რელიგია ბოლოჟამური შეცხადება წარმოვთქვი და ღმერთს ებარებოდე, ქალბატონო-მეთქი, დავემშვიდობე. მეტს ვეღარ გავუძლებდი-ნინო ჭელიძე 2021, 31 ივლისი, 17:50 "მონასტერში ვარ საქმეზე.
უხ, რა იქადაგა მამაომო, მოდის ქალი - რა ძლიერიაო.
მივხვდი ეგრევე რასაც იქადაგებდა და გავუბი საუბარი.
არ უნდა ავიცრათო, ჩიპებია ნემსის წვერშიო. ეს ვიცოდი, მაგრამ მაინც ნწუ, ნწუ რას გვიშვრებიან, - შევიცხადე.
ჩიპების ოფისი გახსნეს თბილისშიო
ვუალაააა ! ესაც ცინცხალი ამბავი !
ჩავაცივდი რომ გაემხილა სად და სულ მეორედ მოსვლა ვიძახე.
მოკლედ, ლეჩკომბინატთან, სადღაც შეუხვევო და იქააო, ოღონდ შლაგბაუმია იქ არავის უშვებენო, მანდაა ჩიპების ოფისიო. ჰაიტექიო, - გესმისო? მაღალი ტექნოლოგიებიო.
კიდე ერთი ბოლოჟამური შეცხადება წარმოვთქვი და ღმერთს ებარებოდე, ქალბატონომეთქი, დავემშვიდობე.
მეტს ვეღარ გავუძლებდი"-წერს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი და პირველი და უკანასკნელი "მის დეკოლტე"2016 ნინო ჭელიძე.
1080 4-ს მოსწონს
|