდილი იქნება იმ ადამიანებზე, რომლებიც განეკუთნებიან ინფარქტის განვითარების მაღალი რისკის ჯგუფს. იგი შესაძლოა იქცეს დამატებით ღონისძიებად იმ მეთოდებთან ერთად, რომლებიც ამ დროისათვის გამოიყენება", - აღნიშნავს იან ნილსონი, ლუნდის უნივერსიტეტის ექსპერიმენტული კვლევის, გულსისხლძარღვთა სფეროს კათედრის პროფესორი.

მისივე თქმით, სტატინები და სხვა მედიკამენტები, რომლებიც აქვეითებენ წნევას (ჰიპოტენზიური საშუალებები) აქვეითებენ ინფარქტისა და ინსულტის განვითარებას მხოლოდ 40%-ით.


ახალი ვაქცინა CVX-210 უკვე გამოსცადეს თაგვებზე. ცდების შედეგად გაირკვა, რომ აღნიშნული ვაქცინა ამცირებს ათეროსკლეროზული ფოლაქების განვითარებას 60-70%-ით და იცავს სისხლძარღვის კედელს ანთებითი პროცესის განვითარებისაგან.

ადამიანებზე ვაქცინის კლინიკური ტესტირების ჩატარება ჯერ imageნებადართული არაა.

"ჩვენთვის საინტერესო სწორედ ადამიანებზე ჩატარებული კვლევის შედეგებია, რათა გავიგოთ, თუ რამდენად უსაფრთხოა იგი და როგორ მოქმედებს გულსისხლძარღვთა დაავადებების პროგრესსა და მრავალწლიან, ხანგრძლივ პერსპექტივაზე", - განმარტავს ბრიტანეთის კარდიოლოგიური ფონდის მედიცინის დოქტორი, პროფესორი პიტერ ვაისბერგი.

0
45
3-ს მოსწონს
ავტორი:დემეტრე1990
დემეტრე1990
45