სხვა არასოდეს არ მოიქცე ასე, თუ ზედმეტი წონა გაქვს! 2021, 2 აგვისტო, 10:31 ჭარბი წონა – ეს ის თემაა, რომელიც ყოველთვის იყო, არის და ალბათ იქნება აქტუალური, ჩვენდა საუბედუროდ. კარგი გენების გავლენით ეს ბევრისთვის პრობლემას არ წარმოადგენს, თუმცა განსაზღვრული ნაწილი იტანჯება გარკვეული საკვებისა თუ სასუსნავის აკრძალვებით, ხოლო ვისაც გააჩნია სახსრები, ის თავს იტვირთავს სპორტდარბაზებში ზედმეტი კილოგრამების მოსაშორებლად. ნურც იმას იფიქრებთ, რომ მხოლოდ ჩვენს დროში ექცევა ფიგურას ყურადღება, ე.წ ტრენაჟორები ვიქტორიანულ ეპოქაში გამოიგონეს და მაშინაც აწუხებდა ხალხს ეს პრობლემა.
ალბათ გგონიათ, რომ ვარსკვლავებს, რომლებიც პოდიუმზე, წითელ ხალიჩასა თუ ჟურნალების ყდებზე კაშკაშებენ, იდეალური გენები აქვთ და სულაც არ უწევთ დიეტების დაცვა? ცდებით! ისინიც ისეთივე ადამიანები არიან, როგორც ჩვენ, უწევთ სპორტ-დარბაზებში სიარული, კვების რაციონის შემცირება და ბევრი აკრძალვები, რის შედეგადაც გამოიყურებიან ასე იდეალურად. უმეტეს შემთხვევაში ჭარბ წონას ადგილი არასწორი კვებისა და უმოძრაობის - ფიზიკური დაუტვირთაობის გამო ექმნება. ყურებს ნუ ჩამოყრით და ნუ იფიქრებთ, რომ შორს ხართ პრიალა იდეალებისგან, თუ მტკიცე გადაწყვეტილებას მიიღეთ და თქვენს ნებისყოფას "ქეჩოში" ჩაავლებთ ხელს და მკაცრ კონტროლს გაუწევთ, ყველა პრობლემა მალევე ალაგდება <3 ხშირად, დაგროვილი ტოქსინები ხელს უშლის მსხვილ ნაწლავს თავისი ფუნქციის შესრულებაში - შეიწოვოს ნუტრიენტები და გამოყოს ექსკრეტული ნარჩენები. ისინი ასევე უარყოფითად მოქმედებენ ნაწლავის სასარგებლო ბაქტერიაზე და ზოგჯერ წონაში ძნელად კლებაც, სწორედ ამ მიზეზის გამო შეიძლება იყოს - ტოქსინები მსხვილ ნაწლავში. (შეგიძლიათ მარტივად მოიშოროთ ეს ტოქსინები და ამაში 8 პროდუქტი დაგეხმარებათ.) აქვე, მინდა შემოგთავაზოთ უნივერსალური დიეტა, რომლის მეშვობითაც შეძლებთ თვეში 10 კგ დაიკლოთ. (დააჭირეთ კურსორი ნაწერზე და გახსნით სტატიას) ნებისმირი წონის შემთხვევაში შეგიძლიათ იყოთ ელეგანტური, ეს უბრალოდ დამოკიდებულია ფიგურის ტიპსა და გემოვნებაზე. უბრალოდ საჭიროა დაიცვათ მცირე რჩევები და ჩემს მიერ წარმოდგენილი 5 აკრძალვის გათვალისწინება და იდეალურად იქნებით ნებისმიერის თვალში. არასოდეს არ გამოიყენოთ ეს სამოსი, თუ ზედმეტი წონა გაქვთ, რადგან ის უფრო გაუსვამს ხაზს თქვენს ზედმეტ ფორმებს1. ვიწრო შარვლები... 2. რუშებიანი სამოსი. 3. სვიტერი მსხვილი ნაქსოვით ან მოცულობითი. 4. მოკლე შორტი. 5. აზღუდი ან ტოპი ღრმა ჭრილით. 851 5-ს მოსწონს
|