მხატვრობა ეს ნახატები აკრძალული იყო ცენზურის გამო +15 2021, 24 აგვისტო, 10:32 სახვითი ხელოვნება მოიცავს მხატვრობას, სკულპტურას, ფოტოგრაფიას და ხელოვნების სხვა ისეთ სახეებს, რომელთა პირველადი ბუნება ვიზუალური ხასიათის ნამუშევართა შექმნაა. სახვით ხელოვნებას განასხვავებენ საშემსრულებლო ხელოვნების, სიტყვის ხელოვნების, კულინარული ხელოვნებისა და სხვა მსგავსთაგან; თუმცა განსაზღვრება მკაცრი არ არის და მრავალი ხელოვნების შემსწავლელი დისციპლინა მოიცავს სახვით ხელოვნებას სხვა ტიპის ხელოვნებებთან მიმართებაში.
“მხატვრობა” მოიცავს ადამიანის მიერ შექმნილ ყველა გამოსახულებას. ადამიანები, დიდი ხანია დაობენ იმაზე, თუ რა არის მხატვრობა და რატომაა ის ასეთი მშვენიერი. მხატვრებსა და ხელოვნებათ მცოდნეებს, ხშირად, ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული მოსზრებები აქვთ, რაც ხშირად გამხდარა ცხარე კამათის მიზეზი. არსებობს უამრავი ურთიერთსაწინააღმდეგო კითხვა და არ არსებობს სწორი ან მცდარი პასუხები, რაგდან თითოეულ ადამიანს, საკუთარი, სხვებისგან განსხვავებული გემოვნება და მოსაზრება აქვს. ზოგი ფიქრობს, რომ სურათი ლამაზი უნდა იყოს და ზუსტად ასახავდეს ცხოვრებას; სხვების აზრით, მთავარი განწყობილებისა და გრძნობების გადმოცემაა; ზოგს მიაჩნია, რომ ნახატი იდეებს უნდა ასახავდეს; ნაწილს კი მხოლოდ სურათებით ტკბობა სურს. გენიოსობა არ არის მარტივი ტვირთი, რომელიც აუცილებლად უნდა გამოირჩეოდეს მსუბუქი ხასიათით, არაჩვეულებრივი ჩვევებითა და უნიკალური შესაძლებლობებით. ჰოდა, არც დიადი მხატვრები არ ყოფილან გამონაკლისები და მათაც ჰქონდათ სპეციფიკური და მავნე ჩვევები. იტალიელი მხატვარი უმბერტო ბრუნელესკი დაიბადა 1879 წელს პატარა ტოსკანურ კომუნა მონტემურლოში, მაგრამ ცხოვრების ბოლომდე იქ არ უცხოვრია, 21 წლის ასაკში ის საცხოვრებლად საფრანგეთში გადავიდა. თავიდან ის მუშაობდა წიგნის ილუსტრატორად, შემდეგ დაიწყო თეატრალური კოსტიუმების შექმნა. ის მუშაობდა ბევრ ცნობილ ევროპულ თეატრში, მაგრამ პროვოკაციულმა ნახატებმა, რომლებიც მან სიცოცხლის ბოლოს დაიწყო, მსოფლიო პოპულარობა მოუტანა. ეს ეროტიკული ილუსტრაციები იმდენად თამამი იყო იმ დროისათვის, რომ აიკრძალა და ადვილად ხელმისაწვდომი არ ყოფილა. თუმცა, დღეს ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა აღვფრთოვანდეთ მათით. დღეს, ამ აკრძალული კრებულის ყველაზე "პატიოსნებს" შემოგთავაზებთ. ეს ნახატები აკრძალული იყო ცენზურის გამო4400 7-ს მოსწონს
|